Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 131 articles
Browse latest View live

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი

$
0
0

ხსენების დღე – 16 (29) მარტი

ილინის სამების მონასტერში, ჩერნიგოვის ახლოს, ბოლდინის მთაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება – მას ილინ-ჩერნიგოვისას ეძახიან. ის 1658 წელს ბერმა გენადიმ, ერში გრიგოლ კონსტანტინეს ძე დუბენსკიმ, დაწერა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ილინ-ჩერნიგოვის ხატი ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ლაზარე ბარანოვიჩის და ილინის მონასტრის იღუმენის ზოსიმეს დროს ამ ხატს, ნიშნად მოწყალებისა, რვა დღის მანძილზე – 16-დან 24 აპრილამდე, ცრემლი სდიოდა. ამ სასწაულის მოწმე ჩერნიგოვის თითქმის მთელი მოსახლეობა გახდა. ამის შემდეგ მალევე, იმავე 1662 წელს, თათრებმა ჩერნიგოვი დალაშქრეს და მიმდებარე სოფლები მთლიანად გაძარცვეს. მაგრამ ილინის მონასტრის ბერებმა მოახლოებული განსაცდელის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ ცნობა ღამით მიიღეს. მათ ეკლესიას მიაშურეს, ცრემლით მხურვალედ ილოცეს ზეციური მფარველის წინაშე და ანტონიევის გამოქვაბულში დაიმალნენ. თათრები მონასტერში შუაღამით შემოცვივდნენ. ეკლესია გაძარცვეს, საეკლესიო ნივთები აიღეს, მაგრამ ძვირფასეულობით შემკული სასწაულთმოქმედი ხატი ხელუხლებელი დარჩა: უხილავმა ძალამ ბარბაროსებს ნება არ მისცა, რომ სიწმინდეს შეხებოდნენ. ამავე უხილავმა ძალამ არ შეუშვა ისინი გამოქვაბულში, სადაც ბერები იმალებოდნენ, თუმცა თათრები გაშიშვლებული ხმლებითა და ანთებული ჩირაღდნებით ძალიან ცდილობდნენ მათ პოვნას. მოულოდნელად რაღაც გასაოცარი ხილვით დამფრთხალნი გაიქცნენ.

წმიდა დიმიტრი როსტოველი თავისი წიგნის „დამარწყულებელი საწმისის“ ბოლოს, რომელშიც ილინის ხატის 24 სასწაულთმოქმედებას აღწერს, ამბობს: „დასრულდა წიგნი, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულები არ დასრულებულა. ვის ძალუძს მათი რიცხვის შეტყობა?!“

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


ფალკოვიჩის ღვთისმშობელი

$
0
0

15.08

ქ. ვიტებსკიდან 13 ვერსის დაშორებით, მოსკოვის გზატკეცილზე არის ფალკოვიჩის ტაძარი, რომელშიც ღვთისმშობლის ფალკოვიჩის ღვთისმშობელი სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება და მას ადგილმდებარეობის მხიედვით, ფალკოვიჩისას უწოდებენ.

ხატი სასწაულებრივად გამოჩინებულად მიიჩნევა: ძველ დროში, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში ის ეკლესიის მახლობლად, მდინარის ნაპირზე, აკაციის ხეივანში იპოვეს. გამოჩინების ადგილას ზეციური შუამდგომელის სახელზე ტაძარი ააგეს. 1785 წლის რევიზიის ჩანაწერებში ფალკოვიჩის ხატი მოხსენიებულია , – როგორც ძველი და ოდითგანვე სასწაულებით განდიდებული.

სამამულო ომის დროს მოწინააღმდეგემ ფალკოვიჩის ტაძარი გაძარცვა და მისი მთავარი სიწმინდე – ღვთისმშობლის ხატიც დაზიანდა. მთელი მისი მორთულობა მტრის ნადავლი გახდა. მაგრამ როცა მკრეხელის ხელი თვით პერანგს შეეხო, კიბე გადმოვარდა და მასზედ მდგომი ჯარისკაცი სასიკვდილოდ დაშავდა. სისხლის ლაქა ჩვენს დრომდე აჩნდა იატაკს, მანამდე, სანამ საღებავმა ღვთის სამართლიანი რისხვის კვალი არ დაფარა. ფალკოვიჩის ხატმა განსაკუთრებულად 1831 წელს გაითქვა სახელი, როდესაც საშინელი ქოლერა ყოველდღიურად ათასობით სიცოცხლეს იწირავდა. ხალხი შემწეობისათვის ღმერთს მიმართავდა. ყველა ერთად მივიდა ეკლესიაში და ღმერთს სთხოვეს, რომ წმინდა ხატთან ერთად მთელი ის მიდამო ლიტანიით შემოევლოთ, ზეციური დედოფლის შემწეობამ არ დააყოვნა: ამ მხარეში სიკვდილიანობა შეწყდა და ფალკოვიჩის ხატის სახელი უშორეს რაიონებში განდიდდა.

ფალკოვიჩის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული ყოველწლიურად 15 და 22 აგვისტოს აღესრულება.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ცარგრადის ღვთისმშობელი

$
0
0

ცარგრადის სასწაულთმოქმედი ხატი 1071 წელს გამოჩნდა, სხვა ცნობები მის შესახებ არ არსებობს. ხატის ასლი ელიაზარის მონასტერში იმყოფება.

ნოვგოროდის ეპარქიის ძველ რუსულ მონასტერში ასევე სიწმინდედ შერაცხილი ცარგრადის ღვთისმშობლის ხატი იმყოფება. ხატი გრიფელის დაფაზეა გამოსახული.

ცარგრადის ღვთისმშობელი

გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ცარგრადიდან მომავალი ორი ბერი ამ მონასტერში გავლით შეჩერდა და ლიტურგია მოისმინა. ხატი სწორედ მათ დატოვეს. მის მიმართ ქრისტიანები სარწმუნოებით ლოცულობენ.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ტრუბჩევის ღვთისმშობელი

$
0
0

ხატს ტრუბჩევისა ეწოდება, რადგან წარწერის მიხედვით ის ორლოვის გუბერნიის ქ.ტრუბჩევის ღვთისმსახურის ექვთიმეს მიერაა დაწერილი. ამ ხატის სახელზე მონასტერში ეკლესიაა აგებული, რომელიც 3 ოქტომბერს იკურთხა. ამიტომ ხატის დღესასწაული სულთმოფენობიდან მე-10 კვირას და 3 ოქტომბერს აღესრულება.

 ტრუბჩევის ღვთისმშობელი

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

შესტოკოვის ღვთისმშობელი

$
0
0

ტვერის გუბერნიის კაშინსკის ოლქში არის სოფელი შელტომეჟი. მის სიახლოვეს მდინარე სიტის ნაპირზეა ბოჟენსკის ველი, რომელიც რუსი ხალხის სისხლითაა მორწყული. აქ დიდი მთავარი გიორგი ვსევოლოდოვიჩი მშობლიურ მიწას თათრების თავდასხმისგან იცავდა. შესტოკოვის ღვთისმშობელი თვით ზეციური დედოფალი ჩვენს დროშიც კი ღირსსახსოვარ მიდამოს თავისი მანდილით იფარავს. ამას მოწმობს მისი წმინდა ხატის მიერ აღსრულებული სასწაულები.

შემორჩენილი გადმოცემების მიხედვით ეს ხატი უხსოვარ დროს მოსკოვში, გ. სკრიპიცინის სახლში აღმოჩნდა. ერთმა ქალწულმა ე.წ. ღვთის გლახამ სიზმრად იხილა, რომ მათი ღუმლის მილში ღვთისმშობელი იყო და ამის შესახებ შინაურებს სამჯერ გამოუცხადა, მაგრამ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ ღუმლის თავზე მილიდან ჩამოვარდნილი უხეში ტილოს გრაგნილი არ ნახეს. როდესაც გაშალეს, ყველა ღვთისმოსაურმა გაოცებამ შეიპყრო: მათ თვალწინ წარმოსდგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უმშვენიერესი გამოსახულება – მკლავზე მარადიული ყრმით, მარჯვენა ხელში მას ეპყრა პატარა ლამპარი, აშკარა დადასტურება იმისა, რომ იგი ცეცხლში იყო და ღვთის ძალით უვნებლად გადარჩა. ხატი მიიღეს, როგორც ძვირფასი საჩუქარი – თვით უფლისაგან მოძღვნილი და ყველამ ღვთისმოსაობით განადიდა იგი. სახლის პატრონმა ბრწყინვალე პატივი მიაგო მას და სიკვდილის შემდეგ თავის შვილებს გადასცა. აკურთხა ისინი და ხატს შესტოკოვისა ეწოდა, რადგან ის ღუმლის თავზე (Щесток) იპოვეს.

უცნობია, როდის გადაიტანეს ხატი სოფელ შელტომეჟში, მაგრამ ძველი აქტების მიხედვით ჩანს, რომ ამ სოფლის პატრონმა სეკუნდმაიორმა სკრიპიცინმა 1779 წელს ტვერის ეპისკოპოს არსენს კურთხევა სთხოვა, რომ ხის ეკლესიის ადგილას, რომელიც ჯერ კიდევ 1686 წელს აშენდა, ახალი ქვის ტაძარი აგებულიყო და შესტოკოვის საგვარეულო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მის შვილებს ერგოთ და დიდი ხნის განმავლობაში მემკვიდრეებს შორის შუღლის და დავის მიზეზი გახდა, იქ დაებრძანებინათ. ასევე ცნობილია, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ეს ხატი დარჩა სიწმინდედ, რომლიდანაც მრავალი სასწაული გადმოედინებოდა. მის წინაშე პარაკლისები აღესრულებოდა და ტვერის და იეროსლავის გუბერნიების მრავალი ადგილი შემოიარა, მაგრამ 1851 წელს სიძველით და სასწაულებით გამორჩეული ხატი სოფელ შელტომეჟის შეუვალ მფლობელობაში გადავიდა, სადაც 1887 წელს მისთვის შესტოკოვსკის ქალთა საზოგადოება დაარსდა.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ჟიროვიცის ღვთისმშობელი

$
0
0

ლიტვის სამთავროში, ჟიროვიცის მხარეში, სოფლის სიახლოვეს მწყემსები პირუტყვს აძოვებდნენ. ერთხელ, 1191 წელს, ტყეში ცეცხლის ალივით არაჩვეულებრივად მოკაშკაშე სინათლე შენიშნეს. ჟიროვიცის ღვთისმშობელი ამან მათ ცნობისმოყვარეობა გაუღვივა, მიუახლოვდნენ და ხეზე ღვთისმშობლის სხივმფენი ხატი იხილეს. ძლიერი სინათლე და ღვთიური შიში დიდხანს ნებას არ აძლევდა მათ, რომ ხატთან ახლოს მისულიყვნენ, მაგრამ როდესაც შუქი ოდნავ მიინავლა, მწყემსებმა მის წინაშე მუხლი მოიყარეს, თაყვანი სცეს, ხიდან აიღეს და თავის ბატონს, ლიტველ ხაზინისმცველს ალექსანდრე სოლტანუს მიუტანეს. მან ხატი ყუთში ჩაკეტა და მოინდომა, მის შესახებ თავისი ნაცნობებისთვის ეუწყებინა. ამიტომ დაუყოვნებლივ ყველა სახლში მიიპატიჟა. ისინი განცვიფრებულნი უსმენდნენ მის ნაამბობს და ხატის ნახვაც მოინდომეს, ალექსანდრე გამოსატანად წავიდა, მაგრამ ის ყუთში აღარ დახვდა. ამ ამბავმა მეტად განაცვიფრა ხაზინისმცველი.

რამდენიმე ხნის შემდეგ, იმავე მწყემსებმა ხატი კვლავ ძველ ადგილას იპოვეს და ისევ ბატონს მიუტანეს. ალექსანდრემ თავი ღირსად არ სცნო, სახლში დაეტოვებინა და მაშინათვე აღთქმა დადო, რომ მისი გამოჩინების ადგილას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძარს ააგებდა. მალე ხის ეკლესია აშენდა და ღვთისმშობლის ხატი იქ დააბრძანეს. რამდენიმე წლის შემდეგ მოულოდნელად გაჩენილმა ხანძარმა ეკლესია ფერფლად აქცია. ცდილობდნენ, რომ ღვთისმშობლის ხატი ცეცხლისგან ეხსნათ, მაგრამ ყოველივე ამაო აღმოჩნდა, ჩანდა, სასწაულთმოქმედი ხატი ცეცხლში დაიღუპა. ყველა ასე ფიქრობდა და ამ დანაკარგზე წუხდნენ.

ერთხელ მცირეწლოვანი ბავშვები იმ მთაზე იყვნენ, რომლის ძირშიაც ეკლესია დაიწვა, უცებ ისინი ხედავენ: შორს ვიღაც სხივმფენი ნათლით მოსილი ქალწული ზის ქვაზე, ბავშვებმა მისვლა ვერ გაბედეს, მაგრამ გაიქცნენ და სახლში ყველაფერი თქვეს. ამ ამბავმა ღვთისმსახურამდე მიაღწია. რადგანაც ბავშვების მიერ ნანახი მან ღვთიურ გამოცხადებად მიიჩნია, ყველა ერთად წავიდა მთაზე, როდესაც მინიშნებულ ადგილს მიაღწიეს, ქვაზე ანთებული სანთელი დაინახეს. ახლოს მისულებმა ხანძრისაგან სრულიად დაუზიანებელი ჟიროვიცის ღვთისმშობლის ხატი იპოვეს. მოძღვარმა და ჟიროვიცის გახარებულმა მოსახლეობამ ხატი წამოაბრძანეს და ადგილი მოძღვრის სახლში მიუჩინეს. ამის შემდეგ კი, ახალი ტაძრის აგება დაიწყეს. მშენებლობა მალე დასრულდა, ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე იკურთხა და სასწაულთმოქმედი ხატი მასში მოათავსეს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ლორეცის ღვთისმშობელი

$
0
0

ეს სასწაულთმოქმედი ხატი 1291 წელს იტალიაში გამოჩნდა და ლორეცის მონასტერში იმყოფება.

ლორეცის ღვთისმშობელი

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ბეძნული –ანდრონიკეს ღვთისმშობელი

$
0
0

ღვთისმშობლის ბერძნული ხატი ანდრონიკეს სახელითაა ცნობილი. უძველესი დროიდან ეს ხატი იმპერატორ ანდრონიკე III პალეოლოგის სასახლის სიწმინდედ ითვლებოდა. 1347 წელს მან ის მორეაში, მონემვასიის სავანეს შესწირა და აქ XIX ასწლეულის დამდეგამდე იმყოფებოდა. ბეძნული - ანდრონიკეს ღვთისმშობელი
1821 წელს, როცა თურქები საბერძნეთს შეესივნენ და მრავალი სოფელი გაააუდაბურეს, მათ რიცხვში მონემვასიაც მოჰყვა. მაშინ მონასტრის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა აღაპიმ მონასტრის მთელი ძვირფასეულობა მტერს შეატოვა ხელში და ანდრონიკეს ხატის გადასარჩენად მასთან ერთად ქ. პატრასში დაიმალა. სიკვდილის წინ აღაპიმ ეს სიწმინდე უანდერძა თავის ნათესავს, რუს გენერალურ კონსულს ნ. ი. ვლასოპულოს, რომლის ვაჟმა და მემკვიდრემ ა. ნ. ვლასოპულომ 1839 წელს ხატი სამეფო ოჯახისთვის ათონიდან ოდესაში გადააგზავნა, აქედან კი პეტერბურგში იმპერატორ ნიკოლოზს, პავლეს ძეს მიართვეს. 1839 წლიდან 1868 წლის 12 მაისამდე ანდრონიკეს ხატი ზამთრის სასახლეში იმყოფებოდა, ხოლო 1868 წლის 2 მაისიდან 1877 წლის 16 აპრილამდე სამების ტაძარში, რომელიც პეტერბურგის მხარეში მდებარეობს. 1877 წელს ხატი ტვერის გუბერნიაში, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში გადაიტანეს – ქალაქ ვიშნივოლოჩიკის სიახლოვეს. შვიდნახევარი არშინის სიმაღლის და ხუთნახევარი არშინის სიგანის დაფაზე ღვთისმშობელი ყრმა-ღმერთის გარეშეა გამოსახული. მარცხენა მხარეს, კისერზე, მას ჭრილობა მოუჩანს, რომლიდანაც სისხლი გადმოდის. ხატი ვერცხლის მოოქროვილი პერანგითაა შემკული, რომელიც ბრილიანტებით, მარგალიტებით და სხვადასხვაგვარი ძვირფასი ქვებითაა დამშვენებული. ხატი ვერცხლისავე მოოქროვილ ჩარჩოშია მოთავსებული, რომელსაც ვერცხლის ფირფიტაზე ამოკვეთილი ბერძნული წარწერა ამშვენებს: ” ეს პატიოსანი წმინდა ხატი მონემვასიას საჩუქრად უძღვნა კეთილმსახურმა მეფემ – ანდრონიკე პალეოლოგმა”.

ყაზანის სავანეში გადატანის შემდეგ ეს ხატი მოათავსეს სხვა ხატის შუაში. მასზედ ღირსი ეფრემ ასური და მოწამე ნეონილა არიან გამოსახულნი. სასწაულთმოქმედი ხატი იმყოფება ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის მთავარ ტაძარში, მარცხენა კლიროსთან სპეციალურად ამაღლებულ ადგილზე – მინიან კიოტში.

ბერძნული ანდრონიკეს ხატისკენ მრავალი მლოცველი მოილტვის, განსაკუთრებულად კი 8 ივლისსა და 22 ოქტომბერს, როცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღესრულება. ამის გარდა, წმ. სინოდის ნებართვით, 1 მაისს ყაზანის მონასტერში დღესასწაული და ლიტანია დადგინდა, პეტერბურგიდან ვიშნივოლჩოკის სავანეში მისი გადმობრძანების მოსახსენებლად.

ყოველი მხრიდან მოდიან მლოცველები, რწმენითა და ღვთისმოსაობით მიმართავენ მხურვალე მეოხს – დედას ღვთისას ჩვენისას და მრავალი სარწმუნოებისდა მიხედვით სულიერ და ხორციელ კურნებას იღებს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


პახრომის ღვთისმშობელი

$
0
0

ეს ხატი 1472 წელს გამოჩნდა. ძველ მატიანეში შემორჩენილია შენიშვნა, რომ ამ წელს მისგან „დიდი სასწაულის ძალით სისხლი დიოდა“.

პახრომის ღვთისმშობელი

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “მსწრაფლშემსმენელი”

$
0
0

22 ნოემბერი დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“.

მსწრაფლშემსმენელი ღვთისმშობელიბოლო წლებში ამ ხატის მიმართ განსაკუთრებით დიდი სასოება გაჩნდა სრულიად საქართველოში. სახელწოდება ხატისა “მსწრაფლშემსმენელი” თავისთავად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ამ ხატის მიმართ ლოცვისათვის განაწყობს იმ პიროვნებასა თუ ერს, რომელსაც განსაცდელი აქვს მოვლენილი, წინააღმდეგობების დაძლევა კი სწრაფად ესაჭიროება.

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. აქ ბერები ტრაპეზის დროს გაივლიან ხოლმე, ხოლო ტრაპეზარს ყველაზე ხშირად უწევს გავლა.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა “აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: “ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : “ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს “მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.

მას შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა.

ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ა.ხ სტილით 22 ნოემბერს).

1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში.

2005 წლის 12 მაისს, ათონის წმიდა მთიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის “მსწრაფლშემსმენელის” ასლი საქართველოში ჩამობრძანეს. რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს.

აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატი ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დააბრძანეს, სადაც მრავალრიცხოვანი მრევლის წინაშე პარაკლისი, სამღვდელოებასთან ერთად, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II აღავლინა.

ეს ხატი დღესაც სამების საკათედრო თაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

დავით დანელია

ლოცვა

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო “მსწაფლშემსმენელო”, მრავალ სასწაულთა მოქმედო, ათონის მთის სიწმიდეთა საუნჯეო, ყოვლადწმიდა სამების თაყვანისცემისა მასწავლელო, შევრდომით გევედრებით ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე, მეოხ გვეყავ წინაშე ერთარსისა და სამგვამოვანისა ღმრთისა ჩვენისა, რათა შუამდგომელობითა შენითა ყოვლადსახიერმან სამებამან გარდამოგვივლინოს საღმრთო მადლი უძლურთა კურნებისა და ნაკლულევანთა აღვსებისა, სასიცოცხლო ძალთაგან დაშრეტილთა და უღონო ქმნილთა, ბოროტის მანქანებათაგან მრავალ გზის კვეთებულთა და გვემულთა, მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელად” წოდებულო, ევედრე სამებასა ყოვლადწმიდასა, უცვალებელსა, გამოუკვლეველსა, ერთღმრთეებად ქებულსა, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელსა, გარეშეუწერელსა, მართლმადიდებელთა მაცხოვნებელსა, რათა შუამდგომელობითა შენითა სამებამან ერთღვთაებამან გარდამოგვივლინოს შეცნობა და სწრაფვაჲ ზეციურისა მოქალაქობისა, სინანული უღმრთოისა ცხოვრებისა, ძლევაჲ საცდურთა სიმრავლისა, ძალი და შეწევნაჲ დაცემათაგან აღდგომისა და აღმართებისა, რამეთუ უკეთუ არა მსწრაფლშემწეობა შენი, ვითარ განვერნეთ ბოლო ჟამის მოძალებულ უსჯულოებათა ნიაღვარსა შინა დანთქმისა და წალეკვისაგან.

ჰოჲ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, “მსწრაფლშემსმენელო”, ნუ უგულებელსჰყოფ ვედრებასა ჩვენსა, შენდამი აღძრულ სასოებასა, შენდამი მოლტოლვილთა აღსარებასა, არამედ შუამავალ გვექმენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, განუყოფელისა და დაუსრულებელისა, რათა მოიხილოს ჩვენზედა წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყვარებითა თვისითა, გარე წარაქციოს რისხვაჲ მარადის ჩვენზედა მომავალი და გვიხსნას ჩვენ სამართლად ჩვენზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალნეს ჩვენ, რათა ყოველგან და ყოველსა ჟამსა ვადიდებდეთ სახელსა მისსა წმიდასა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობლის ხატი “დაღრჩობისაგან დამხსნელი”

$
0
0

ხსენება – 20 (2.01) დეკემბერი

ღვთისმშობლის ხატი-დაღრჩობისაგან დამხსნელი ნოვგოროდ-სევერიდან რვა ვერსის დაშორებით, მდინარე დესნის სანაპიროზე გაშენებულ სოფელ ლენკოვოში ღვთისმშობლის ხატი „დაღრჩობისაგან დამხსნელი“ იმყოფება. იმ მთის პირდაპირ, რომელზედაც ეკლესია დგას, დესნაზე საშიში მორევია, მისი გადაცურვა მეტად ძნელია. ხშირად მასში დიდი ბარკასებიც დაღუპულან. ერთხელ აქ ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდა; როდესაც ნაოსნები ლენკოვთან გაივლიდნენ, ნაპირს მიადგებოდნენ ხოლმე და ეკლესიაში ამ ხატის წინაშე ლოცულობდნენ, რათა დაღრჩობისაგან დამხსნელს ეხსნა ისინი. შემდეგ კენჭს იყრიდნენ, თუ ვის მოუწევდა ბარკასზე მესაჭეობა. ხატის გამოჩინების შემდეგ უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირდა.

„ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ლოცვა

მიმართავენ ისინი, ვინც წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებულნი

შუამდგომელო მხურვალეო, დედაო ღუთისა მაღლისაო, შენ ხარ შემწე და მეოხ ყოველთა ქრისტეანეთა, რომელნი ჭირსა შინა შთავრდომილ არიან. გარდამოიხილე მაღლით ჩუენზედა, რომელნი სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა. გევედრებით, გარდამოუვლინე, მსწრაფლშეწევნაჲ შენი ყოველთა, რომელნი ზღუასა შინა იჭირვიან. ცხოვნებაჲ მიჰმადლე მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ყოველთა, რომელნი წყალსა შინა რღუნით მოსწყდებიან და ყოველთა მლოცუელთა ხსნისა მათისათვის მიანიჭე უხუებაჲ წყალობისა შენისა. რომელნი ხატსა შენსა შევრდომილნი, შენდა ვითარცა მწყალობელისა ჩუენისა მომართ შევსწირავთ ლმობიერთა გალობათა ჩუენთა: არა არს ჩუენდა მწე, არცა შუამდგომელ, არცა ნუგეშინისმცემელ თვინიერ შენსა, ჰოი, დედაო ყოველთა მწუხარეთა და მოგზაურობასა შინა მყოფთაო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი და ყოველსა სასოებასა დავსდებთ შენ ზედა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი

$
0
0

1981 წელს ათონის წმიდა მთაზე შეიქმნა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი, რომელსაც წილად ხვდა გამხდარიყო ერთ-ერთი უდიდებულესი მოწმობა XX საუკუნის ადამიანებისადმი ღმრთის დედის გამოუთქმელი წყალობისა. საკვირველთმოქმედი ხატის ისტორია დაკავშირებული ესპანური წარმოშობის ჩილელის, იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესის ცხოვრებისეულ ხვედრთან.

იოსების მშობლები იყვნენ მგზნებარე კათოლიკები. როგორც თავად იოსები მოგვითხრობს, ბავშვობაში ზურგზე მოკიდებული ჩანთით შევიდა მართლმადიდებლურ ტაძარში და იმ დროიდან მისი გული იქ იმყოფებოდა. მონრეალის ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი მართლმადიდებლობა მან თოთხმეტი წლის ასაკში მიიღო. ოჯახი გაგებით შეხვდა იოსების არჩევანს. იგი იყო ხატმწერი და ასწავლიდა ხელოვნების ისტორიას მონრეალის უნივერსიტეტში. 1982 წლის შემოდგომაზე იოსები მეგობრებთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა, რადგან დიდი სურვილი ჰქონდა მოენახულებინა ხატწერის მდიდარი ტრადიციებით განთქმული წმინდა დანიელის სკიტი. სკიტისაკენ მიმავალთ გზა აებნათ და შემოაღამდათ. ბილიკმა ისინი სხვა, ქრისტეს შობის სახელობის ღარიბულ სკიტში მიიყვანა, სადაც თოთხმეტი ხატმწერი ბერი მოღვაწეობდა. მათ სიხარულით მიიღეს სტუმრები და გულითადად გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მიიწვიეს ხატწერის სახელოსნოში.

იოსებ (ხოსე) მუნიოს კორტესი

„აქ მე ვიხილე ღმრთისმშობლის ხატის ასლი, – იხსენებს იოსები. – ვერასოდეს გადმოვცემ სიტყვებით, თუ რა განცივადე იმ წუთას, უთუოდ მკერდში გული გადამიბრუნდა. ძლიერ მივეჯაჭვე ხატს, არ მინდოდა მასთან განშორება. ვთხოვე ბერებს, მოეყიდათ, მაგრამ უარი მითხრეს, ეს ხატი მათი ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი აღმოჩნდა და არ შეეძლოთ მისი გაყიდვა. მე მაინც დიდხანს, ძლიერ დიდხანს და დაჟინებით ვთხოვდი, ვევედრებოდი. ბერებმა მითხრეს, შეგვიძლია ამ ხატის ასლი გადმოვიღოთ და გამოგიგზავნოთო, მაგრამ მე უარი ვუთხარი – სხვა არ მინდოდა, სწორედ ამ ხატის მიმართ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს. ბოლოს შევწყვიტე მუდარა, დავმორჩილდი ბედს.

ღამით სკიტში დავრჩი ლიტურღიაზე დასასწრებად. „ღირს არს“-ის გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღმრთისმშობელს: „მე უკვე ყველაფერი ვიღონე, რისი გაკეთებაც ადამიანურად შემეძლო: მე მათ შევთავაზე ფული, ხვეწნით თავი მოვაბეზრე იღუმენს… ღმრთისმშობელო, წამოდი ჩემთან ამერიკაში, ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს უშენოდ!“ ლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი, იმედი მომეცა, რომ ყოვლადწმიდა ქალწული ჩვენთან ერთად წამოვიდოდა.

დილით, საუზმის შემდეგ ყველას გამოვემშვიდობეთ, იღუმენი კი არსად ჩანდა. და აი მონასტრიდან წამოსვლის უკანასკნელ წუთს დავინახეთ, რომ იგი სწრაფად ეშვებოდა კიბეზე ქაღალდში გახვეული ხატით ხელში. „ღმრთისმშობელს ჰნებავს, თქვენთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში“, – მითხრა მან და ხატი გამომიწოდა. იღუმენს, მამა კლიმენტის, ფული შევთავაზე, მაგრამ მან მტკიცე უარი განმიცხადა: „ასეთი სიწმინდე ფულით არ იყიდება“. მინდოდა რაიმეთი გამომეხატა მადლიერება, ფული შემეწირა სკიტისათვის, იგი ხომ ძალზე ღარიბი იყო, მაგრამ წინამძღვარი შეუვალი დარჩა.

ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ვიგრძენი, რომ უჩვეულო რამ მოხდა. პირჯვარი გადავიწერე, ვემთხვიე ხატს და ჩემს თავს აღთქმა მივეცი, რომ ეს ხატი არასოდეს გახდებოდა გამდიდრების წყარო. ძლიერი შინაგანი ხმის კარნახით პირდაპირ ივერთა მონასტერში გავემართეთ. აქ ნება მოგვცეს, ნაჩუქარი ხატი ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პირველსახეზე მიდებით გვეკურთხა. ხატი იმდენად დიდებული და ლამაზი იყო, ისეთ სულიერ ძალას აფრქვევდა, რომ ძნელი იყო მისთვის დიდხანს გეცქირა.

მონრეალში დავბრუნდით 1982 წლის 3 ნოემბერს. ხატი კიევის მღვიმეთა ლავრის ზოგიერთი წმიდანისა და რუსეთის ახალმოწამეების ელისაბედისა და ბარბარეს წმიდა ნაწილებს შორის დავაბრძანე. ხატთან ენთო უქრობი კანდელი. სამი კვირის განმავლობაში, ძილის წინ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ვუკითხავდი დაუჯდომელს.

24 ნოემბერს ღამის სამ საათზე გამომაღვიძა ძლიერმა კეთილსურნელებამ. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მას გამოსცემდა წმიდა ნაწილები ან სუნამოს დაქცეული ფლაკონი. მაგრამ როდესაც მივუახლოვდი ხატს, დავინახე, რომ ხდებოდა რაღაც განსაკუთრებული, დიდი სასწაული – ხატი მთლიანად დაცვარული იყო კეთილსრუნელოვანი მირონით…“

მცირე ხნის შემდეგ ხატი გადაიტანეს ტაძარში და დაასვენეს ტრაპეზზე. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან ნაკადულივით მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ხატიდან მირონის დენა გარდა დიდი მარხვის ვნების შვიდეულის დღეებისა. ბზობის კვირას ხატი თითქოსდა შრებოდა და კვლავ განაახლებდა მირონის დენას დიდ შაბათს, აღდგომის – მართლმადიდებელი ერის დიდი დღესასწაულის კარიბჭესთან. მირონი მოწვეთავდა მუდამ ერთი და იგივე ადგილიდან: ღმრთისმშობლისა და მაცხოვრის ხელებიდან და ყოვლადწმინდა ქალწულის მარჯვენა მხარზე გამოსახული ვარსკვლავიდან; ხშირად მირონს გამოჰყოფდა ხატის ჩარჩოც, თუმცა იგი შედარებით ახალი დამზადებული იყო. ერთხელ ხარების დღესასწაულზე მირონი წამოვიდა ხატის დამცველი შუშის გარეთა ზედაპირიდან: მასზე იწყეს გაჩენა ცვარის მსგავსი მირონის უმცირესმა წვეთებმა, ისე რომ ღმრთისმშობლის გამოსახულება თითქმის აღარ ჩანდა. ხატის უკანა მხარე მუდამ მშრალი რჩებოდა.

ივერიის მირონმდინარე ხატი ღმრთის დედის უძვირფასესი წყალობა იყო, მონიჭებული ჩვენ, უძლურთა, რწმენაში განსამტკიცებლად, სანუგეშოდ და გასახარად. მისგან აღსრულებულმა უთვალავმა სასწაულმა დასავლეთში ბევრი დააფიქრა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაზე. მრავალი კათოლიკე და პროტესტანტი მოკრძალებით მოდიოდა, რათა თაყვანი ეცა საკვირველთმოქმედი ხატისათვის. ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ხატიდან მირონის ასეთი ხანგრძლივი დენა.

მთელს ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ფოტოები მასზე მიმაგრებული ბამბის ნაჭრებით, რომლებიც მკურნალი კეთილსურნელოვანი მირონით არის გაჟღენთილი. მაგრამ ყველაზე საკვირველი ის არის, რომ ხატის ზოგიერთი ფოტოდანაც ასევე მოედინება მირონი. ეს ხდება ყველგან – ამერიკაშიც და ევროპაშიც.

„დიდი ხანი დაბნეული ვიყავი, – ამბობდა იოსები, – მე ხომ ერთ-ერთი უძლური და უკანასკნელი ვარ მართლმადიდებელ ეკლესიაში, თუმცა უფლის ძალა ხშირად ყველაზე უსუსურში მჟღავნდება ხოლმე. ერთხელ უკვე მომიწოდა ღმერთმა ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ, მომაქცია. ახლა კი თავისი უდიდესი წყალობით მეორედ ამირჩია. უფალმა მომცა ეს მადლი, რომ თავი ვიგრძნო არარაობად; ყოველდღიურად თანდათან ძლიერდება ამის შეგრძნება ჩემში. „რატომ მაინცდამაინც შენ აგირჩია ღმერთმა?“ – მეკითხებიან; ვპასუხობ: მე ყოველთვის ვლოცულობდი ყოვლადწმიდა ქალწულის მიმართ, არასოდეს მითხოვია მისგან სასწაულები, არასოდეს შევვედრებივარ მას, რომ რაიმე ნიშნით დაემტკიცებინა ჩემთვის თავისი არსებობა. მე მწამს ღმრთისმშობლისა, თაყვანს ვცემ უფლის დედას. ასე მასწავლიდა დედა, სიყრმიდანვე მან შემაყვარა ღმრთისმშობელი. მრწამს, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავის მადლსა და ძალას ამჟღავნებს იქ, სადაც თვითონ სურს, მიდის იქ, სადაც თვითონ ნებავს და მიდის მაშინ, როცა თვითონ სურს“.

იოსებ მუნიოსი თავის მოწამეობრივ აღსასრულამდე ივერიის ღმრთისმშობლის ხატის უცვლელი მცველი იყო. 15 წლის მანძილზე იგი მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა წმიდა ხატთან ერთად, რომლისაგან მრავალი სასწაული და საკვირველი კურნება აღესრულებოდა. ხატის ძალით ბევრი უღმერთო თუ არამართლმადიდებელი ადამიანი მოიქცეოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მირონმდინარე ხატის დიდება სულ უფრო განითქმებოდა დედამიწაზე.

თავდადებული და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ღმრთისმშობელმა იოსები მოწამეობრივი გვირგვინის მიღების ღირსი გახადა. 1997 წლის 30 ოქტომბერს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში იგი ტანჯვა-წამებით მოკლეს ღმერთის მოძულე ადამიანებმა, ხოლო საკვირველთმოქმედი ხატი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. იოსებ მინიოსის ცხედარი 10 ნოემბერს მონრეალში გადაასვენეს და როდესაც მეგობრებმა გახსნეს ლუსკუმა, მას გახრწნის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. იგი დაკრძალეს ჯორდანვილში, წმიდა სამების მონასტრის სასაფლაოზე. მაგრამ ბოროტი სული ამითაც არ დაკმაყოფილდა: სულ მალე, 1998 წლის იანვარში დაწვეს მონრეალის მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც ესვენა ხოლმე ივერიის ღმრთისმშობლის მირონმდინარე ხატი.

„ივერიის ღმრთისმშობლის ხატი“, თბილისი, 1999 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge

იაკობშტადსკის ღვთისმშობელი

$
0
0

დასახლებას, რომელსაც რუსკაია სლობოდა ერქვა, გერმანელებმა გოლმგოფი უწოდეს, ხოლო შემდეგ კურლანდიის ჰერცოგმა იაკობმა მას იაკობშტადტი დაარქვა. იაკობშტადსკის  ღვთისმშობელი
ალექსი მიხეილის ძის მეფობისას რამდენიმე შევიწროებული მართლამდიდებელი ოჯახი ლიტვიდან იაკობშტატდში გაიქცა და აქ 1673 წელს სულთმოფინების დღესასწაულის სახელზე ეკლესია დააარსეს, მასთან კი – მამათა მონასტერი.

უძველესი დროიდან ეს ეკლესია ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატით იყო განთქმული, რომელიც მრავალ მომლოცველს – მართლმადიდებელსა თუ სხვა აღმსარებლობის ადამიანს იზიდავდა. 1878 წელს იაკობშტადტი ხანძარმა მოიცვა. ცეცხლი სულიწმინდის და ნიკოლსკის ეკლესიებს ემუქრებოდა. როდესაც იაკობშტადტის ხატი ქალაქის გარშემო ლიტანიით შემოატარეს, უცებ ქარმა მეორე მხრიდან დაუბერა და ეკლესიები გადარჩა. სამი წლის შემდეგ ხანძარმა ეკლესიის წინამძღვრის სახლი გაანადგურა, ნიკოლსკის ეკლესიაც დაზიანდა, ხოლო სულიწმინდის ტაძარი, რომელიც იქვე დგას – კვლავ გადარჩა. ღვთისმოსავმა ადამიანებმა ეს ტაძარი მისი სიწმინდეებითურთ განაახლეს, სამიოდე თვის შემდეგ ბოროტმოქმედის ხელით მოწყობილმა აფეთქებამ ტაძრის გუმბათი ჩამოანგრია და ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დააზიანა. მთავარი სიწმინდეების გამოტანა ძლივს მოასწრეს. ტაძარი საძირკვლამდე დაიწვა, მაგრამ ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის ხატები უვნებლად გადარჩა. ამჟამად კვლავ შესანიშნავი ტაძარია აგებული და ყველა ისწრაფის, რომ თაყვანი სცეს მადლმოსილ სიწმინდეს.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

რჟავის ღვთისმშობელი

$
0
0

რჟავის ღვთისმშობელი რჟავის სასწაულთმოქმედი ხატი რჟავში (ირჟავცში), პოლტავის გუბერნიაში იმყოფება.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი ხობიდან (X ს.)

$
0
0

ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი ხობიდან (X ს.) ქრისტიანულ ტრადიციაში სავედრებელი ხატების ძვირფასი ლითონით შემკობას მეტად ფართო და ღრმა სიმბოლური საზრისი აქვს. წმინდანთა გამოსახულების ძვირფასი ლითონით შემოსვა დასაბამს იღებს მოგვთა თაყვანისცემის სახარებისეული ნარატივიდან. მოგვებმა ჩვილ იესოს თაყვანისცემის ნიშნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო-ვერცხლი ღვთაებრივი ძალის მატარებლად მიიჩნეოდა და ამიტომ ხატის სასწაულოქმედი ძალა ძვირფას ლითონთა არსშიც იყო ჩადებული. აქედან, ქრისტიანულ ღმრთისმსახურებაში ფართოდ გავრცელდა სავედრებელი ხატების ძვირფასი ლითონით შემკობის ტრადიცია.
ჭედურშესამოსლიან ხატებს შორის ერთ-ერთი უძველესია X საუკუნით დათარიღებული ლეონ მეფის ღვთისმშობლის სავედრებელი ხატი. ხატის ცენტრალური არე ღვთისმშობლის ფერწერულ გამოსახულებას უჭირავს. მარჯვნივ დახრილი თავი ერთდროულად სევდასა და სისადავეს გამოხატავს. ხატის გარშემო არე ოთხივე მხრიდან მცენარეულ გირლანდაში ჩართული წმინდა სახეთა მედალიონებითაა მოჩარჩოებული. ხატის ჭედური არშია ვედრების თემას ეძღვნება და ხსნის იდეასთანაა დაკავშირებული. ღვთისმშობელი წარმოდგენილია ვედრების პოზაში, მისი ვედრება მიმართულია მაცხოვისკენ, რომელიც გამოსახული იყო ხატის მარჯვენა კუთხეში. მარხცხენაში კი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები არიან წარმოდგენილნი. ეს გამოსახულებები შესრულებული იყო ტიხრული მინანქრით. დღეისათვის ისინი ღვთისმშობლის დიადემასთან ერთად დაკარგულია. ხატი ძლიერ დაზიანებულია. დაკარგულია ასევე ღვთისმშობლის ფერწერული სახე. მისი აღდგენა-რესტავრაცია XIX საუკუნეში მოხდა. ამავე პერიოდს ეკუთვნის ხატის ორნამენტული ჩარჩოს რესტავრირება.

X საუკუნეში შექმნილი ეს ხატი ხობიდან მეფის სულის მოსახსენიებელი წარწერით მმართველთა ხსენების უადრესი შემორჩენილი მაგალითია. ღვთისმშობლის ფიგურის ქვედა მხარეს ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა მოთავსებული: „ქ., ყოვლად წმიდაო ღმრთის მშობელო, მეოხ ეყავნ წინაშე ქრისტესა სულსა ლეონ მეფისა“. წარწერიდან ირკვევა, რომ ღვთისმშობლის ეს ხატი მეფის სულის მოსახსენიებლად შეუქმნიათ. ხატი შექმნილია ლეონ მეფის გარდაცვალების შემდეგ. იგი გვიანი X საუკუნითაა დათარიღებული. ხატი ამჟამად დაცულია სქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

ხატი -ლოცვის საგანი, შუამავალი მლოცველსა და ზეციურ სამყაროს შორის, ღვთიურ სამყაროსთან მიახლების საშუალება, განსაკუთრებლ დატვირთვას იღებს, რომელიც ხშირად მისი შესრულების ტექნიკაზე აისახება.

მოამზადა ლია სერგიამ

გამოყენებული ლიტერატურა:

1. მაჩაბელი, კიტი. 2000. „ქართული ჭედური ხატების ზოგიერთი ასპექტი.“ სამეცნიერო შრომების კრებული, 118-131.
2. ჭიჭონაძე, ნინო. 2014 წელი. ხატი: კულტი და ხელოვენება. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
3. სტატია ლინკიდან: http://www.abculture.ge/index.php?do=full&id=881. ნახვის დრო: 2016 წლის 7 მარტი,.


ჰერონტისას ღვთისმშობელი

$
0
0

ათონზე პანტოკრატორის სავანეში იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატი ჰერონტისა. ერთ ღვთისმოსავ ბერს, ამ სავანის იღუმენს, სიკვდილის დღე წინასწარ ეუწყა და რადგან სურდა, რომ გარდაცვალებამდე წმიდა ზიარების მიღება მოესწრო, მორიგე მღვდელს სთხოვა, ლიტურგია დაეჩქარებინა, მაგრამ მან ყურად არ იღო.

ჰერონტისას ღვთისმშობელი

მაშინ სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომელიც საკურთხეველში იდგა, მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც უბრძანებდა, რომ თავისი იღუმენის სურვილი აღესრულებინა. მეორეჯერ ამ ხატის წინაშე იღუმენის ლოცვის შედეგად მონასტრის ცარიელ ჭურჭლებში ზეთი განსაცვიფრებლად გამრავლდა.

ხატზე ღვთისმშობელი მთელი სიმაღლითაა გამოსახული. ხატი ვერცხლის პერანგითაა შემოსილი, რომელზედაც მის მიერ აღსრულებული სასწაულს მოსახსენებლად ზეთის ჭურჭელია დამაგრებული.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ლუბეჩისა ლუბეჩში –ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

ჩერნიგოვის ეპარქიის ლუბეჩის მხარეში, აღდგომის ეკლესიაში იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც უძველესი დროიდან მრავალი სასწაულით განდიდდა. ამის შესახებ წმინდა დიმიტრი როსტოველიც მოგვითხრობს.

ეს ხატი 1701 წელს კიევში განაახლეს, აქედან ლუბეჩში ჩააბრძანეს და ქრისტეს აღდგომის ახლადაგებულ ტაძარში მოათავსეს. იმ დროიდან 200 წლის განმავლობაში ხატი იმავე აღდგომის, ამჟამად უკვე – სამრევლო ეკლესიაში იმყოფება.

ლუბეჩისა ლუბეჩში - ღვთისმშობლის ხატი

კიევში, სოფიის ტაძარში არის მისი ზუსტი ასლი, რომლის კიოტი გენერალ-მაიორ მილორადოვიჩის შემოწირულია, მისი მეუღლე იყო სოფიო სიმეონის ასული, ქალიშვილობის გვარით – პოლუბოტოკი, რომელიც 1743 წელს გარდაიცვალა. ხატის ვერცხლის შესამოსელი 20 ფუნტს იწონის და 1784 წელს, ლუბეჩის მოსახლეობის მონდომებით, მეტად მაღალმხატვრულადაა შესრულებული. მლოცველთა დიდი სიმრავლე მოისწრაფის ლუბეჩში ხატის თაყვანისსაცემად და სარწმუნოებისამებრ ყველა კურნებას იღებს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ნუგეში ანუ მანუგეშებელი –ვატოპედის ღვთისმშობელი

$
0
0

ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი- თეოდოს დიდის ძე. ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა, ყველა საშინელებას ელოდა და მალევე ჩათვალეს რომ უფლისწული დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია იმ ადგილს, სადაც ახლა ვატოპების მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ, სადაც ჩრდილში ერთიანად სველი მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონ მოჰყვა სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ვატოპედი – „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსმა სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს.

ნუგეში ანუ მანუგეშებელი - ვატოპედის ღვთისმშობელი

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან, კედლის ნიშშია. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა კი სავსეა სიმკაცრით. ამ ხატზე შემოგვრჩა გადმოცემა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, მათ განზრახული ჰქონდათ, გამთენიისას, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები ნაპირზე საღამოს გადმოვიდნენ და გათენებამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალნენ.

მეორე დღეს, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის თავიანთ სენაკებში დაბრუნდნენ, წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა, უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. შემკრთალმა იღუმენმა სასწაული იხილა: ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც მის მკლავდებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი ღვთაებრივი დედის სახეს ააფარა, სახე მისკენ მიაბრუნა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო,ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯონ“. მაგრამ ღვთისმშობელმა სახე მარჯვნივ შეაბრუნა და კვლავ წარმოსთქვა სიტყვები: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“.

ამ ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა შეკრიბა საძმო და უამბო მომხდარი, ყველამ განცვიფრებით შენიშნა რომ ყოვლადწმინდისა და უფლის სახე და მთლიანად ხატის დაწერილობა შეცვლილი იყო. მათ განადიდეს ღვთისშობლის მფარველობა, ისწრაფეს მონასტრის გალავნისკენ და აიცდინეს ყაჩაღების თავდასხმა.

სწორედ ამ ამბის შემდეგ ეწოდება ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ნუგეში ანუ მანუგეშებელი. ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმ მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო გამოცხადების შემდეგ; ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს ააცილოს იგი თავის ბაგეს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თვისი რჩეული.

ამის შემდეგ ხატის წინ ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ბორის-დაღუპულთა მომძიებელი ღვთისმშობელი

$
0
0

ბორში ყველას იზიდავს ზეციური დედოფლის სასწაულთმოქმედი ხატი-დაღუპულთა მომძიებელი. ამ ხატზე ძველი წერილობითი მოწმობა არ შემორჩენილა, მის შესახებ მხოლოდ გადმოცემით ვიცით.

XVIII ს-ს შუა წლებში, ს.ბორში ღვთისმოსავი გლეხი ფედოტი ალექსეევ-ობუხოვი ცხოვრობდა, რომელსაც, როგორც შეეძლო ისე შეეწეოდა მშობლიურ ეკლესიას. ნათლისღების დღეს, ქ. ბოლხოვიდან მომავალს ქარიშხალი და ქარბუქი წამოეწია, ამას თან ყინვაც დაერთო. ობუხოვი სიცივისგან იყინებოდა, ცხენი გამოუშვა, თვითონ კი შეიფუთნა, მარხილში ჩაწვა და დაძინება სცადა. ამ საშინელ წუთებში მან შემწედ ღვთისმშობელს უხმო და აღუთქვა, რომ დაწერდა ხატს, დაღუპულთა მომძიებელს. ღვთისმშობელმა მისი ლოცვა შეისმინა, მეზობელ სოფელში ერთმა გლეხმა ხმა გაიგონა: „მიიღეთ“, გარეთ გავიდა და მარხილში ნახევრად გაყინული ფედოტი ალექსეევი ნახა. ვინ და როგორ მიიყვანა იგი საიდუმლოდ დარჩა. გამოჯანმრთელებისთანავე ობუხოვმა ხატმწერს შეუკვეთა დაეწერა ხატი დაღუპულთა მომძიებელი. ობუხოვმა ხატი ჯერ სახლში მიაბრძანა, შემდეგ კი საკუთარი ხელით გადაიტანა მშობლიურ ტაძარში. ამის შემდეგ ბორის ხატი სასწაულებითა განდიდდა.

ბორის-დაღუპულთა მომძიებელი ღვთისმშობელი

ხატის ზემო ნაწილზე ღვთისგანცხადებაა გამოსახული, ზეციური მეუფე ქვეყნიერებათა ცოდვების ტვირთის ქვეშ მოხრილი, ნათლისმცემლის ხელის წინაშე მორჩილებით თავდახრილი დგას იორდანეს წყალში და როგორც ადამიანი, ისე ნათლდება. მის თავთან მტრედის სახით გამოსახულია სულიწმინდა, იგი ძე ღვთისას თავზე აფენს სხივებს, რომლებზეც ამოკვეთილია მამა ღმერთის სიტყვები: „ ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ.“

მაცხოვრის მარცხნივ გამოსახულ ანგელოზებს მისი სამოსელი უპყრიათ. მარცხნივ იოანე ნათლისმცემელია, რომელსაც ხელთ უპყრია ქარტია წარწერით: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.“

ხატის ქვემო ნაწილზე დედა ღვთისმშობელია გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა და მისკენ თავი აქვს დახრილი, უფალი ფეხზე დგას, ის ეხვევა და ეალერსება ყოვლადწმინდა დედას და მისი სახით ყველა მასზე მინდობილ სულს.

როცა ამ ხატს ვუმზერთ, გვეჩვენება, თითქოს ღვთისმშობლის დედობრივი მზერა მიპყრობილია თითოეული მლოცველისკენ და მზადაა მიტევების ნიშნად ყველას აღუსრულოს სათხოვარი. სიხარულის წუთებში ვუგალობთ მას: „გიხაროდენ, სიხარულო ჩვენო“, ხოლო უმძიმესი მწუხარების დროს: „არ არს ნუგეში ჩვენდა გარეშე შენსა, ყოვლადწმინდაო“.

ხატის ვერცხლის მოოქროვილი სამოსელი 1 ფუტზე მეტს იწონის და იგი ძველი ხის ეკლესიიდან ქვის ტაძარში 1780 წელს გადაიტანეს.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ტერებინის ღვთისმშობელი

$
0
0

14.05

სასწაულთმოქმედი ხატი ტვერის ეპარქიის ტერებინის უდაბნოს მამათა მონასტერში იმყოფება, – მდინარე მოლოგის სანაპიროზე.

ეს სავანე დაარსდა 1492 წელს, ხოლო 1654 წელს ხალხი ცდილობდა გამძვინვარებული ჭირისგან თავი დაეღწია, ამიტომ ლოცვას აღავლენდა წმინდა ნიკოლოზის ხატის წინაშე, რომელიც იმავე უდაბნოში იმყოფება, სადაც ტერებინის სასწაულთმოქმედი ხატია. მის შესახებ დაწვრილებითი ცნობები არ არსებობს.

ტერებინის ღვთისმშობელი

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

Viewing all 131 articles
Browse latest View live