Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 131 articles
Browse latest View live

არმატინის ღვთისმშობელი

$
0
0

არმატინის ღვთისმშობელი 17.08

არმატინის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული ხატმებრძოლთაგან დახსნას უკავშირდება. ის შავ მთაში მდებარე არმათეას სავანეში იმყოფება.

სახელწოდება იმპერატორ ზენონის (474–491) თანამედროვე ტირანის ვასილისკოს ძმისწულის, სამხედრო მაგისტრის არმათეას სახელის მიხედვით მიიღო.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია


აქსაის ღვთისმშობელი

$
0
0

დონზე აქსაის ხატი მრავალი სასწაულით განდიდდა.

აქსაის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

კოდენსკის ღვთისმშობელი

$
0
0

კოდენსკის ღვთისმშობლის ხატი სედლეცკის გუბერნიაში იმყოფება.

კოდენსკის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ვორგოლის ღვთისმშობელი

$
0
0

ჩერნიგოვის ეპარქიაში, გლუხოვსკის ოლქის სოფელ ვორგოლში ეს ხატი 1751 წელს გამოჩნდა.

ვორგოლის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

“უჭკნობი ყვავილი”– ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

ხატის დღესასწაული – ახალი სტილით 3 აპრილი.

ევედრებიან მეუღლეთა შორის სიყვარულის განმტკიცებას, ოჯახში მშვიდობის დამყარებას და ახლობლების ჯანმრთელობას.

სასწაულთმოქმედი ხატის – ღვთისმშობლის “უჭკნობი ყვავილის” ასლები მოსკოვის ალექსეევის მონასტერსა და პრეჩისტენკის ჭიშკართან ახლოს – მიძინების ტაძარში იმყოფება.

ტროპარი

გიხაროდენ, ღვთისა სძალო, კუერთხო საიდუმლოო, ყვავილო დაუჭნობელად აყვავებულო, გიხაროდენ დედუფალო, რომლისა მეირ სიხარულით აღვივსენით და ცხოვრებაი მიგვიღებიეს.

უჭკნობი ყვავილი

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტიანეთა სასოო და ცოდვილთა ნავსაყუდელო, ყოველნი მოლტვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაი ჩვენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩვენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩვენისაო, შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან – ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩვენთათვის. მეყავ ჩვენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხოვრებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოი, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავ მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეი გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა. ჰოი, დედაო უფლისა შემოქმედისა ჩვენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყვავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმინდისა. გარდამომივლინე შეწევნაი შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ – არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩვენისანი, რაითა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაი ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაითა ვიხსნეთ ჩვენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გალატის ღვთისმშობელი

$
0
0

გალატის ღვთისმშობლის წმინდა ხატი არის ცარგრადში, გალატში. ხატის ორიგინალი მოსკოვში, არბატის კარიბჭესთან, მღვდელმთავარ ტიხონ სასწაულთმოქმედის ეკლესიაშია მოთავსებული.

გალატის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ზარზმის ფერისცვალების ხატი

$
0
0

ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუში ზარზმის “ფერისცვალების” ხატი უადრესია ზარზმის სიძველეებიდან, რამაც კი ჩვენამდე მოაღწია. ზარზმის ფერისცვალების ხატი ასომთავრულ წარწერაში აღნიშნულია ზუსტი თარიღი – “… ქორონიკონი იყო რ “ვ”, ე.ი. 886 წელი.

“როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ეს არის შესანიშნავი ძეგლი. მთელი მისი აღნაგობა გამსჭვალულია მონუმენტალობით, დეკორატიულობითა და ექსპრესიულობით… ეს ხატი წარმოადგენს ფუძემდებლურ, ამოსავალ ძეგლს შუა საკუკუნეთა ქართულ ჭედურ ხელოვნებაში სკულპტურული ევოლუციის გასაგებად,” – გიორგი ჩუბინაშვილი.

“ფერისცვალების” ხატი არაერთხელ არის მოხსენიებული ბასილი ზარზმელის თხზულებაში – “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”, სადაც VI-VII (ზოგი ისტორიკოსის აზრით, შესაძლოა VIIIს.) საუკუნეების ამბებია აღწერილი. აქ პირდაპირაა ნათქვამი, რომ ზარზმის წინამძღვარმა პავლემ “სრულყო ეკლესია და შეამკო ყოვლითა სამკაულითა და აღმართეს მას შინა ხატი ფერისცვალებისა.”
სწორედ ეს, ზარზმის ამ ახლად აგებულ ეკლესიაში აღმართული ხატი მოჭედეს მოგვიანებით (886 წელს) – ხის დაფაზე მორგებული (131×74 სმ) ვერცხლის ფირფიტები ჭედური გამოსახულებებითა და ერთიანად ოქროდაფერილი.

ზარზმის ფერისცვალების ხატის ასლი თავდაპირველი ფერწერული ფენიდან არაფერი შემორჩა. თავად მოჭედილობაც ძალზე შელახულია. მხოლოდ მაცხოვრის ცენტრალური ფიგურაა რიგიანად შენახული. ყველა დანარჩენი გამოსახულების ამოცნობა ცალკეული ფრაგმენტებისა და სახელების განმმარტავი ასოების წყალობით გახდა შესაძლებელი: ზედა რეგისტრში, მაცხოვრის აქეთ-იქით, ელია და მოსე წინასწარმეტყველნი, ქვემოთ კი მოციქულები – პეტრე, იაკობი და იოანე.

“ფერისცვალების” დაკანონებული და ფართოდ გავრცელებული სქემაა. ქრისტეს ორნამენტირებული შარავანდი XI ს-შია დამატებული. ამავე დროისაა ხატის მოჩარჩოებაც – სახარების სცენებითა და მცენარეული ორნამენტით გაწყობილი არშიები. ერთი ნაწილი (ზედა არშია და მარცხენა არშიის ქვედა მონაკვეთი) ხელოვნების მუზეუმში ინახება, თბილისში. ჩარჩოს ამ დეტალებითურთ არის ასახული ზარზმის “ფერისცვალების” ხატი ფოტოზე ნ. კონდაკოვისა და დ. ბაქრაძის ცნობილ წიგნში (Oпись пaмятникoв дрeвнoсти в нeкoтoрыx xрaмax и мoнaстыряx Грузии), რომელიც 1890 წელსაა გამოცემული. მოჩარჩოების დიდი ნაწილი კი, 7 ფირფიტა, დაცულია პეტერბურგის ერმიტაჟში (გამოქვეყნებულია წიგნში – Синaй. Визaнтия. Русь. 2000 w.).

ხატის ამ განახლება-აღდგენის მოთავეც ცნობილია. მოჭედილობის თავდაპირველ წარწერას ქვემოთ მოსდევს ორი სტრიქონი, სადაც მოხსენიებულია ზვიად ერისთავი – “მე ზვიად ერისთავი, ძე სულკურთხეულისა ერისთავისა არაბაისი, ღირს ვიქმენ შემკობად პატიოსნისა ამის ხატისა…”. ეს ის ზვიად ერისთავია, რომელიც 1023 წელს ბიზანტიელთა წინააღმდეგ გალაშქრებულ ქართულ ჯარს სარდლობდა. ამ საუკუნეს შეესატყვისება სწორედ ყველა ის ფირფიტა, რომელიც აღდგენა-განახლების პროცესში დაემატა ზარზმის “ფერისცვალებას”.

მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს დაიწყო ზარზმის ფერისცვალების ხატის ასლის შექმნა. ხატი 2009 წლის 10 ოქტომბერს, ზარზმის მონასტერში დააბრძანეს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

“ღმრთისმოყვარე”–ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

“ღმრთისმოყვარე” ღვთისმშობლის ხატს ევედრებიან ჭირის, ქოლერის ეპიდემიის დროს.

1157 წელს დიდი მთავარი ანდრეი ბოგოლუბსკი სუზდალისაკენ გაემართა, თან ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატს მიაბრძანებდნენ. ღვთისმოყვარე ღვთისმშობელი სიზმარეულ ხილვაში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, ხატი ვლადიმირში დაებრძანებინა, ხოლო გამოცხადების ადგილას მისი შობის სახელზე ტაძარი აეგო. მთავარი ასეც მოიქცა. შემდეგ კი ხატმწერს დააწერინა ახალი ხატი, რომელზედაც ღმრთისმშობლის ეს გამოცხადება აისახა. ამ ხატს ბოგოლუბოვის, ანუ ღმრთისმოყვარე უწოდეს.

ხატის დღესასწაული ახალი სტილით 18 ივნისს აღინიშნება.

ტროპარი, ხმა 1

ღმრთისმოყუარეო დედაო, ქორწილსა გამოუცდელო ქალწულო, ღმრთისმშობელო მარიამ, ევედრე ჩუენთჳს შენგან შეყუარებულსა და შენგან შობილსა ძესა შენსა ქრისტჱსა ღმერთსა ჩუენსა, მოგვეც ჩუენ ძალა ცოდვათა ჩუენთა დატევებისათჳს, მოჰმადლე ქუეყანასა ამას ნაყოფიერებაჲ და მშვიდობაჲ, მღუდელთა სიწმიდე და ყოველსა ერსა ცხოვრებაჲ მოანიჭე, დაიცევ მამული ჩუენი გარე-მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა მკვლელთა ომთაგან, ჰოჲ, ღმრთისმოყუარეო დედაო, ჰოჲ, ყოვლადსაგალობელო დედუფალო, დამიფარენ ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა საფარველითა შენითა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცვენ და იჴსნენ სულნი ჩუენნი.

ლოცვა

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო, ღვთისამოყუარეო დედაო, სასოო ჩუენისა ცხოვნებისაო! მოწყალებითა მოჰხედენ ყოველთა, რომელნი სარწმუნოებითა და სიყუარულითა შეუვრდებიან ხატსა შენსა. მიიხუენ სადიდებელნი გალობანი ჩუენნი და შესწირე მხურვალე ლოცვანი შენნი ჩუენ ცოდვილთათჳს წინაშე ღვთისა, რაჲთა უგულებელს-ყვნეს ცოდვანი ჩუენნი, მაცხოვნნეს და შემიწყალენ ჩუენ, ჰოჲ, ყოვლადსაკვირველო დედუფალო, მიჩუენენ მოწყალებანი შენნი, მიჴსენ ჩუენ ყოვლისაგან მწუხარებისა, ყოველნი სათნოებითნი და ქველისმოქმედებითნი საქმენი წარგვიმართენ, მიჴსენ განსაცდელთაგან, ჭირთა და სნეულებათა. განმაშორენ ყოველნი კრულებანი და შფოთნი, დამიფარენ ყოვლისა ელვაშემოსილისა ქუხილისა, ცეცხლისა, სიყმილისა, საფრჴისა, წარღუნისაგან და სიკვდილშემოსილისა წყლულებისა. მექმენ ჩუენ მოწყალებითა შენითა და შემწედ ყოველსა გზასა, ხმელთა ზედა და წყალთა შინა, რაჲთა არა დანთქმულ იქმნეს ერი ესე შენი. ჰოჲ, ყოვლადმოწყალეო, ღვთისამოყუარეო დედაო, სასოებითა დიდითა აღვავლენთ შენდა მომართ უბადრუკთა ამათ ლოცვათა ჩუენთა, ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა ნუ უგულებელს-ჰყოფ, ნუმცა სადა დაგვიტევებ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, არამედ მარადის ეგე ჩუენ თანა და მომმადლენ ჩუენ სიხარული, ნუეგშინისცემაჲ, მფარველობაჲ და შეწევნაჲ, რაჲთა ვადიდებდეთ და ვაქებდეთ უფროსადკურთხეულსა და ყოვლადსაგალობელსა სახელსა შენსა, ამინ!

წყარო: www.orthodoxy.ge


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მიჰხედე სიმდაბლესა”

$
0
0

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მიჰხედე სიმდაბლესა” 1420 წელს ფსკოვის ოლქში, კამენოს ტბაზე გამოჩნდა, თუმცა მისი სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ფსკოვის მატიანეებში ყოვლადწმიდა გვხვდება ცნობა 1426 წელს ამ ხატიდან სისხლდენის შესახებ.

მოგვიანებით ხატი გადაასვენეს ფსკოვში, წმიდა სამების საკათედრო ტაძარში. გადასვენების დღე 16 (29) სექტემბერი ხატის დღესასწაულად დადგინდა.

ხატზე “მიჰხედე სიმდაბლესა” ღვთისმშობელი მჯდომარეა გამოსახული. მარჯვენა ხელში სკიპტრა აქვს, ხოლო მარცხენათი მის მუხლებზე მდგარი ყრმა ღმერთი უჭირავს, რომელიც მარჯვენა ხელით ღვთისმშობლის სახეს ეხება, ხოლო მარცხენაში უპყრია სფერო – სამყაროს სიმბოლო. ღვთისმშობლის თავს გვირგვინი ამშვენებს.

ხატის პირველ პირს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის შესაძლოა ერთ-ერთი სტიქიური უბედურების დროს განადგურებულიყო. არსებობს ხატის რამდენიმე ასლი. მათ შორის ერთი კიევის მამათა მონასტერში იმყოფება, ის სავარაუდოდ XIX საუკუნეშია შექმნილი, ხოლო მონასტერს 1992 წელს შესწირა სქემმონაზონმა თეოდორამ, რომელიც სარწმუნოების დევნის პერიოდში თავის კელიაში ინახავდა მას. სქემმონაზონ თეოდორას მონათხრობით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ ხატიდან ყრუ-მუნჯი ყრმა განკურნებულა.

ხატიდან დღესაც მრავალი სასწაული აღესრულება. ერთ-ერთი პირველი სასწაული დაფიქსირდა ფეხმძიმე ქალზე, რომელიც ჰეპატიტისგან განიკურნა. ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ მას ნაყოფის მოცილებას, მაგრამ მორწმუნე ქალს ცოდვის ჩადენის შეეშინდა და სამი დღე ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატთან, შემწეობას სთხოვდა მას. განმეორებითმა ანალიზმა ჰეპატიტის ვირუსი აღარ აჩვენა, ბავშვიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ ხატი სულიერად კურნავს ადამიანებს, მოაქცევს მათ რწმენისკენ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი “მიჰხედე სიმდაბლესა”
ევედრებიან სიბრმავის განსაკურნებლად.

ტროპარი

ზღუდეჲ უბრძოლველი ხატი შენი და წყაროჲ სასწაულთა, ვითარცა ძუელად, აღმოუცენებს აწცა მეოხებასა შენსა ერსა ჩუენსა. ყოველსაცა ჟამსა მიხსნენ ჭირთა და მწუხარებათაგან ყოველთა და აცხოვნენ სულნი ჩუენნი ვითარცა სახიერმან დედამან.

ლოცვა

ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ქალწულო, ღუთისმშობელო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაფიმთა უპატიოსნესო, ღუთივრჩეულო ყრმაო, თუალითა მოწყალითა გარდამოიხილე ზეციურთა მაგათ სიმაღლითგან ჩუენ უღირსთა მონათა შენთა ზედა, რომელნი სალმობიერითა ცრემლითა გევედრებით წინაშე ყოვლადპატიოსნისა ხატისა შენისა. ნუ მომაკლებ მეოხებასა და ყოვლისამპყრობელსა საფარველსა შენსა მრავალჭირვეულსა და მრავალტვირთულსა ჟამსა ამას მიწიერისა მწირობისა ჩუენისასა. მაცხოვნენ ჩუენ მწუხარენი ესე, აღმადგინენ სიღრმეთაგან ცოდუათა, ვნებათაგან დაბრმობილნი გონებანი ჩუენნი განანათლენ და განკურნენ წყლულებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი! ჰოი, ყოვლადმწყალობელო დედაო მეუფისა კაცთმოყუარისაო, აჩუენენ მდიდარნი წყალობანი შენნი ჩუენ ზედა, აღსრულებითა მცნებათა ქრისტესთა განამტკიცე უძლური ნებაჲ ჩუენი, მოამდორვენ განბოროტებულნი გულნი ჩუენნი სიყუარულითა და ღუთისა და მოყუასისათა, მომმადლენ ჩუენ შემუსვრილებაჲ გულისა და სინანული ჭეშმარიტი, რაჲთა განწმენდილნი ბილწთა ვნებათაგან, ღირს ვიქმნეთ მშვიდობითსა ქრისტეანობითსა აღსასრულსა და კეთილად სიტყვის-გებასა წინაშე საშინელსა და თვალუხილავსა სამსჯავროსა ღუთისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, მის თანა დაუსაბამოჲსა მამისა და ყოვლადწმიდისა, სახიერისა და ცხოველისმყოფელისა სულისასა, რომელსა შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

წყარო: www.orthodoxy.ge

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს რამალის მოტირალი ხატი

$
0
0

რამალის ოლქი პალესტინაში მდებარეობს, იერუსალიმის ჩრდილოეთით, 10 მილის მანძილზე. რამალის ფერისცვალების ტაძარი, რომელშიც იმყოფება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, დაახლოებით 150 წლის წინ აიგო.

ყოვლადწმიდა მარიამის ეს ხატი 1992 წელს დაწერა ადგილობრივმა ხატმწერმა გაბრიელ გეილმანტიანმა. ხატი ფერისცვალების დედათა მონასტრის ტაძარში იყო დაბრძანებული, რამალის ჩასმული იყო შუშიან კიოტში.

1998 წლის 17 ივნისის დილას მამა ნიკოლა აკალი სანთლების დასანთებად ტაძარში შევიდა. მოულოდნელად ხატის ჩარჩოდან შუშა ჩამოვარდა და ძირს დაეცა. შეშინებულმა მღვდელმა ამის შესახებ არქიმანდრიტ მელეტიოს ბასალს აცნობა, რომელიც ფერისცვალების დედათა მონასტერს 1997 წლიდან წინამძღვრობს. თავიდან მამა ნიკოლამ და მამა მელეტიოსმა იფიქრეს, რომ შუშა ფანჯრიდან შემოხეთქილმა ქარმა ჩამოაგდო, მაგრამ ზუსტად ხატის გვერდზე ჩვეულებრივ ენთო კანდელი, ასე რომ ეს ქარის ბრალი არ უნდა ყოფილიყო.

მღვდლები ძლიერ შეშინდნენ და ტაძარი დატოვეს. ხუთი-ექვსი საათის შემდეგ ტაძარში ადგილობრივი მრევლის მოძღვარი – მამა ჯერიეს მარზუკა დაბრუნდა. მამა ჯერიესმა იატაკზე დაგდებული შუშის წმენდა დაიწყო, მაგრამ უცებ ხელი გაეჭრა და სისხლი დასდინდა. მის ყვირილზე მამა მელეტიოსმა მოირბინა და დაინახა მოძღვრის დასისხლიანებული ხელი. იგი სასწრაფოდ გაიქცა მონასტერში ბამბისა და სპირტის მოსატანად, მაგრამ როცა მოვიდა, მამა ჯერიესის ჭრილობა შეხორცებული დახვდა და აღარც სისხლის კვალი ჩანდა სადმე. მამებმა ყურადღებით დაათვალიერეს ხატი და მირონის ნაკადულები შენიშნეს. ხატი ტიროდა. მირონდენა გრძელდებოდა, ჩამოდენილ მირონს ხალხის განსაკურნებლად აგროვებდნენ. როდესაც ხატს შეხედა, მამა მელეტიოსი გაოცდა, ყრმა იესოს სახე თითქმის არ უჩანდა, გარკვევით აღარ განირჩეოდა თვალები, ცხვირი და პირი. მისი სახე მთლიანად ნათელს მოეცვა.

ხატმა მრავალი სასწაული მოახდინა. ერთ-ერთი მამა მელეტიოსს ყველაზე მეტად დაამახსოვრდა. 1998 წლის სექტემბერში იერუსალიმის საავადმყოფოში ჩამოიყვანეს ბერძენი ქალი კანის კიბოთი. ექიმებმა დაასკვნეს, რომ მდგომარეობა უიმედო იყო და ქალის ახლობლებს საბერძნეთში დაბრუნება ურჩიეს. მაგრამ ქალმა უფლის საფლავის მოლოცვა გადაწყვიტა. სწორედ იქ შეიტყო რამალის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ ორი ქალისაგან, რომლებიც ამ ხატთან მოსალოცად მოდიოდნენ. ბერძენი ქალიც მათ გამოჰყვა. მან მამა მელეტიოსის კურთხევით ხატიდან ჩამოდენილი მირონი მთელ ტანზე იცხო. მეორე დღეს იგი ტაძარში ორ ებრაელ ექიმთან ერთად დაბრუნდა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უიმედოდ დაავადებული ავადმყოფი სრულიად განიკურნა სიმსივნისაგან.

ცნობილია მაჰმადიანი ქალის განკურნების შემთხვევაც. ქალს ცალი თვალის ფერადი გარსი გადიდებული ჰქონდა და ვერ ხედავდა. მას შემდეგ, რაც ქალმა განაცხადა, რომ სწამს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და იცხო ხატიდან გადმოსული მირონი, მეყვსეულად განიკურნა სნეულებისაგან და თვალისჩინი დაუბრუნდა.

წყარო: http://www.orthodoxy.ge

კოზელშანის ღვთისმშობელი

$
0
0

21.02

წმინდა ხატი დიდი სასწაულებით 1881 წელს გაბრწყინდა. ის სოფელ კოზელშანში, პოლტავის ეპარქიის, კობელიაკის ოლქში იმყოფება.

მისი ფოტოასლი არის მოსკოვშიც, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში და დაულევნელი მოწყალება ეწოდება.

კოზელშანის ღვთისმშობელის
წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

კოლომნის ღვთისმშობელი

$
0
0

ხატზე გამოსახულია კოლომნის ღვთისმშობელი, რომელიც 1413 წლიდან 9 ივნისს იხსენიება.

კოლომნის ღვთისმშობელი

ოზერონსკის ღვთისმშობელი

$
0
0

30.10

ხატი XVII საუკუნიდან ხარკოვში, კურიაჟის მონასტერში იმყოფება. მეორედ მისი დღესასწაული თომას კვირას აღესრულება და მის შესახებ ცნობებსაც იქვე ვიპოვით. ხატი XV საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, ყოველწლიურად ხარკოვში გადაბრძანდება და თომას კვირიაკეში იქვე ჩნდება.

ოზერონსკის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

გერბოვეცის ღვთისმშობელი

$
0
0

30.09

1790 წელს გერბოვეცის ღვთისმშობლის ხატი გერბოვეცის მიძინების მონასტერში ჩამოიტანეს ბესარაბიის ოლქის ქალაქ კიშინოვიდან. გერბოვეცის ხატი ღვთის მადლით უხსოვარი დროიდან იყო განდიდებული, მაგრამ სასწაულთმოქმედად 1859 წელს ცნეს.

გერბოვეცის ღვთისმშობელი

ყოველწლიურად, 1-ელ ოქტომბერს ხატი მონასტრიდან ქალაქ კიშინოვში გადაბრძანდება და იქ 23 აპრილამდე რჩება.
ხატი ტილოზეა დაწერილი და ცაცხვის დაფაზეა დაკრული.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ნიკეის ღვთისმშობელი

$
0
0

ნიკეის ღვთისმშობლის ხატი 304 წელს გამოჩნდა. ხატის დღესასწაული ახალი სტილით 28 მაისია.

ნიკეის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია


პისაიდის ღვთისმშობელი

$
0
0

03.09

პისაიდის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 808 წელს გამოჩნდა. ხატი პისაიდის სიზოპოლში იმყოფება.

პისაიდის ღვთისმშობელი

პისაიდის ხატის ძველი ასლი 1608 წლიდან მოსკოვში, ნოვო-სპასკის მონასტერშია მოთავსებული. ის მეფე მიხეილ-თეოდორეს ძის დედის ქსენიან, სქემაში – მართას სენაკში იყო.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

დალმატოვის ღვთისმშობელი

$
0
0

დალმატოვი პერმის გუბერნიის შტატგარეშე ქალაქია, ხატი აქ იმყოფება მიძინების მონასტერში, რომელიც 1644 წელს განდეგილმა დალმატმა დააარსა. იგი, თავისი მორჩილების შესაბამისად, განეშორა ნევიანსკის მონასტერს, სადაც მას იღუმენობას უპირებდნენ. დალმატოვის ღვთისმშობელი თან მხოლოდ ღვთისმშობლის მიძინების ხატი წაიღო და შადრიანსკის მაზრაში, მდინარე ისეთის ნაპირზე დამკვიდრდა. ეს მიწები ეკუთვნოდა ტიუმენელ თათარს ილიგეის, რომელიც ამ ამბის შეტყობისთანავე თავის ნათესავებთან ერთად დალმატისკენ გაემართა, რათა გაეძევებინა იგი და მის მეირ დაარსებული ნაგებობა გადაეწვა, მაგრამ ღამით ილიგეიმ გზად ღვთისმშობელი იხილა, იგი მეწამულით იყო მოსილი, თავს გვირგვინი ედგა და ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. მან დალმატისათვის რაიმე ვნების მიყენება მკაცრად აუკრძალა ილიგეის და უბრძანა, მიწა მონასტრის ასაშენებლად დაეთმო. ამგვარი ხილვის შემდეგ ილიგეი მთელი თავისი ამალით მორჩილად მივიდა დალმატთან და მის მიერ ადრევე დაკავებული მიწა მთლიანად გადასცა, ასევე, თავის მხრივ, სხვა საჩუქრებიც დაუმატა. დალმატმა, ერში დიმიტრი ივანეს ძე მოკრინსკიმ, ხის ეკლესია და სენაკები ააგო. ეს 1646 წელს მოხდა. 1664 წელს კი ციმბირელი თავადი დევლეთ-გირეი თავს დაესხა მონასტერს, გაძარცვა და გადაწვა ის. მაგრამ ღვთისმშობლის ხატი უვნებელი დარჩა. მხოლოდ უკანა ადგილზე დაიწვა ის ადგილი, რომელსაც ერთი მუსულმანი შეეხო. შემდეგში მონასტერი არქიმანდრიტმა ისააკმა განაახლა, აშენდა ქვის ეკლესია, რომელშიც დალმატის მიერ ნევიანსკის მონასტრიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაცული. დალმატის მონასტერი, რომელიც სხვადასხვა მხრიდან ჩამოსული მლოცველების შემოწირულობებითაა შემკული, მეტად განდიდდა და ციმბირში ყველაზე უფრო ცნობილი გახდა.
15 აგვისტოს სავანის სატაძრო დღესასწაულზე აქეთკენ სასწაულთმოქმედი ხატის თაყვანისსაცემად მრავალი ადამიანი მოისწრაფის.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ბელენიჩის ღვთისმშობელი

$
0
0

მოგილევის გუბერნიის – ბელინიჩის დასახლების მამათა მონასტრის ეკლესიაში ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება. ბელინიჩის ხატის ისტორია გარდასული დროის მიღმა იკარგება, მაგრამ არსებობს გადმოცემა, რომ ეს სიწმინდედ შერაცხილი ბელენიჩის ღვთისმშობელი ხატი წარსულში მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნოდა, მაგრამ უნიის დროს პოლონეთის კათოლიკეთა ეკლესიაში გადაინაცვლა და იქ პატივს მიაგებდნენ როგორც კათოლიკეები, ასევე – მართლმადიდებლები. 1876 წელს ეკლესია დაიკეტა და შენობა სასწაულთმოქმედ ხატთან ერთად, რომელსაც მთელი მოსახლეობა სიწმინდედ მიიჩნევდა, მართლმადიდებლურ უწყებას გადაეცა.

იმავე წლის 12 აპრილს მრავალრიცხოვან მართლმადიდებელ და კათოლიკე მორწმუნეთა დასწრებით პირველი საღვთო ლიტურგია აღესრულა. ბელორუსებისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. ამავდროულად მართლმადიდებლ მოსახლეობაში გაჩნდა აზრი, რომ 1882 წელს დაკეტილი რომაულ – კათოლიკური მონასტრის შენობაში – მართლმადიდებლური მონასტერი დაარსებულიყო. ბელინიჩის მართლმადიდებლურ ტაძართან მონასტრის არსებობის საჭიროება გამოიწვია ამ ტაძრის დიდმა მნიშვნელობამ და იქ მყოფმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედმა ხატმა, რომლისკენაც მართლამდიდებელი და კათოლიკე მლოცველები სხვადასხვა შორეული მხარეებიდან მოილტვიან.

ბელინიჩის ტაძარი დიდებულადაა მორთული. სასწაულთმოქმედი ხატი საკურთხევლის კედლის სიმაღლეზეა მოთავსებული. ამ სიწმინდისკენ აივანზე საკურთხევლის მარჯვენა და მარცხენა მხარეებიდან ორი თუჯის კიბე ადის. საკურთხეველსა და გარეთა კედელს შორის მოწყობილია გასასვლელი. კიევისკენ მიმავალი მომლოცველები გზის გაუგრძელებლად გაივლიან ბელინიჩის მონასტერში და თაყვანს სცემენ ხატს, რომელიც უძველესი დროიდან სასწაულებით განდიდდა. მიუხედავად მისი სიძველისა, მაღალი ხელოვნებით შესრულებულმა ხატმა საღებავის არაჩვეულებრივი სიახლე შეინარჩუნა. მისგან უხვად გარდამომდინარე მადლი სიხარულით ავსებს წრფელი გულით მომლოცველი მართლმადიდებლების გულებს.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ქართული –რაიფის ღვთისმშობელი

$
0
0

ყაზანიდან ჩრდილო-დასავლეთით – 30, ხოლო ქალაქ სვიაჟესკიდან 18 ვერსის დაშორებით რაიფის ღვთისმშბლის უდაბნო მდებარეობს. ამ უდაბნოს დაარსება XVII ასწლეულის შუაწლებთანაა დაკავშირებული.

ღვთისმშობლის ქართული სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც კრასნოგორის ხატის ზუსტი ასლია, მისი სახელობის რაიფის ტაძარშია დაცული. უდაბნოს რაიფისა ეწოდება სინასა და რაიფში მოწყვეტილი ღირსი მამების სახელობის ეკლესიის მიხედვით. უდაბნოდან სვიაჟესკისაკენ ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლიტანია დღემდე აღესრულება.

ქართული - რაიფის ღვთისმშობელი

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია

ტიხვინ –ცივილის ღვთისმშობელი

$
0
0

26.06

1670 წელს, ოქტომბერში სტეფანე რაზინის ბანდა ყაზანის გუბერნიის ქალაქ ცივილზე თავდასასხმელად ემზადებოდა. ტიხვინ - ცივილის ღვთისმშობელი თავდასხმის წინა ღამეს ერთ ქვრივს იულიანა ვასილიევას ტიხვინის ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელიც ცივილის ტაძარში იდგა. ზეციურმა დედოფალმა უბრძანა, ალყაშემორტყმულნი განმტკიცებულიყვნენ, რადგან რაზინის ბანდა მისი მეოხებით ქალაქის აღებას ვერ შეძლებდა და რომ გადარჩენისათვის მადლობის ნიშნად მოსახლეობას მდინარეების ბოლშოი და მალოი ცივილის შუა, ქალაქის ახლოს, ჭაობისა და სტრელეცის ველს შორის, მონასტერი უნდა დაეარსებინა.

ქალაქი ვერ აიღეს და მოსახლეობამ მითითებულ ადგილას მონასტერი ააგო. ხოლო ტიხვინის ხატისგან ზუსტი ასლი გადაიღეს და მონასტერში დააბრძანეს.

წყარო: წიგნი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია.

Viewing all 131 articles
Browse latest View live