Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 131 articles
Browse latest View live

მოალერსე –კორსუნისა –სუზდალში

$
0
0

სუზდალში მაცხოვრის სახელობის ექვთიმეს მონასტერში – ვლადიმირის ეპარქიაში იმყოფება მადლმოსილი ხატი – მოალერსე, რომელიც თავისი სასწაულებით მორწმუნეებს იზიდავს. მას ძვირფასი ქვებით და დიდი ზომის მარგალიტებით მოჭედილი სუფთა ოქროს პერანგი ამკობს. ხატი მოთავსებულია პატარა კიოტში, რომლის კიდეებს ვერცხლის მოოქროვილ დაფებზე გამოსახული საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებისა და მახარებელთა ხატები ამშვენებს.

მოალერსე - კორსუნისა - სუზდალში

ის ჩაბრძანებულია მეორე დიდ კიოტში, რომელიც ასევე მოოქროვილი მოჭედილობითაა დამშვენებული. გაურკვეველია, როდის და სად გაკეთდა პირველი კიოტი, მაგრამ ჩანს, რომ მეტად ძველია, რადგან მასზედ მარკოზი – არწივით, ხოლო იოანე ღვთისმეტყველი ლომთან ერთადაა გამოსახული. ეს კი პატრიარქ ნიკონის დროისთვისაა დამახასიათებელი. მეორე კიოტზე არის წარწერა: “7098 (1590) წელი მოწყალებითა უფლისა ჩვენისა და დედისა მისისა ყოვლადწმიდისა მარიამისათა, მისი სასწაულმოქმედი ხატისთვის შეიქმნა ეს კიოტი, დემიდ ივანეს ძე ჩერემისინოვის ბრძანებით”. ხატი, მონასტრის მთავარი ტაძრის შესასვლელში, მარჯვნივაა მოთავსებული.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.


კორსუნისა –უსმანში –ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

კორსუნისა - უსმანში - ღვთისმშობლის ხატი ტამბოვის გუბერნიის ქალაქ უსმანის ღვთისგანცხადების ტაძარში 1845 წლიდან კორსუნის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებითაა განდიდებული. ამ წელს ღვთაებრივი გულმოწყალება გარდამოევლინა ერთ უბედურ ქალს, რომელიც მანამდე შვილებს მკვდრად შობდა. ამ ხატს განსაკუთრებულად მიმართავენ დედები, რომლებიც მისგან მშვიდობიან მშობიარობას და შვილების ჯანმრთელობას ითხოვენ.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

კორსუნისა ნეჟინში –ღვთისმშობლის ხატი

$
0
0

კორსუნისა - უსმანში - ღვთისმშობლის ხატი ჩერნიგოვის გუბერნიაში, ნეჟინში, ხარების მონასტერში კორსუნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი იმყოფება. ის დაწერა კიევის მიტროპოლიტმა რაფაელ ზობოროვსკიმ, როცა ჯერ კიდევ ფსკოვის ეპისკოპოსი იყო (1725-1731). ეს ხატი აღსავლის კარს ზემოთ იყო მოთავსებული და ძირს კიევ-პეჩორის ხატის მსგავსად ეშვებოდა, ამჟამად კი აღსავლის კარის წინ ანალოგიაზეა დაბრძანებული. ამ ხატის წინაშე შაბათობით დაუჯდომელი იკითხება.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისადმი “ძუძუსმაწოვებელი”

$
0
0

ევედრებიან მეძუძური და მშობიარე დედები

ტროპარი: ნებითა მამისაითა სულისაგან წმიდისა უთესლოდ მუცლად იღე ძე ღმრთისა, მამისაგან უდედოდ შობილი საუკუნეთაგან, ჩვენთვის უმამოდ განხორციელებული შენ მიერ. ხორცითა შევ და რძესა აწოებდი ყრმასა მას ეგრეცა დაუცადებლად ევედრე, ძუძუსმაწოვებელი ღვთისმშობელი რაითა ყოველთაგან ჭირთა იხსნნეს სულნი ჩუენნი.

ლოცვა

შეიწირე, დედოფალო ღვთისმშობელო, სულთქმით ვედრებაი ესე შენდა მილტოლვილთა მონათა შენთაგან. ვჭვრეტ რაი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, ვითარ ხელთა გიპყრიეს და რძესა აწოებ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, უფალსა იესუ ქრისტესა. ვითარ უვნებელად შევ იგი, დაღაცათუ დედობრივნი სალმობანი იტვირთენ და ძეთა და ასულთა შენთა უძლურებასა ხედევდ. ეგრეცა მხურვალებითა შეუვრდებით აღმადგინებელსა ხატსა შენსა და ამბორისყოფითა ტკბილითა გევედრებით შენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო: რომელნი დაშჯილ ვართ, რაითა სალმობითა ვშუნეთ და მწუხარებითა ვზარდნეთ შვილნი ჩუენნი, – ცოდვილნი ესე მოწყალედ შემივედრენ და თანალმობითა შეიწყნარენ ყრმანი ჩუენნი და მშობელნი მათნი მწარისაგან წყლულისა იხსენ, მიეც მათ სიმრთელეი, რაითა კეთილად გამოზრდილნი განძლიერდნენ ხორცითა და მაწოებელნი მათნი სიხარულითა და ნუგეშინისცემითა შენითა პირითა ყრმათა და ჩვილთა მწოვართაითა დაამტკიცოს უფალმან დიდებაი თვისი. ჰოი, დედაო ძისა ღვთისაო მოწყალე იქმენ ძეთა ზედა კაცთასა და უძლურებათა ზედა ერისა შენისათა. დავრდომილნი მსწრაფლ აღადგინენ, ჩუენ ზედა მოწევნული მწუხარებაი და ჭმუნვაი აღხოცე და ნუ უგულებელს-ჰყოფ ცრემლთა და სულთქმათა ჩუენთა. ისმინე ხმაი მწუხარეთა მონათა შენთა, რომელნი წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ და დღესა ამას სიხარულისა და განტევებისა მათისასა შეიწირე სამადლობელი დიდებაი ესე გულთაგან ჩუენთა. აღამაღლე ლოცვაი ჩუენი წინაშე საყდრისა ძისა შენისასა, რაითა მოწყალე იქმნეს ცოდუათა და უძლურებათა ჩუენთა ზედა, განამრავლენ წყალობანი შენნი ყოველთა მხმობთა სახელისა მიმართ შენისა, რაითა ჩუენცა და შვილნი ჩუენნი გადიდებდენ შენ მოწყალესა მეოხსა და სასოსა ერისა ჩუენისასა, საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ.

ილორის წმინდა გიორგის ხატი

$
0
0

ილორის წმ. გიორგი აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, “ზღვის კიდეზედ… არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა… უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული”.

ილორის წმ გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა:

,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი”.

,,ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე მთავარეპისკოპოზი გიორგი”.

წარწერის ფრაგმენტი: ,,ქ. წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე…”

,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე”.

,,წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა მღვდელი; წმიდაო გიორგი მფარველ მექმენ დიდსა ამას დღესა”.
მეექვსე წარწერა, რომელიც ასევე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა ამოკვეთილი, სამსტრიქონიანია, თუმცა არ იკითხება.

საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ერთი და იგივე პირი ჩანს ამ წარწერების ამომკვეთიც.

ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიას წმ. გიორგის ხატი წარმოადგენდა. ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსელში წმინდა გიორგი, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორ¬გის ხატის შეწირვის ამბავს.

წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან ოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-1582 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა – წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წყარო: ბეჟან ხორავა, ილორის წმ. გიორგის ეკლესია

ლოცვა ღვთისმშობლის ივერიისად (ქართულად) წოდებული ხატისადმი

$
0
0

ევედრებიან ჭირის, ჟამიანობის დროის, სიბრმავის და სიყრუის განსაკურნებლად

ტროპარი

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმინდაო დედუფალო ღვთისმშობელო, მჭვრეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხუევიან. ღვთისმშობლის ქართული ხატი და ჩუენცა, თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსვლისაგან მტერთასა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ჩუენსა იესოს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქეობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

ლოცვა 1

მიიღე, ყოვლად-კეთილ-მოღვაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო, პატიოსანი ძღუენი ჩუენ უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი წარდგომილნი წინაშე ყოვლადწმინდისა ხატისა შენისა, გალობითა ლმობიერითა გადიდებთ შენ, ვითარცა შემსმენელსა ჩუენსა, ისმინე ვედრებაიცა ჩუენი და სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღუსრულე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუმსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმინდენ, ყრმანი შეიწყალნენ, უნაყოფოთაგან უნაყოფობაი მათი დაჰხსენ, ეგრევე, დედუფალო, საპყრობილეთა და საკვრელთაგან განმათავისუფლენ, ყოველთა ვნებათა ჩუენთაგან აღმადგინენ, სნეულებანი თვალთანი განკურნრნ და მაცხოვნენ ჩუენ სიკუდილშემოსილისაგან წყლულებისა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს მეოხებისა შენისათვის წინაშე ძისა შენისა, ქრისტესა ღვთისა ჩუენისასა: ჰოი, ჰოვლადსაგალობელო დედაო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, ნუ დააცადებ ლოცვასა შენსა ჩუენ უღირსთა მონათა შენთათვის, რომელნი გადიდებთ და პატივს გცემთ შენ და თაყუანის-ვცემთ ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა და სარწმუნოებაი გუაქუს უმეტესი და შეუორგულებელი შენდა მომართ მარადის ქალწულისა, უფროისად დიდებულისა და ყოვლადუხრწნელისა მომართ, მადიდებელთა, პატივისმცემელთა და მგალობელთა ამათ შენთა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა 2

შენდა შევრდომილნი გიგალობთ შენ, ღმრთივრჩეულო ყრმაო, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღვთისმშობელო, დედუფალო ზეცისა და ქუეყანისაო: შეისმინე ვედრებაი ხმისა ჩემისა და ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩუენ უღირსთაგან. შეიწირე, ყოვლადსახიერო უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი პატივს ვსცემთ ყოვლადპატიოსანსა სახელსა შენსა და სარწმუნოებით თაყუანისგცემთ შენ წინაშე სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა, მომძღვანებელნი აწ მხურვალისა ლოცვისა ჩუენისანი. აღამაღლენ ისინი წინაშე საყდრისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოწყალე იქმნას უსამართლობათა ჩუენთა ზედა, არამედ განამრავლნოს უხუებანი თვისნი. ვუწყით რამეთუ არა ვართ ღირს, ცოდუათა ამათ ჩუენთათვის, რაითა შეწყალებულ ვიქმნათ მის მიერ, უკეთუ არა შენ ევედრებოდე ჩუენთვის, დედუფალო: ყოველივე ძალგიძს თხოვად წინაშე მისსა, რამეთუ გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ამისთვისცა ყოვლადძლიერსა და ყოვლადსახიერსა მეოხისა ჩუენისა მომართ მოვილტვით, გულისმოდგინებითა მვედრებელისა. ევედრე, შენგან შობილსა მხოლოსა ძესა ღმრთისასა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაითა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა მართლმადიდებელსა სარწმუნოებასა შინა განვტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულამდე ცხოურებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებლად ვიდოდეთ, და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩუენისანი ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსაობითა და კეთილსა ქრისტიანობითსა აღსასრულსა ღირს ვიქმდეთ და კეთილსა სიტყვისგებასა საშინელსა სამსჯავროსა ზედა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა და ესევითარად მივსწვთეთ შეწევნითა შენისა საფარველისათა ცხოვრებასა საუკუნესა მეუფებასა შინა მამისა ნათლისასა, რომელსა თანა მხოლოდშობილითა ძითა მისთა და წმიდითა სულისა შუენის დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი “სმოლენსკის ოდიგიტრია”

$
0
0

ევედრებიან ისინი ვინც ხანგრძლივი მოგზაურობისათვის ემზადებიან, შეეწევა ყოველგვარ კეთილ წამოწყებას

ტროპარი, ხმა 4

ღუთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩუენ ცოდუილნი და ესე გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისაჲთ. ჰოი, დედუფალო წყალობითა შემწე მეყავ ჩუენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ შემეწიე, სმოლენსკის ოდიგიტრია რამეთუ წავრწყმდებით ჩუენ სიმრავლისაგან ცოდუათა ჩუენთასა, ნუ გარე მაქცევ მონათა ამათ შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩუენი წინაშე ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა.
ლოცვა

ჰოი, ყოვლადსაკ ვირველო და ყოველთა ქმნულთა ზედა აღმატებულო დედუფალო ღუთისმშობელო, ზეციურისა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღუთისა დედაო, ყოვლადმოწმიდაო ოდიგიტრია მარიამ, ისმინე ლოცუანი ესე ცოდუილთა და უღირსთა მონათა შენთაგან, რომელნი ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა შევრდომილ ვართ ჟამსა ამას და ცრემლითა და შემუსვრილითა გულითა ვხმობთ: უფსკრულთაგან ვნებათასა აღმომიყუანენ ჩუენ, დედუფალო, კურთხეულო, განმათავისუფლენ ჩუენ ყოველთაგან ურვათა და მწუხარებათა, გარემომზღუდენ ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან დამიხსნენ მძ ვინვარისაგან მტერისა. ძალ-გიც შენ, ჰოი, მიმადლებულო დედაო, რაჲთა იხსნე ერი შენი ყოვლისაგან ბოროტისა და ღირს-ჰყო იგი კეთილდღეობითსა ცხორებასა, რამეთუ ზედამოსვლათა ამათ შინა არა გ ვივის ჩუენ ცოდუილთა სხუაჲ შემწე და მხურვალე შუამდგომელი თ ვინიერ შენსა. ევედრე, დედუფალო, ყოვლადწმიდაო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა ღირს მყვნეს ჩუენ ზეცისა სასუფეველსა, ამისთ ვისცა მარადჟამს გადიდებთ შენ, ვითარცა მიზეზსა ჩუენისა ხსნისასა და აღვამაღლებთ წმიდასა და დიდებულსა სახელსა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, – სამებით განდიდებულსა და თაყუანისცემულსა ღმერთსა, უკუნითი, უკუნისამდე, ამინ!

ლოცვა

(მგზავრობის მნებელთათვის)

ყოვლადწმიდაო დედუფალო ჩემო, ქალწულო ღმრთისმშობელო ოდიგიტრია, მცველო და სასოო ცხოვნებისა ჩემისაო! გზასა ამას ზედა რომელი წინა მიძს მე, მსურის დადგინება და ამით ჟამითგან შეგვედრებ შენ ყოვლადმოწყალესა დედასა ჩემსა სულსა და ხორცთა ჩემთა, გონებასა ჩემსა და ძალთაცა ხორციელთა, ამას ყოველსა შევვედრებ მტკიცესა ზედამხედველობასა შენსა და შეწევნასა ყოვლადძლიერსა. ჰოი სახიერო თანამოგზაურო და მფარველო ჩემო, გულისმოდგინებითა გევედრები შენ, რაჲთა არა იქმნას გზაჲ ესე ჩემი საჭირველ, წინამიძეღ მე მას ზედა და წარმართე იგი, ყოვლადწმიდაო ოდიგიტრია, ვითარცა თ ვით უწყი სადიდებელად ძისა შენისა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი. თანაშემწე მექმენ მე და უმეტესად შორეულსა და მრავალტ ვირთვულსა მწირობასა ამას შინა დამიცევ მე ძლევაშემოსილითა საფარველითა შენითა ყოველთა ჭირთა და მწუხარებათაგან, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ევედრე ჩემთ ვის, დედუფალო, ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა წარმოგზავნოს შემწედ ჩემდა ანგელოსი თ ვისი მშ ვიდობისა, წინამძღუარი და მცუელი ჩემი შეუორგულებელი, ვითარცა ოდესმე მიჰმადლა მონასა თ ვისსა ტობიას, ყოველსა ადგილსა და ყოველსა ჟამსა მცუელი გზისა მისისა ყოვლისაგან ბოროტისა. ეგრეცა გზაჲცა ესე ჩემი კეთილად წარმართე და დამიცევ მე სიმრთელითა ზეციურითა ძალითა, რაჲთა მშ ვიდობით უკუვიქცე მე მამულსა შინა ჩემსა, სადიდებელად სახელისა თ ვისისა წმიდისა, განმადიდებელი და მაკურთხეველი მისი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და მაქებელად შენდა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

დაუჯდომელი საგალობელი ღირსისა მამისა ჩუენისა წმიდისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა აღმსარებელისა და სალოსისა

$
0
0

მამა გაბრიელი უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

კონდაკი 1

შესჴმითა სულიერითა ვაქებთ რაჲ ღუაწლსა შენსა და საკჳრველთმოქმედებათა, გნატრით შენ, ღირსო გაბრიელ, ვითარცა ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა, და მჴურვალედ გევედრებით ძლიერსა მეოხსა ჩუენსა და შუამდგომელსა: შეგვეწიე ჩუენ, წმიდაო ბერო, და დაგვიცევ ყოველთაგან სენთა და სალმობათა, ხოლო მამობრივითა კადნიერებითა შენითა გარე წარგუჴადე განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი შემსხმელთა შენთა და მაქებელთა: გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

იკოსი 1

ვითარცა ისრაელსა მოუვლენდა ღმერთი წინაჲსწარმეტყუელთა სამხილებლად და შუამდგომელად წინაშე მისა, ეგრეთვე მოგცა შენ ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ და ვითარცა სალოსი მამაჲ და ღირსი მოღვაწჱ სამხილებელად ერისა შენისა გამოგაჩინა, და იღუწიდი ჩუენთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, ხოლო შემდგომად სიკუდილისაცა არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი აღთქუმისაებრ შენისა, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალჱ მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა შენთა და მაქებელთა:

გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან შემყუარებელო სიმდაბლისა და კრძალულებისაო;
გიხაროდენ, გულსმოდგინედ დამცველო სულთა და ჴორცთა უბიწოებისაო;
გიხაროდენ, ჭურო რჩეულო, სამკჳდრებელო სიწმიდისაო;
გიხაროდენ, დიდო მესაიდუმლეო ყოვლისა მპყრობელისაო;
გიხაროდენ, ორლესულო მახვილო უფლისაო, განმგმერელო ურწმუნოებისაო;
გიხაროდენ, განმამტკიცებელო დამცრობილისა სარწმუნოებისაო და საყვირო სიმართლისაო;
გიხაროდენ, ყოვლად საკჳრველო ქადაგო სიყუარულისაო;
გიხაროდენ, დაფარულთა მხილველო მოძღუარო სინანულისაო;
გიხაროდენ, ჟამსა ღმრთისმბრძოლობისასა აღმობრწყინვებულო ჭეშმარიტო მსახურო ქრისტე მაცხოვრისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო სუეტო, უკანაჲსკნელისა ამის ჟამისაო;
გიხაროდენ, დიდო არქიმანდრიტო და ბერ-მოძღუარო სრულიად საქართველოჲსაო;
გიხაროდენ, ზეგარდამო მოვლენილო განწმედისათჳს ერისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 2

ჴელთ-იგდეს რაჲ მთავრობაჲ ქუეყანისა ჩუენისაჲ მტერთა მართლისა სარწმუნოებისათა, დიდი ჭირი და იწროებაჲ მოაწიეს ეკლესიათა და მორწმუნეთა, და ვერვინ დაითმინა, გარნა სრულთა და ჭეშმარიტთა ქრისტეს აღმსარებელთა, ხოლო შენ, სიჩჩოჲთგან იყავ აღრჩეულ ღმრთისა მიერ, ღირსო გაბრიელ, ძჱ ურწმუნოთა მათ მშობელთა, და სული წმიდაჲ იყო მზრდელ შენდა, რამეთუ წიაღთა მისთაგან წოვდი საზრდელსა მას ცხორებისასა, და იყნოსდი რაჲ სურნელებისაგან მისისა სიხარულად, მარადის ადიდებდი ნათლისა მომცემელსა და საუკუნეთა შემოქმედსა: ალილუია.

იკოსი 2

იყავ, ნეტარო, სიყრმითგან სახითა მყუდროჲ და გონიერ, და ყოვლადვე-განშორებული ჩუეულებისაგან ყრმათა სილაღისა და გესმა რაჲ სახელი ქრისტჱსი ყრმასა მას სულ მცირესა, წარხვედ ეკლესიად ბარბარე მოწამესაჲთა და იხილე რაჲ მაცხოვარი, დამოკიდებული ჯუარსა ზედა, „რაჲსათჳს ჯუარსა გაცვესო?!“ – ჰკითხჳდი ტირილითა, ვითარცა სულიერსა, ხოლო ესმა რაჲ ტაძრისა მცველსა, გაუწყა აღთქუმისათჳს იესუჲსა, და მიერითგან ეძიებდი რაჲ ქრისტეს „ისტორიასა“, მოიყიდე „სახარებაჲ“ განგებულებითა მით ზეგარდამოითა და მარადის იკითხვიდი სიტყუათა ღმრთისათა, მისგანვე ითხოვე აწ, სანატრელო, გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და არცაღა ქებად ღუაწლისა შენისა:

გიხაროდენ, სამოელ წინასწარმეტყუელისაებრ დედის წიაღთაგან უფლისათჳს განკუთვნილო;
გიხაროდენ, სულითა განათლებულო და ბნელსა მას შინა უღმრთოებისასა ნათლითა საცნაურითა გაბრწყინვებულო;
გიხაროდენ, გონებითა თჳსითა ზრუნვისაგან ამის სოფლისა განშორებულო და ღმერთსა მიახლებულო;
გიხაროდენ, ყრმობითგანვე გამორჩეულო და ღმრთეებრივთა მადლითა აღვსილო;
გიხაროდენ, წრფელითა გულითა და წმიდითა, შეურყვნელითა გონებითა ღმრთისა სიტყუასა დაწაფებულო;
გიხაროდენ, სულისა თჳსისა ქრისტჱს სამკჳდრებელად განმკუთვნელო;
გიხაროდენ, სიჩჩოჲთგან შეუცნობელითა ლტოლვითა შენითა ღმრთისა მიმართ ყოველთა გარემოისმყოფთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სულიერისა საჭურველისა აღმღებელო;
გიხაროდენ, ნაცვლად თამაშობათა, ქვიშითა ეკლესიათა აღმგებელო;
გიხაროდენ, შუებათა მიმართ განმხრწნელთა სულისათა ყოვლადვე წინა-აღმდგომელო;
გიხაროდენ, ჴორცთა შენთა ვნებითურთ და გულისთქუმითა ჯუარს-მცუმელო;
გიხაროდენ, სახარების ძალითა და მადლითა სიბრძნისა ჭეშმარიტებად და ცოდნისა – გამოცდილებად მქცეველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 3

ხედვიდა რაჲ მჴურვალებასა შენსა, აღბორგნა მბრძოლი იგი წმიდათაჲ, ბოროტი ეშმაკი, და გეკუეთა, ვითარცა დამრთგუნველსა ძალისა მისისასა, ხოლო დაგკრა რაჲ ბილწი თათი თავსა, მკსინვარედ გრქუა ყრმასა მოშურნესა: „ნუცაღა აღაპყრობ ზეცად თუალთა შენთა“, გარნა შენ სიმჴნითა შეიჭურვე საჭურვილითა ჯუარისაჲთა, და ძალითა მისითა ახოვნად წინა-აღუდეგ საბრჴეთა მტერისათა, ხოლო ზეგარდამო გებრძანა რაჲ გაწმედაჲ ტაძრისაჲ, წმიდისა გიორგისად სახელდებულისა და მამისაგან შენისა დარღვეულისა, აღასრულე წადიერებითა და აღუპყრე რაჲ ჴელნი ლოდთა მათ დიდთა ქუათა მათგან და დააწყე საკჳრველად, სიხარულითა მადლობდი და სურვილითა უგალობდი ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 3

შეაძრწუნა დედაჲ შენი ესევითარმან მოშურნეობამან და ადგილსა მას შეურაცხსა შთააგდო რაჲ წიგნი ახლისა აღთქუმისაჲ, შენ განწმიდე საუნჯჱ იგი უპატიოსნესი და დაუტევნე სახლეულნი თჳსნი ყრმამან ათთორმეტისა წლისამან, გარნა დევნულებაჲ იყო მონაზონთა ზედა, და დაღათუ იყავ მოსწრაფჱ ბერობისაჲ, ჰრიდეს ჰასაკსა მას შენსა მცირესა და არცაღა დაგიტევეს მონასტერთა, ხოლო შენ ღამესა ათევდი სამარხთა შორის და ეზოთა შინა ეკლესიათასა, და გარეშეცული სიყმილითა და სიცივითა დაუცხრომელად ადიდებდი ღმერთსა, მას ევედრე აწ, მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, რაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და ვპოოთ განსუენებაჲ და შუებაჲ წარუვალი ქებით შემსხმელთა შენთა და მგალობელთა:

გიხაროდენ, დევნილისა სარწმუნოებისა მჴურვალეო აღმსარებელო;
გიხაროდენ, წინააღმდგომთა სიცოფისა არარად შემრაცხველო;
გიხაროდენ, ფიცხელთა ღუაწლთა ახოვნად თავს მდებელო;
გიხაროდენ, ყოვლისავე შუებისა მომძაგებელო და კიცხევისა დამთმენელო;
გიხაროდენ, ღამის თევითა და მარადის ხმელსა ზედა წოლითა ჴორცისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, სილაღესა სიჭაბუკისასა მარხვითა და შრომითა შემმუსრველო;
გიხაროდენ, უხილავთა მტერთა ბანაკთა მაოტებელო;
გიხაროდენ, აბრაჰამისა სტუმართმოყუარებისა მიმბაძველო;
გიხაროდენ, მშიერთა გამომზრდელო და გლახაკთა მწყალობელო;
გიხაროდენ, ცოდვისმოყუარეთა კაცთათჳს თავშეკავებისა სიტკბოებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, გლახაკთა და შეჭირვებულთა ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, გულის სიტყუათა მწინკულევანთა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 4

განხვედ რაჲ მცირესა მას სენაკსა ეზოსა შინა სახლისა შენისასა, იყავ მოსწრაფჱ კითხვასა წმიდათა წერილთასა და ლოცვასა მჴურვალესა, და მარადის იწვრთიდი გონებითა სიტყუათა ღმრთისათა, და ასუმიდი რაჲ სულსა თჳსსა განმაცხოველებელთა წყალთა მათ სულისა წმიდისაჲთა, იყოფებოდი სიგლახაკითა, ხოლო წარმათებამან უპოვარებისამან აღგიყვანა შენ აღშენებასა მას სათნოებათასა და წინაჲსწარ გეუწყა ზეგარდამო ღმრთისა მიერ, რომელსა საქმესა მიწევნად იყავ, გამოგიჩნდა რაჲ ცათა შინა ჯუარის სახედ შექმნული ნათლისა სუეტი, და გულისჴმაყავ, ვითარმედ იხილე ჯუარი შენი, ვიდრე გოლგოთადმდე სატჳრთველი, და ღუაწლისდამდებელსა შენსა ქრისტესა მჴურვალედ ადიდებდი: ალილუია.

იკოსი 4

განგებითა ღმრთისაჲთა აღხვედ რაჲ მთაწმინდას, ეკლესიასა მამა დავითისასა, მუნ დაისწავლე ფსალმუნი და ყოველი წესი ქრისტეანობისა, ხოლო ჴელნი შენნი მოუწყინებელად ჰმსახურებდეს ტაძარსა და მუნ მსახურსა მღდელსა, და თქმულისაებრ წინაჲსწარმეტყველისა იყავ შენ, ვითარცა ხჱ დანერგული თანა წარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი ჟამსა თჳსსა, ეგრეთცა დაგვიფარენ ჩუენ, ნეტარო, ყოვლისავე ცოდვისაგან და უკეთურებისა, რაჲთა მიმოტაცებისაგან უბადრუკისა ამის გონებისა ჩუენისა გვეშინოდეს და სათნოებისა მომგებელნი ვიტყოდეთ სურვიელად:

გიხაროდენ, ბრწყინვალებითა გონებისა შენისაჲთა ყოველსა ჟამსა უფლისა მხილველო;
გიხაროდენ, სიმდაბლისა, ნათლისა სამოსელისაებრ შემმოსველო;
გიხაროდენ, ბრძენთაგან და მეცნიერთა მიერ დაფარულისა შემმეცნებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მარხვითა და მოღუაწებითა განკაფულო და მარადის ლოცვითა განმსჭვალულო;
გიხაროდენ, გულსა შინა უნებლიედცა ცოდვისა ჴსენებისა გლოვითა და სულთქმითა და ტირილითა მომნანიებელო;
გიხაროდენ, ახოვნებითა სულისაჲთა სულმოკლეთა და დაჴსნილთათჳს მაგალითისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა სულთა განმანათლებელო და ძალთა უკეთურთა მაოტებელო;
გიხაროდენ, სადიდებლად ქრისტეს სახელისა ღმრთისმებრძოლთა სილაღისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, მძლავრთა ამპარტავნებისა და ეშმაკისა სიცბილისა დამთრგუნველო;
გიხაროდენ, მრავლით ჟამითგან უშჯულოთაგან ზარ-განხდილთა ქრისტეანეთა სულითა განმამჴნობელო;
გიხაროდენ, უსიტყუთა სიტყჳერ-მყოფელო და უძლურთა განმაძლიერებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტებისა მეძიებელთა გზასა მას უფლისასა წარმმართებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 5

განძლიერდა რაჲ ბრძოლაჲ იგი და დევნულებაჲ კაცთა ზედა წმიდათა, მრავალნი განიძარცუვიდეს სქემასა მონაზონებისასა, და ერისკაცთა თანა სოფლად მოქცეულნი იქორწინებოდეს შიშისაგან სიკუდილისა, გარნა შენ აღირჩიე სრბაჲ იწროსა მას გზასა, რომელი მიიყვანებს სისრულესა ფართოჲსა სიხარულისასა, და მცველად იყავ რაჲ სიონსა, გულსმოდგინედ მსახურებდი საკურთხეველსა და კანკელსა, და აღაშენე რაჲ ეკლესიაჲ ეზოსა შინა სახლისასა, დღითი-დღე ეძიებდი ჯუართა და ხატთა, და პოებდი რაჲ უპატიოთა ალაგთა განთხეულთა, ჴელითა შენითა განაშუენებდი და დაავანებდი ტაძარსა შინა, რომელსაცა სიხარულითა მოვიხილავთ ჩუენ, წმიდაო ბერო, და განკჳრვებულნი ვაქებთ ქრისტესა, განმაძლიერებელსა შენსა: ალილუია.

იკოსი 5

გიხილა რაჲ მჴურვალედ შესრული მოღუაწებასა, მრავალ ფერი ეგე განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაჲთა განაქარვნეს მგზებარებაჲ შენი, რამეთუ მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარცა იგი იობს ზედა მართალსა, ხოლო შენ განმზადე თავი თჳსი განსაცდელთა მიმართ, და სამ-გზის დაგირღვევდენ რაჲ შენებულსა, კუალად აღაგებდი უკეთესსა, რამეთუ მოიღო მოწყალებაჲ თჳსი უფალმან და სათლნი, ქვიშით აღსავსენი, ანგელოზთა მიერ აღმოგეწოდებოდა მაღალსა ზედა მდგომარესა, და აწ ევედრე ღმერთსა, ანგელოზთა მიერ განდევნოს ჩუენგან ყოველი ბოროტი და წარგვიმართოს სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა, რაჲთამცა სიხარულითა გიღაღადებდეთ შენ, ღირსო, და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, დიდსა ამას ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა შინა მკჳდრო და დიდებისათჳს ამის სოფლისა არაჲსა მზრუნველო;
გიხაროდენ, სხვათაცა უძლურებისა ქედსა შენსა ზედა მტჳრველო;
გიხაროდენ, ყოველთა გულის სიტყვათა, ეშმაკისა მიერ დანერგულთა, მჴურვალითა შურითა აღმომფხურელო;
გიხაროდენ, საჭურველითა მით სულიერითა შემოსილო და წყობასა მას უხილავთა მტერთასა განსრულო;
გიხაროდენ, საღმრთოჲთა წერილითა გამოჴურვებულო და სიბრძნითა განსრულებულო;
გიხაროდენ, ანგელოზთა თანა-მზრახვალო და ყოვლისა ბილწ-მოქალაქობისა შემრისხველო;
გიხაროდენ, მღჳძარედ და ფხიზლად ცხორებისა შემაგონებელო;
გიხაროდენ, ყოვლად დიდებულისა ხატისა, ქართველთა უპირველესისა მეოხისა – ივერიის კარისა ღმრთისმშობლისა, შემყუარებელო;
გიხაროდენ, შუენიერთა პირთა მიერ ხატისათა საყდრისა შენისა შემამკობელო და განმაშუენებელო;
გიხაროდენ, გულსა შინა მრავალთასა უფლისა სიყუარულისა, ვითარცა ცეცხლისა აღმგზებელო;
გიხაროდენ, ივერიელთათჳს კეთილმსახურებითისა სიტკბოებისა მისგან გამომთხოველო;
გიხაროდენ, სიყუარულისა ჩუენისა ზეცასა შინა, ტრაპეზსა ზედა უფლისასა აღმტაცებელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 6

იხილა რაჲ საკჳრველი მოშურნეობაჲ შენი გაბრიელ ქუთათელმან, ვითარცა მორჩილი თანა წარგიყვანა და დაგადგინა „მოწამეთას“, ხოლო შენ სიყრმითგანვე მტკიცედ გაქუნდა რაჲ შთანერგული მსახურებაჲ ეკლესიისაჲ, ეძიებდი საბეროსა კურთხევასა სადიდებლად ღმრთისა და ცხოვნებისათჳს სულისა, და აღგკვეცეს რაჲ მცირესა სქემასა, სურვილისაებრ შენისა გიწოდეს სახელი გაბრიელ ათონელისა, რომელსაცა შეერთე ახალი ესე მოღუაწჱ, ნუგეშინის-საცემელად ერისა შენისა, რაჲთა ბაძვითა სათნოებათა შენთაჲთა საწუთოჲსა ცხორებისა გზაჲ კეთილად განვლოთ და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 6

იქმენ რაჲ ჴელდასხმულ ხუცეს-მონაზონად, აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა და ჟამსა ლოცვისასა შემოიკრებდი გონებასა თჳსსა წინაშე ღმრთისა, და არცაღა დაუტეობდი ჴსენებასა მისსა, ხოლო უკუნ-იქეც რაჲ ტფილისსა, თჳთ სახლეულნიცა შენნი იღწვიდენ ჴელისუფალთა მძლავრებითა, რაჲთა ბერულისა ღუაწლისა ნაცვლად გეტვირთა უღელი მეუღლეობისაჲ, გარნა შენ არწმუნე შეურაცხთა მკურნალსა, რაჲთამცა წარგიყვანნეს საყოფელსა მათსა, და დაყავ რაჲ მუნ მცირედსა ჟამსა, მახლობელნიცა შენნი შეძრწუნდეს და მიგიშუეს ნებისებრ შენისა, აწცა აღაგზე გულსა შინა ჩუენსა საღმრთოჲ ცეცხლი მოშურნეობისაჲ, რაჲთა სურვილითა შენითა ვიღუაწოთ და გნატრიდეთ სარწმუნოებითა:

გიხაროდენ, კეთილთა ქცევათა მონაზონთა და ღმრთისა მიახლებულთაგან შემკრებელო;
გიხაროდენ, უფიცხლესითა მონაზვნებრივითა კანონითა სულისა შენისა გამომწვრთნელო;
გიხაროდენ, უძლურებასა შინა ღმრთივმონიჭებულისა ძლიერებისა შენისა გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, სწავლათა ზეცისათა გამომთქუმელო და ყოველთა წესთა განმმარტებელო;
გიხაროდენ, დაფარულთა სიკეთეთა და ღუაწლთა განმჭურეტელო;
გიხაროდენ, სიტყუათა შენთა ელვითა ცოდვისა ნისლთა გამფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმეტყუელითა პირითა უაღრეს რიტორთაჲსა მეტყველო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა მოციქულებრივ მქადაგებელო;
გიხაროდენ, სულიერისა სიმტკიცისა და კრძალულებისა მასწავლელო;
გიხაროდენ, სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან ქუად-ქმნილთა და ფიცხელთა გულთა მომალბობელო;
გიხაროდენ, სწავლითა საღმრთოჲთა მორწმუნეთათჳს მართლ-მადიდებლობისა ყუდროვებისა მიმცემელო;
გიხაროდენ, მწუხარებასა და ჭირსა შინა მსწრაფლ მჴურვალედ მომწოდებელთა შემწეო და ჴელისაღმპყრობელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 7

ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ საფრჴემან ეშმაკისამან ვერ განგაშორეს შენ სიყუარულსა მას ღმრთისასა, რამეთუ მოწოდებული მსახურებასა მღდელობისასა, გულს-მოდგინებითა აღასრულებდი წმიდათა საიდუმლოთა, და იმარხევდ რაჲ წმიდათა წერილთა, რჯული ღმრთისაჲ გაქუნდა გულსა შენსა ყოველსა ჟამსა და სხუათაცა გადასცემდი, და ამხილებდი, და შერისხავდი, და განაკრძალებდი და ნუგეშინის-სცემდი ყოვლითა სულგრძელებითა და მოძღურებითა, სიტყჳსაებრ პავლე მოციქულისა და წარმოიტყუენნე მრავალთა გონებანი მორჩილებად ქრისტჱსად, ხოლო ერთობით მოილოცევდით რაჲ მონასტერთა, დღეთა მათ წმიდათა ჴსენებისასა მიისწრაფდით სახელდებულსა ეკლესიასა მათსა, და უკუეთუ წმიდათა სამარხოჲ მუნვე იყოფვოდა, ღამესა უთევდით და უგალობდით ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა: ალილუია.

იკოსი 7

შეგემთხვევოდა რაჲ უღმრთოთა მათგან გინებაჲ და შეურაცხებაჲ და სიქადული ყოველსა ჟამსა, წარხვედ ბათუმსა და სულ-თქმით ილოცევდი ღმრთისა მიმართ და ჴსნასა განსაცდელთაგან ითხოვდი ცრემლთა დენითა, და გარდაგექცა საყრდენი ზღვის პირას მდგომარესა და შთავარდი მორევსა, გარნა ხატი ნიკოლოზ მღდელთმთავრისაჲ გეპყრა ჴელთა, და გამოუჩნდა რაჲ წმიდაჲ იგი კაცთა მათ მახლობლად მდგომარეთა და აუწყა საქმჱ ეგე, მოისწრაფნეს ჴსნად შენდა და აღგიყვანეს ხმელსა, ხოლო იხილეს რაჲ ხატი იგი შენ თანა, გაკჳრვებით ჴმა-ყვეს: „კაცი ესე მხცოვანი გვიჴმობდა ჩუენ შეწევნად შენდა“ და ადიდებდეს ღმერთსა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა დაიფაროს სამწყსოჲ შენი ყოველთა ვნებათაგან და საცნობელნი განგვინათლნეს მაქებელთა შენთა:

გიხაროდენ, მეგობარო ქრისტჱსო, მუშაკო ვენახისა მისისაო;
გიხაროდენ, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლისა სარწმუნოებისაო;
გიხაროდენ, ბრწყინვალეო მნათობო ღმრთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, დიდითა სიმდაბლით დამფარველო სიბრძნისა და სიწმიდისა შენისაო;
გიხაროდენ, მასწავლელო საღმრთოჲსა სიყუარულისაო;
გიხაროდენ, ჯუარისმტჳრთველო და აღმადგინებელო ერისა დაცემულისაო;
გიხაროდენ, ძალაო და სიმტკიცეო მეფეთა სკიპტრისაო;
გიხაროდენ, მადლმოსილო წინამბრძოლო და მეოხო ბერ-მონაზონთა კრებულისაო;
გიხაროდენ, განმჴდელო ეშმაკთა სიბორგილისაო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტო ხატო ძუელთა მათ მამათა კეთილმსახურებისაო და აღმძრველო მამაცობისაო;
გიხაროდენ, უძლეველო ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ეკლესიისა ჩუენისაო;
გიხაროდენ, ქებაო და დიდებაო მამულისა შენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 8

მაშინ წარგგზავნეს შენ ბეთანიად, სადა იგი მკჳდრ იყუნენ სასწაულთა მოქმედნი მამანი: გიორგი იოანესა თანა, და განგსწავლნეს რაჲ კეთილად მსახურებითა, რომელი ჰშუენის ქრისტეანეთა მორწმუნეთა და უფროჲსად ბერთა, განძლიერდი, ნეტარო, და ქრისტჱს მიერ მოგენიჭა მადლი უჩინოთა და დაფარულთა ცნობისაჲ, რაჲსთჳსცა მოსწრაფე იყო მბრძოლი მოღუაწეთაჲ, ღირსო, რაჲთამცა განეყვანნე შენ მონასტრით, არამედ ვერ დაარღვია ძალი ლოცვისა და მადლის ერთობისაჲ და ვერცა-რაჲ-აკლო სიწმიდესა და ღუაწლსა თქუენსა, რამეთუ საყუარელ იყავ მამათაგან კეთილთა სათნოებათათჳს შენთა და მარადის ერთობითა მადლობდით და უგალობდით ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 8

უპირველეს მამა იოანე წარსდგა წინაშე ღმრთისა, და ჩასძახებდა რაჲ გიორგი: „ქრისტე აღდგა!“ – სამარხოსა მისსა, – „ჭეშმარიტად აღდგა! – აღმოუტევა მკუდარმან ჴმაჲ სიხარულისაჲ, ხოლო დასნეულდა რაჲ მოძღუარიცა შენი, აზიარნე საიდუმლოთა ქრისტჱსთა და გაკურთხა რაჲ, ნეტარო, შეჰვედრა სული თჳსი უფალსა, მაშინ უქმ ყვეს მონასტერი ხელისუფალთა ბრძანებითა და დაუყენეს მცველი, ვითარცა მუზეუმსა, ხოლო შენ იწყე კუალად მსახურებაჲ სიონსა და გაქუნდა რაჲ მოძღურებაჲ კეთილი, მოიზიდე კრებული მორწმუნეთა, აწცა თანამავალ გუექმენ ჩუენ, ვითარცა მამაჲ და მოძღუარი, და გზასა სიმართლისასა წარგვიმართე შემსხმელთა შენთა:

გიხაროდენ, მობაძავო ძველთა მოსაგრეთა ბერთაო;
გიხაროდენ, დიდო შემწეო და მოძღუარო ქრისტჱს სამწყსოთაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო ლამპარო და მწყემსო კეთილო კრავთა მათ რჩეულთაო;
გიხაროდენ, სასოო და ნუგეშო წარწყმედულთა მათ ცხოვართაო;
გიხაროდენ, წინამძღუარო განშორებულთა და ყოველთა ზეცისადმი წარმმართებულთაო;
გიხაროდენ, თესვითა სიტყუათა შენთაჲთა, ღმერთ-შემოსილო, განმამრავლებელო იფქლთა სარწმუნოებისათაო;
გიხაროდენ, მონაზონთა რჩეულებაო და სიქადულო მმარხველთაო;
გიხაროდენ, სულითა ძლიერო, მძლეველო ჴორციელად ძლიერთა ჴელისუფალთაო და დამჴსნელო ვნებათაო;
გიხაროდენ, მწყალობელო ყოველთა მორწმუნეთაო და შემწეო მღდელთ-მთავართაო;
გიხაროდენ, მოღუაწეთა სამკაულო და მფარველო კეთილად განკრძალულთა მღდელთაო;
გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლშემწეო და განმკურნელო სიკუდიდ განწირულთაო;
გიხაროდენ, მოგზაურთა ნუგეშინის-მცემელო და უღელვოო ნავთსაყუდელო ღელვა-გუემულთაო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 9

მწყემს ცხოვართა იქმენ შენ, ღირსო, და მიმოსლვასა შინა და სალოსობასა, დიდსა უწესოებასა ხედევდი ერსა შორის შენსა, რამეთუ უმრავლესნი ფრიად ურწმუნო და ვნებათა დამონებულ იყუნეს და მცირედთა ჰპოებდი ცხოართა, არამედ გსუროდა შენ, კეთილო ბერო, ყოველთა მოქცევაჲ ბოროტისაგან, და ვითარცა სინანულისა ქადაგი, სამოსლითა შეურაცხითა, შესტიროდი მათ გოდებითა: „ჵ, ბნელსა შინა მსხდომარენო, ვითარითა საკრველითა შეკრულ ხართ, და ქრისტეს ნათელსა ვერ ვხედავთ, და დიდებასა მას მისსა დიდსა?, არამედ განჰკვეთნეთ საკრველნი ესე თქუენნი, რაჲთამცა მოიძიებდეთ, და ჰპოებდეთ ღმერთსა ჩუენსა, ქრისტესა და მარადის ადიდებდით ძლიერებასა მისსა“: ალილუია.

იკოსი 9

მხედველი მრავალთა კაცთა უშჯულოებისა აღშფოთნებოდი, მჴნეო, რამეთუ განადიდებდენ ხატთა მათ ღმრთისმბრძოლთასა, ხოლო ხატსა მას ქრისტეს მეუფისასა, მშობელისა მისისასა და ყოველთა წმიდათასა შეურაცხ-ყოფდეს და არცაღა-ვის შეუნდობდეს უგუნურნი თაყუანისცემასა მათსა, გარნა შენ წინ-აღუდეგ შიშსა სიკუდილისასა, და ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა, მიჰრბიოდე დაწვად ღმრთივსაძაგელისა მის კერპისა, ხოლო იხილეს რაჲ ცეცხლმთებარჱ სახებაჲ კაცისა მის ღმრთისმბრძოლისაჲ, შეგიპყრეს წმიდაჲ ეგე აღმსარებელი ქრისტჱსი და გკითხვიდეს რაჲ მიზეზსა ქცევისა შენისასა, ნეფსით სიკუდილისა მომლოდნელმან სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ კადნიერად: „არა უხმს დიდებაჲ მძორსა მას კაცისასა, არამედ ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა და მაცხოვარსა, მკუდრეთით აღმდგარსა“, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა გჳჴსნნეს ჩუენ სულთა წარწყმედელთა სწავლათაგან და წყალობაჲ მოგვცეს შენდამი მაქებელთა:

გიხაროდენ, მწყემსო პირმეტყუელისა სამწყსოჲსაო, უმეცართა საღმრთოჲთა მით მეცნიერებითა გამომზრდელო;
გიხაროდენ, ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმერთთან მიმყვანებელო;
გიხაროდენ, ბოროტად მადიდებელთა კადნიერებისა შემმუსრველო და მწვალებელთა მომაქცეველო;
გიხაროდენ, კაცთ-მოძულეთა მთავართა და მსაჯულთა მამხილებელო;
გიხაროდენ, მთავრობისაგან ღმრთისა განშორებულთა და კაცთა მთავრობისა მოქენეთა მარცხვენელო;
გიხაროდენ, მძლავრთა სიქადულისა შეურაცხმყოფელო და მგმობართა მათ პირთა დამხშველო;
გიხაროდენ, ჟამსა მას ღმრთისმბრძოლთა აღზევებისასა სიცბილისა მათისა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სატანისა მახეთაგან და უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან დამფარველო;
გიხაროდენ, აღჳრ-უსხმელთა დამაოკებელო და ცრუ-მორწმუნეობისა საცთურისა დამშრეტელო;
გიხაროდენ, მადლითა მხილებისა შენისაჲთა ერისა სულიერისა ძილისა განმაფრთხობელო;
გიხაროდენ, თავისა თჳსისა ბრძნად მხედველთა უმეცრად გამომაჩინებელო და გონებისა ჩუენისა წყუდიადისა განმფანტველო;
გიხაროდენ, ღმრთისმოსავთა მეუღლეთა მაკურთხეველო და ბოროტითა ცოდვითა მრუშებისაჲთა ძლეულთა სიტყჳთა რისხვისაჲთა განმკიცხველო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 10

წარგადგინეს რაჲ წინაშე მძლავრთა, ჰგონებდეს ქრისტეანეთა მდევნელნი ცთუნებასა შენსა და ჰბასრობდეს ქრისტესა, ხოლო შენ უშიშად ამხილებდი და უფროჲს განაფიცხებდი რაჲ უღმრთოთა, ზრახვა-ყვეს ურთიერთას, რაჲთამცა მოგაკუდინეს და შეგაყენეს დილეგსა, არამედ მუნ პყრობილთა ასწავებდი სარწმუნოებასა და ერთობითა ადიდებდით ღმერთსა, ხოლო რომელნი ეგე პირველ სიცოფითა იქადოდეს მოკლვად შენდა, განცრუვდა სილაღჱ მათი, ნეტარო, და ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკჳრველად, რამეთუ განგაწესეს რაჲ შლეგთა და შეურაცხთა თანა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თჳნიერ ღმრთისა, არამედ მანქანათა უღმრთოებისათა ვერ შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, და მარადის მადლსა და დიდებასა აღავლენდი დამბადებელისა მიმართ და მეუფისა: ალილუია.

იკოსი 10

განგიტევეს რაჲ შუამდგომლობითა პატრეარქისაჲთა, მიისწრაფდი ტაძარსა ბარბარჱსსა და ეძიებდა მუნ ლხინებასა, გარნა ტანჯვათა მიერ განცდილსა მიგერულა და სამ-გზის გესმა რაჲ ჴმაჲ: „გაბრიელ,. მე ვტირი შენთჳს!“, განიღვიძე და მყის მიეახლე ჯუარცმასა, და იხილე შენ ცრემლმდინარჱ იესუ და განმჴნობილი აღუვლენდი მადლსა და გალობასა, ხოლო კუალად იწყე რაჲ მსახურებაჲ სიონსა, ნათელს-სცემდი ბევრეულთა ერთა და ასუმევდი მათ სულისა წმიდისა ნიჭთა სიმრავლისაგან, გარნა განგაყენეს შენ მღდელმსახურებისა და ზიარებისაგან უღმრთოთა ხელისუფალთა მძლავრებითა, და ვითარცა გლახაკი უსადგუროჲ, სიცხესა და ნეფხვასა ძნელსა იყოფოდი საფლავთა და ქუაბთა შინა და ქრისტჱსთჳს სულელობითა შენითა ქადაგებდი და ახარებდი სასუფეველსა ღმრთისასა, მაშინ ვიეთნიმე გულისჴმა-ყვეს რაჲ შინაგანისა მის სულისა შენისა შემკობილებაჲ, სიყუარულითა გმორჩილებდენ, და გნატრიდენ, ვითარცა მოშურნესა მჴურვალესა და ვნებათა თჳთმპყრობელსა:

გიხაროდენ, ენითა უძლურითა, ვითარცაღა ლამპრითა ცეცხლისჲთა, გმობისა ეკალთა სულისა წმიდისა მადლითა შემწველო;
გიხაროდენ, ერისკაცთათა აღრეულთა და ბევრეულითა ვნებითა შებღალულთა სამღდელოთა შემრისხველო;
გიხაროდენ, უღმრთოებისათჳს ერისა შენისა მამხილებელო;
გიხაროდენ, სამღდელოთაგან დამცრობილო და განქიქებულო;
გიხაროდენ, ყოველთა გულისწადილისა და სიტყუათა უცხოთა ენათასა განმჭურეტელო და დაფარულთა ვნებათა და საცთურთა და სიბოროტეთა მხედველო;
გიხაროდენ, მადლითა განღმრთობილო, საუნჯეთაგან სულისა წმიდისათა სულიერთა ნიჭთა უხვად მიმმადლებელო;
გიხაროდენ, გონებითა წმიდითა და გულითა ლმობიერითა შინაგანისა ხედვისა მომგებელო და სულითაცა სხუაგან მიმომქცეველო;
გიხაროდენ, ენისა მის მფრინველთა ცისაჲთა და მჴეცთა ქუეყანისაჲთა გულისჴმისყოფელო;
გიხაროდენ, ბეთანიითგან გარდახვეწილთა ფუტკართა ჯუარისა გარდასახვითა უკუნ-მქცეველო;
გიხაროდენ, დახშულთა კართა ეკლესიათასა გარდასახვითა ჯუარისაჲთა მეყსეულად განმღებელო;
გიხაროდენ, მსგავსად სპირიდონ ტრიმიფუნტელისა პირთა სამებობისა ძალითა სასწაულებრივითა გამომაჩინებელო და ჴელთა შენთა მიერ პურისა შთაზელვითა იფქლისა, ცეცხლისა და წყლისა თითოეულად განმხდელო;
გიხაროდენ, მრავალთა მამათა და ეპისკოპოსთა სიბრძნითა დამმოძღურელო და ჭეშმარიტთა ბერთა გამომზრდელო;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 11

არავინ ყოფილ არს მამათა ჩუენთაგანი მსგავს შენდა, ჵ, ბერო საკჳრველო, რამეთუ მოცემულ გაქუნდა შენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ და მეცნიერებისაჲ სულისაგან წმიდისა, და მისვე სულისაგან მადლი კურნებათაჲ და შეწევნისაჲ, და ეგრეთცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ და განკითხვაჲ სულთაჲ, და კუალადცა აღმატებული ნიჭი სიყუარულისაჲ, არამედ დაიმდაბლნე თავი თჳსი, შეგონებისაებრ პავლე მოციქულისა: „სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა“, და ვითარცა შეურაცხი, ლოთი და ურგები, ძაღლსა მაცხოვარისასა უწოდდი თავსა თჳსსა, და არცა დასცხრებოდი გალობად ღმრთისა: ალილუია.

იკოსი 11

ვითარცა ნეტარმან ანდრია მოიგო სახელი კეთილი სიმდაბლითა და მოთმინებითა და მრავალ მოღუაწე იგი სახჱ იქმნა სალოსობისაჲ, ეგრეთცა ქრისტჱსთჳს სულელ იქმენ შენ, ახოვანო, და აღიღე რაჲ ორკეცი ეგე ღუაწლნი: დაყუდებისაჲ და სალოსობისაჲ, მრავალ გზის დაშვერ და წარმოჩინდი წინაშე კაცთა, ვითარცა მსუმელი ღვინისაჲ, რაჲთა არცაღა განითქუე სათნოებითა და სიწმიდითა, ხოლო ბრძენი ეგე შერაცხილ იყავნ რაჲ უგუნურად, აწ დადგრომილ ხარ წმიდანად ივერთა ეკლესიისა და გაქუს მადლი წინაშე ღმრთისა, მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ – წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ, არამედ ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და სიმდაბლითა მოგიძღუნიდეთ შესხმასა ამას და გალობასა:

გიხაროდენ, ზეცის საიდუმლოთა განმღებელო, რამეთუ გამობრწყინდი შორის ყოველთა წმიდასა მოკლებასა შინა ჭეშმარიტებისასა ჟამთა მათ უშჯულოთა, და განანათლე ერი შენი ღუაწლითა თჳსითა;
გიხაროდენ, წინაჲსწარმეტყუელო მამაო და ნეტარო მოღუაწეო, რამეთუ ვერ შემძლებელ არს გონებაჲ კაცობრივი მიწვთომად თუალთ-შეუდგამისა სიმაღლისა განღმრთობისა შენისასა;
გიხაროდენ, მსგავსად ელიაჲსა ცეცხლითა საღმრთოჲსა შურისაჲთა აღგზებულო, რამეთუ ცხოვართა ქურქითა გარე-შემოსილნი მგელ-ღმრთის-მსახურნი ამხილენ შენ, ვითარცა მან ქურუმნი ბაალისნი;
გიხაროდენ, ჯუარისა შენისა ორმეოცსა წელსა მსგავსად მოსჱსა მატარებელო, რამეთუ სიტყუანი საღმრთონი გქონან შენ, ვითარცა ფიცარნი ქჳსანი, სავსენი სიბრძნითა სულიერითა;
გიხაროდენ, დავით წინაჲსწარმეტყუელისაებრ მოწყალებისა და სიმშჳდისა მომხვეჭელო და ქრისტჱს სახარებისა ქადაგებითა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, უღმრთოთა ბრძნობისა დამამჴობელო;
გიხაროდენ, იოვანე ნათლისმცემელისაებრ ცოდვილთა დაუღალავად მეძიებელო და ღმრთისა მიმართ მიმყვანებელო;
გიხაროდენ, მსგავსად იოანე ღმრთისმეტყუელისა სიყუარულისა მასწავლელო, რამეთუ მისებრ გეუწყნეს საიდუმლონი დაფარულნი უფლისაგან და არაწმიდათა სულთა ზედა მიიღებდი ჴელმწიფებასა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულად ჰრაცხდი განსაცდელთა შინა შთავრდომასა და მიზეზად ამას მოგუცემდი, ვითარმედ მოთმინებითა თავს-დებაჲ განსაცდელთაჲ ჰყოფს გამოცდილებასა სარწმუნოებისასა;
გიხაროდენ, რამეთუ მარადის გლოასა შინა იყავ და ჴსენებასა მას საუკუნოჲსა სასჯელისასა და პირველთა მათ მამათაებრ ამასვე სოფელსა დაიტირდი თავსა თჳსსა;
გიხაროდენ, ბელიარისა ურგებო, ვინაჲცა კუბოსა შინა გინა მთხრებლსა მწოლარჱ, ვითარცა მკუდარი განრთხმული, ცრემლთაცა გარდამოსთხევდი თუალთაგან, და იწყებდი გოდებასა, ვითარცა რაჲ გოდებენ მკუდარსა ზედა, და ავაზაკისა თანა ჴმობდი: „მომიხსენე, უფალო, დიდებით მეორედ მოსლვასა“;
გიხაროდენ, კაცო ზეცისაო, რომელიცა ევლტოდი დიდებასა კაცთა მიერსა, გიხილეს ჟამსა მას ლოცვისასა ქუეყანისაგან აღშორებული და აწ იქების ქრისტეს მოყუარეთა მიერ, მამაო, საქმენი შენნი საკჳრველნი;
გიხაროდენ, რამეთუ ევედრებოდი ღმრთისმშობელსა განმრავლებასა ქართველთასა, და იხილე ძილსა შინა ურიცხუთა ჩჳლთა ასონი დახუეტილნი, და შეძრწუნდი რაჲ, გამოგიჩნდა წმიდაჲ დედოფალი ანგელოზთა თანა, და გრქუა: „რაჲსთჳს მთხოვთ მე განმრავლებასა, რაჲთა კუალადცა მოწყლან ჩჳლნი მუცელსა შინა დედათასა?!
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 12

მწუხარებდი რაჲ დაყენებული ზიარებისა და ღმრთისმსახურებისაგან, გიხილა პატრიარქმან ეფრემ მთხოველი საფასისაჲ და გულისჴმა-ყო თუ ვითარ იტვირთავდი შეურაცხებასა სიმდაბლითა, და გიხმო რაჲ საკურთხეველსა შინა შემოსილი სამღდელოჲთა სამოსითა, გაზიარა და უფლის განგებულებითა განგაწესა მცხეთას, სამთავროს დედათა სავანესა, მაშინ დაემკჳრდე შენ, მოქალაქჱ ზეცისა იერუსალჱმისაჲ, ახალსა იერუსალჱმსა, სამეუფოჲსა ქალაქსა მცხეთას – მახლობლად მაყვლოვანსა, სენაკსა შინა მცირესა, და სიხარულითა შესწირვიდი რაჲ უსისხლოსა მსხუერპლსა, ქადაგებდი საკჳრველად და განსწავლიდი დედათა მათ და ერთა წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა და განაკრძალებდი ლოცვასა, გარნა შემდგომ გარდახვედ კოშკსა მას მირიანისასა, და განაშუენებდი წმიდათა ჯუართა მიერ და ხატთა, რომელთაცა კაზმავდი ჴელითა შენითა, და ქრისტესა ადიდებდი სულითა და ჭეშმარიტებითა: ალილუია.

იკოსი 12

მოსალოდებელისა, ვითარცა აწმყოჲსა მჭურეტელმან, ძალითა ზეგარდამოჲთა მრავალნი უცხონი და საკჳრველნი ნიშნი და სასწაულნი ქმენ სოფელსა შინა სიყუარულისათჳს ჩუენისა და გვიჩვენე სიმაღლჱ სიმდაბლისაჲ, და დასნეულდი რაჲ, ღირსო, დაითმენდი მწარეთა სალმობათა და გარდაიჴდიდი დღეთა თჳსთა ტანჯვითა, ხოლო გეუწყა რაჲ ჟამი განსლვისა თჳსისაჲ ამიერ სოფლით, ილოცვიდი წინაშე ხატისა მის ნიკოლოზ მღდელთმთავრისა, და ევედრებოდი ერისათჳს შენისა და მამულისსა, და განხვედ რაჲ ჴორცთაგან განპოხებული ღუაწლითა კეთილითა, შეერთე სიმრავლესა მას წმიდათასა, და ძუელთა ბერთაებრ ჭილოფსა წარგრაგნილი დაგფლეს ანდერძისაებრ შენისა, გარნა იქმნა წმიდაჲ ნეშტი შენი სნეულთა და უძლურთათჳს, ვითარცა საუნჯჱ მადლისაჲ და წყაროჲ ნიშთა და კურნებათაჲ, ამისთჳსცა მოვისწრაფვით სამთავროსა, ნაწილთა შენთა საყოფელსა, რაჲთამცა ვიცხოთცა ჩუენ ზეთი კანდელისა შენისაჲ, ვითარცა სალბუნი, და სულთა და ჴორცთა კურნებაჲ აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა:

გიხაროდენ, ღუაწლთა ღმრთისმსახურებისათჳს დამთმენელო, რამეთუ ჯერისაებრ შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა ხუცეს მონაზონი, და შეხუედ სიხარულსა უფლისა შენისა სახიერისასა. მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა;
გიხაროდენ, რამეთუ აღთქუმისაებრ შენისა მკუდარი ვითარცა ცხოველი მოხუედმცა კურნებად უძლურთა და აქაცა სანატრელი მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდი ჩუენ ზედა;
გიხაროდენ, გჳრგჳნითა აღმსარებლობისაჲთა შემკულო, რომელი შემდგომად სიკუდილისა უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ქუეყანასა ჩუენსა და დაუდუმებელად ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა;
გიხაროდენ, რამეთუ საფლავი შენი მაყულოვანსა შინა მოგვიგიეს ძლიერებად და საკრველად სიმტკიცისად და ვიქადით, ვითარცა მქონებელი საუნჯისა, უშურველად აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა, და აღადგინებს ყოველთა დიდებად ღმრთისა;
გიხაროდენ, რამეთუ ღმერთმან არა ინება, ვითარმცა მშობელიცა შენი დედაჲ დააკლდეს სარწმუნოებასა მისა მიმართ და ცხორებასა, და მონაზვნად აღკუეცილი სამთავროჲსა მონასტერსა, დაკრძალულ იქმნა მუნვე, მახლობლად სამარხისა შენისა;
გიხაროდენ, რომელი საკჳრველებათა მათ აღმობრწყინვებითა ელვარობ წმიდისა მის სავანითგან ყოველსა ზედა ქუეყანასა და სულიერთა სულნელებათა მიჰფენ სულთა და გონებათა ჩუენთა;
გიხაროდენ, ჭირსა შინა მყოფთათჳს წინამძღუარო მადლისაო, რამეთუ ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს სამარხით შენით დასწვავს ბანაკსა ღმრთისმბრძოლთასა, ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მოგუფენს, და იოტებს ბნელსა ცოდვისასა;
გიხაროდენ, რამეთუ არა ხოლო თუ ღმრთისა მორწმუნენი და მოსავნი, არამედ უდებნიცა და მცირედ მორწმუნენი მოისწრაფვენ მიმთხვევად სისხლისა შენისა, მცირესა მას ჭურჭელსა შინა ვიდრე აქამომდე უხრწნელად დაცულისა, და გევედრებიან რაჲ წყალობასა, მარადის ისმენ ვედრებასა მათსა და ყოველთა მისცემ ლხინებასა;
გიხაროდენ, რამეთუ ხედვიდეს რაჲ მღდელთმთავარნი საფლავსა შენსა საკჳრველსა, კურნებათა აღმომადინებელსა, და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, ჴმამაღლად გადიდეს, ვითარცა აღმსარებელი და სალოსი ბერი, და საჴსენებელად და საუკუნოდ განგვიწესეს შესხმაჲ და ქებაჲ შენი;
გიხაროდენ, სასწაულთა შენთა ელვარებითა ერისა შენისა განმაფხიზლებელო, რამეთუ ხატთა შენთა გამოწერილთა და სახებათა მიერ გვიწყაროებ წმიდასა და წმიდამყოფელსა მირონსა, სულისა მიერ წმიდის ნიჭებულსა;
გიხაროდენ, რამეთუ სიხარულითა აღივსების და იქადის აწ სამეუფოჲ ქალაქი მცხეთა და განსცხრების დედათა სავანჱ სამთავროჲსა, მქონებელი წმიდათა ნაწილთა შენთა, ხოლო ერნი ესე ურიცხუნი, შჳლნი ქართლისანი, ილოცვიდეს დაუდუმებელად და აქებდეს წინაჲსწარმეტყუელებასა შენსა და ძალსა საკჳრველსა;
გიხაროდენ, ნავთსაყუდელო დანთქმულთაო და სასოო განწირულთაო, რამეთუ შემწე ხარ განსაცდელთა შინა მყოფთა და ვედრებათა შინა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა: საღმრთოჲთა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა და თანამზრუნველ ექმნები ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, მახლობელთა და შორიელთა;
გიხაროდენ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო, ღირსო მამაო გაბრიელ!

კონდაკი 13

ჵ, წმიდაო აღმსარებელო და სალოსო ბერო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ქრისტემან მოგანიჭა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა მოგცა შენ კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, ამისთჳსცა გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნნეთ ჩუენცა უკუნისამდე დიდებად და გალობად მისა: ალილუია.

ეს კონდაკი სთქვი 3-გზის, შემდეგ: 1 იკოსი და 1 კონდაკი

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო! ბერთა სამკაულო, მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო, ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჵ, თანამოდასეო აღმსარებელთა და სალოსთაო, ღირსო მამაო გაბრიელ! რომელმან აღირჩიე ცხორებაჲ ანგელოზებრივი და ზეობასა მას უღმრთოთასა შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნჱ, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, რაჲთამცა ღირს-გვყოს წინაჲსწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს ჩუენ მეფჱ მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაჲთა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჵ, წმიდაო მამაო ჩუენო, არქიმანდრიტო გაბრიელ! ვითარ იგი პირველ იღუაწე ჩუენთჳს მოციქულებრივითა შრომითა შენითა და მამობრივითა მოწყალებითა, ეგრეთცა აღთქმისაებრ შენისა ვსასოებთ გამოჴსნასა ჴელთუქმნელისა ანჩის ხატისასა და პატივად მისად სახელდებულსა საკათალიკოსოსა ტაძარსა შინა კუალად დაბრძანებასა, რაჲთა წინაუსწროდეს საკჳრველსა გამოჩინებასა აწყურის ჴელთუქმნელისა ხატისასა და დიდებულსა მობრძანებასა პორტაიტისასა – ვითარცა შეუორგულებელთა თავსმდებთა გამოჴსნისა ჩუენისათა სატანისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისა და ბრძოლისაგან, ვითარ წინაჲსწარმეტყუელეს მისთჳს მამათა, რამეთუ დასასრულსა მას საუკუნეთასა ათონსა დაუტევებს და გამორჩევითა ივერიისაჲთა ბრწყინვალედ დიდებულ ჰყოფს მკჳდრთა მისთა, ხოლო აწ განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უსჯულოებისაჲ და წილხვედრი ერი ღმრთისმშობლისაჲ დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, გარნა შენ, წმიდაო, გვაშორე საღმრთოჲსა მშჯავრისა საშინელებაჲ უსჯულოებისა ჩუენისათჳს და მოწყალებითა შენითა გვითხოე ქრისტჱს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაჲ, მართლმადიდებლობით განათლებაჲ, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაჲ, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი


სვირის ღვთისმშობელი

$
0
0

ქ.სვირის მიხაილოვის ეკლესაში არის სვირის ღვთისმშობლის ხატი, ის 1195 წელს სმოლენსკის მთავარმა დავითმა ჩამოიტანა. ამ ხატის შესამოსლის კიდეზე არის წარწერა, რომელიც დღემდე ბოლომდე ა იკითხება. ფიქრობენ, რომ წარწერის შინაარსი ასეთია “1580 წელი, ივნისი, სმოლენსკი”.

სვირის ღვთისმშობელი

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

ღვთისმშობლის ხატი გრიგორიატსკის მონასტერში

$
0
0

გრიგორიატსკის სავანეში არის ღვთისმშობლის პატარა ზომის უძველესი ხატი. წარწერის მიხედვით ის მოლდავეთის ღვთისმოსავი მფლობელის მარიამ პალეოლოგის შემოწირულობაა. ხატს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან ის ორჯერ მოხვდა საშინელ ხანძარში და უვნებლად გადარჩა. ეს მონასტერი ორჯერ მოიცვა საზარელმა სტიქიამ, განსაკუთრებით დამანგრეველი იყო 1761 წლის 20 ნოემბრის ხანძარი, მონასტერი საძირკვლამდე დაიწვა.

ღვთისმშობლის ხატი გრიგორიატსკის მონასტერში

ცნობილმა მოგზაურმა ბარსკიმ ხატი ხანძრამდე ნახა და ამგვარედ აღწერს მას: ,,მარჯვენა სვეტზე არის ღვთისმშობლის ძველი ხატი, მის წინაშე უქრობი ვერცხლის კანდელი ანთია და ბერძნული წარწერა აქვს, რომ ის მოლდავეთის ღვთისმოსავი მფლობელის მარიამ პალეოლოგის მიერაა შემოწირული’’. როდესაც ბარსკიმ ეს მონასტერი მოინახულა, ჩვეულებისამებრ დაწვრილებით აღწერა ის. აღწერილობა შემდეგ ბერძნულ ენაზე გამოიცა. მაგრამ ბარსკის აღწერილობით, რომელიც ზემოხსენებულ ხანძრამდეა შედგენილი, ბევრ რამეში არ ემთხვევა ნახანძრალზე აღმართულ გრიგორიატსკის ამჟამინდელ მონასტერს. წმინდა ხატი, რომელიც ხანძარს გადაურჩა, მთავარ ტაძარშია მოთავსებული,- მარცხენა კლიროსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მწკვრიში – იმ მიზეზით, რომ ის სწორედ ამავე ადგილას იმყოფებოდა ძველ ეკლესიაში და ხანძრის დროს უვნებლად გადარჩა. ამ სასწაულის მოსახსენებლად ხატი ადგილს არ იცვლის. ღვთისმოსავი მარიამ პალეოლოგის წარწერა მოთავსებულია არა თვით ხატზე, არამედ მასზედ მიმაგრებულ ვერცხლის დაფაზე.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ბიზანტიის ღვთისმშობელი

$
0
0

01.05

ბიზანტიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 732 წელს გამოჩნდა. ამ ხატის წინაშე პოლტავის გამარჯვების შემდეგ სამადლობელი ლოცვა აღევლინა. ხატის მოსახსენებელი დღესასწაული 7 აპრილსაც აღევლინება.

ბიზანტიის ღვთისმშობელი

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

აბულის ღვთისმშობელი

$
0
0

ესპანეთში, ქალაქ აბულში, 1870 წელს ერთ ბრმა მონაზონს ამ ხატის წინაშე აეხილა თვალი. ამ დროიდან მას 11 ივნისს იხსენიებენ.

აბულის ხატი საისტორიო წყაროებში მხოლოდ სახელითაა ცნობილი.

აბულის ღვთისმშობელი

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ზეციური ნიშანი –ალბაზინის

$
0
0

ეს სასწაულთმოქმედი ხატი მოსკოვიდან ალბაზინში ჩამოიტანეს, მაგრამ ჩინელების პირველი თავდასხმების დროს ხატი ნერჩინკიდან 30 ვერსის დაშორებით, სოფელ ტორგში გადაიტანეს. კამჩატკის ეპარქიაში ამ ხატთან ერთად ლიტანიები აღესრულება.

ზეციური ნიშანი - ალბაზინის

ტორგის, ძველად – ალბაზინის ხატი მრავალი სასწაულითაა განდიდებული, სხვანაირად მას, გამოსახულების მიხედვით, სიტყვა ხორციელ იქმნა ეწოდება.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ზეციური ნიშანი –სერაფიმო –პონეტაევის

$
0
0

ეს ხატი ნიჟეგოროდის ეპარქიაში, არზამასის ოლქის სერაფიმო – პონეტაევის მონასტრის ერთ-ერთმა დამ კლავდია ვოილოშინკოვამ 1879 წელს დაწერა.

ზეციური ნიშანი - პავლოვის

1885 წლის 14 მაისს რამდენიმე დამ ხატის ცალკეული ადგილების განსაკუთრებული გასხივოსნება შენიშნა. ბევრი სნეული სარწმუნოებით ლოცულობდა მის წინაშე და განიკურნებოდა. ხატი საქმის მწარმოებელის სენაკში იდგა ,მაგრამ ამ სასწაულებრივი მოვლენიდან მეორე დღესვე ეკლესიაში გადაიტანეს. აქ კი ხალხი მისთვის თაყვანისსაცემად მოგროვდა. ხელმძღვანელობის მიერ ჩატარდა გამოკვლევა და მრავალმა სასწაულებრივმა განკურნებამ ხატის მადლმოსილი ძალა დაადასტურა. ბრძანების მიხედვით მთელი გამოკვლევის განმავლობაში ხატი საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ამის შემდეგ კი კვლავ სერაფიმო – პონეტაევის მონასტერში დააბრუნეს. ხატი ტილოზე ფერწერულადაა გამოსახული. სიმაღლით – არშინი და 4-ნახევარი , სიგანით არშინი და 3-ნახევარი გოჯია. მრავალი, ვინც მას რწმენით მიმართა, სასწაულებრივად განიკურნა.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ზეციური ნიშანი –პავლოვის

$
0
0

ქ. პავლოვსკის ფერისცვალების ტაძარში, ვორონეჟის ეპარქიაში სასწაულთმოქმედი ხატი ღვთისმშობლის ზეციური ნიშანი იმყოფება. 1696 წელს იმპერატორმა პეტრე I-მა ქ. აზოვს ალყა შემოარტყა და დაანგრია ის. ნანგრევებში ორი ხატი იპოვეს: ერთი – იოანე წინასწარმეტყველის და მეორე – ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის, რომელიც პეტრე პირველმა მაშინვე აზოვის ეკლესიაში მოათავსა.

ზეციური ნიშანი - პავლოვის

როდესაც 1711 წელს თურქებმა აზოვი დაიბრუნეს, პეტრე I – ის ბრძანებით ხატი ოსრედსკის ციხე-სიმაგრის ეკლესიაში გადაიტანეს. ამგვარად იწოდებოდა მაშინ ქ. პავლოვსკი. აზოვის ეკლესიის მრევლიც ამავე ტაძარში გადმოვიდა და საეკლესიო ნივთებიც თან წაიღეს.

ეს ხატი 5 გოჯის სიდიდის ზღვის ნიჟარის უკანა მხარეზეა ამოტვიფრული. ნიჟარის მინანქარი დროისგან ჩაყვითლებულია. ღვთისმშობლის გამოსახულება ხაზებითაა შესრულებული. თავდაპირველ ის დიდ ხის კიოტში მოათავსეს, რომლის კიდეებზეც 6 ნაწილად იყო გამოსახული აზოვის ბრძოლის სურათები და თვით ამ ხატის მირქმის ეპიზოდი. კიოტზე, ქვედა მხარეს იყო წარწერა, რომელიც ამოწმებდა ხატის ისტორიას.

XIX ს-ის 20 -იან წლებში ხატი მოოქროვილ, ბრწყინვალე კიოტში ჩასვეს და აღსავლის კარის ზემოთ მოათავსეს. ამ სიწმინდედ მიჩნეულ ხატს ღვთისმსახურების შემდეგ თოკებით ძირს უშვებენ, რათა მორწმუნეები მიემთხვიონ მას. სადღესასწაულო ღამისთევის შემდეგ, როდესაც ღვთისმსახური I ჟამნის განტევებაზე აღსავლის კართან იდგა, ეკლესიის მსახურნი მას ორივე მხრიდან გვერდში ამოუდგებოდნენ და გალობდნენ: ,,ვინ არა მოგეახლოს შენ, შენს მიერ იქმნების სარცხვინელ’’. ამ დროს წმინდა ხატი ნელა ეშვებოდა ძირს ,როცა შარავანდედის ქვედა სხივები იატაკს შეეხებოდა, გალობა ამგვარად თავდებოდა: ,,ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ’’. ღვთისა და ეკლესიის მსახურნი ,მათ კვალდაკვალ კი მრევლი, ხატს ემთხვეოდა.

ზეციური ნიშნის სასწაულთმოქმედ ხატს ოჯახებში დააბრძანებენ და მის წინაშე პარაკლისებს აღასრულებენ. ყოველწლიურად, აღდგომიდან მე-9 პარასკევს ამ ხატთან ერთად ,,ცივი ჭის’’ მიმართულებით – პავლოვსკიდან 6 ვერსის დაშორებით – ლიტანია აღესრულება. ამ ჭასთან ღვთისმშობლის სავედრებელი ლოცვა აღევლინა, ხოლო შემდეგ პეტრე I -ის პანაშვიდი, რადგან სწორედ მან დააარსა ქ. პავლოვსკი და წმინდა ხატიც ეკლესიას მანვე შესწირა.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


ზეციური ნიშანი –მოსკოვის

$
0
0

ზეციური ნიშნის ხატი მოსკოვის ზეციური ნიშნის მონასტრის მთავარი სიწმინდეა. მის წინაშე წმინდა პატრიარქი ფილარეტი ლოცულობდა. სამეფო ოჯახის საგვარეულო ხატი XVI ს-ის ბოლოს ან XVII ს-ის დასაწყისშია დაწერილი. მარტო ღვთისმშობლის სახე კი არა, ხატის მთლიანი მორთულობა მთლიანად შენარჩუნებულია. ამაში გვარწმუნებს მონასტრის ჩანაწერები – 1831 წლიდან დღემდე.

ზეციური ნიშანი - მოსკოვის

მდიდრულად მორთული ხატი მონასტრის მთავარი ტაძრის კანკელზე, აღსავლის კარის მარცხნივაა მოთავსებული. ვერცხლის კანდელი,რომელიც მის წინ ანთია, ხატს დედოფალმა – მონაზონმა მართა იოანეს ასულმა შესწირა – რათა მრავალჟამიერ დაეცვა მისი ვაჟი, დიდი მთავარი მიხეილ თეოდორეს ძე.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ზეციური ნიშანი –ცარსკოესელოსი

$
0
0

მრავალი სასწაულთმოქმედი ხატიდან, რომლებიც რუსეთში განდიდნენ, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში განსაკუთრებულად გაითქვა სახელი ცარსკოესელოს ზეციური ნიშნის ღვთისმშობლის ხატმა. ეს ხატი ცარსკოესელოში, კარის პატარა ეკლესიაში იმყოფება. ის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, როგორც ძველი ხატწერის ნიმუში და როგორც მრავალი მადლისა და კურნების მომნიჭებელი წყარო.

წმინდა ხატი ხის დაფაზეა დაწერილი და წარმოადგენს ხელაპყრობილ ღვთისმშობელს ყრმა ღმერთთან ერთად, რომელიც მის მკერდზეა გამოსახული. მარჯვენა ხელით ის აკურთხევს ქვეყნიერებას, როგორც მარადიული მეუფე და მწყემსმთავარი, ხოლო მარცხენაში უპყრია გრაგნილი, როგორც სჯულის და მაცხოვნებელი სწავლების ნიშანი. თვით დედა ღვთისა თავისი კურთხეული წიაღის ნაყოფს – ყოვლისმპყრობელ უფალს – კაცთა მოდგმის გამოსახსნელად სწირავს და აპყრობილი ხელებით ევედრება ღმერთს, რომ მიიღოს ეს მსხვერპლი. უძველეს დროში, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთში, ქრისტეს შობა ამგვარად გამოისახებოდა.ზეციური ნიშანი ხატწერული გამოსახულების ასეთ ფორმას რუსეთში ეწოდა, სახელი პირველად ნოვგოროდის ხატმა მიიღო, – 1170 წელს აღსრულებულ სასწაულთან დაკავშირებით.

ზეციური ნიშანი - ცარსკოესელოსი

მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხატზე ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები, სიძველის მიუხედავად, ხაზების დახვეწილობას და ფერების და ჩრდილების სიმკვეთრეს ინარჩუნებს. სრულიად ჰარმონიულია, როგორც ცალკეული ნაწილები, ასევე მთელი გამოსახულება. ცარსკოესელოს ზეციური ნიშანი უძველესი ბიზანტიური ხატწერის შესანიშნავი ნიმუშია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღვთისმშობლის გამომეტყველება ერთსა და იმავე დროსა და ადგილას მლოცველებზე სხვადასხვანაირ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ზოგჯერ ნათელი და მოწყალეა, ზოგჯერ მრისხანე და მკაცრი გამომეტყველება აქვს.
თავდაპირველად წმინდა ხატზე მხოლოდ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის სახეები იყო გამოსახული, ქალწულის თავთან კი ორივე მხარეს ცეცხლოვანი ქერუბიმები მოჩანდა. შემდეგ იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანებით ხატის კიდეებზე გამოკვეთეს ძალიან პატარა ზომის გამოსახულებები. მარჯვენა მხარეს ზემოთ: წმიდა მოციქული პეტრე, შუაში – მართალი ზაქარია, ქვემოთ – ნიკოლოზ მღვდელმთავარი. მარცხენა მხარეს,ზემოთ – წმინდა ალექსი ღვთისკაცი, შუაში – მართალი ელისაბედი. 1859 წელს იმპერატრიცა მარიამ ალექსანდრეს ასულის ნებართვით ხატის კიდეებზე მარჯვნივ ქვემოთ გამოსახეს – მღვდელმთავარი ნიკოლოზი და მარცხნივ -წმინდა მოწამე დედოფალი ალექსანდრა.

ცარსკოესელოს წმინდა ხატი ზომითაც შთამბეჭდავია. ამით იგი რუსეთში განდიდებულ ღვთისმშობლის ყველა ხატს აღემატება. სიმაღლით – თითქმის ორი, სიგანით კი, ერთ-ნახევარი არშინია.

ცარსკოესელოს ზეციური ნიშანი, როგორც ჩანს, მრავალი საუკუნისაა, სილამაზესთან და ფერების სიმკვეთრესთან ერთად ღვთისმშობლისა და ყრმა ღმერთის გამოსახულებებს სიძველის აშკარა კვალი ატყვია. სახეებზე და ხელებზე დაჩნეული წვრილი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ბზარები საღებავზე თხელ ბადეს ქმნის. სიძველის ამგვარი კვალი ხატის სხვა ნაწილებში უფრო აშკარაა. ის ოქროს მოჭედილობით და პერანგითაა შემკული: ბევრ ადგილას ხატწერა და თვით გრუნტიც დაზიანებულია.
ეს სიწმინდე რუსეთში მეფე ალექსი მიხეილის ძის (1645-1676¬) დროს გახდა ცნობილი, მას კი, სარწმუნო წყაროების მიხედვით, აღმოსავლეთის კერძოდ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ათანასემ მიუძღვნა. ამ დროიდან ეს სასწაულთმოქმედი ხატი სამეფო გვარში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.იმპერატორი პეტრე I მის მიმართ განსაკუთრებულად ღვთისმოსაურად იყო განწყობილი. მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში დედაქალაქის გადატანის შემდეგ რუსეთის გარდამქმნელმა სხვა სიწმინდეებთან ერთად ეს ხატიც თან წაიღო და სიკვდილამდე არ მოუშორებია. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მემკვიდრეობით მეფის ასულ ელისაბედ პეტრეს ასულს ერგო. იგი დიდ სასოებას ამყარებდა ღვთისმშობელზე და ხატი მუდამ თან ჰქონდა. ხალხური გადმოცემის მიხედვით, პეტრე I-მა ელისაბედი სწორედ ამ ხატით აკურთხა, როგორც თავისი მემკვიდრე – ეკატერინე I-ის შემდეგ. მეფის ასული ელისაბედი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ამ ხატის წინაშე სალოცავად, რომელიც მშობლიური კურთხევის ნიშნად ერგო და სწამდა, რომ დედა ღვთისა მოუვლენდა თავის საფარველსა და ზეციურ ნიშანს. ერთხელ სწორედ ამგვარი განმარტოებული ლოცვისას მის წინაშე რუსეთის რამდენიმე ერთგული ჩინოსანი გამოცხადდა და მოახსენეს, რომ მეფის ასულის მამისეულ ტახტზე ასვლას მთელი რუსეთი ითხოვდა. 27 ნოემბერს ზეციური ნიშნის დღესასწაულზე, – სამი დღის მერე მას შემდეგ რაც, ჩრდილოეთის დედაქალაქმა მის ერთგულებაზე დაიფიცა – მთელ რუსეთში გავრცელდა სასიხარულო ცნობა, რომ ელისაბედ პეტრეს ასული ტახტზე ავიდა.

იმპერატრიცას სწორედ ამ დღეს გამეფებით სურდა, ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ თავის აღსაყდრებას იგი ღვთისმშობელს და მისი ხატის ზეციური ნიშნის ძალას უმადლიდა.

1741 წლის 25 ნოემბერს ზეციური დედოფლისადმი მადლობის ნიშნად ელისაბედ პეტრეს ასულმა თავისი პირადი ძვირფასეულობით ზეციური ნიშნის ხატისთვის შეაქმნევინა პერანგი, რომელიც დღემდე ამკობს მას. 1748 წელს ხატი დამატებით შეიმკო. იმპერატრიცას პირადი შეწირულობით ხატის კიდეებზე შეიქმნა ალექსი ღვთისკაცის, პეტრე მოციქულისა და მართალი ელისაბედის გამოსახულებები. ხატის მიმართ გამოვლენილი ამ პატივისცემით ელისაბედ პეტრეს ასულს სურდა, ღვთისა და ადამიანების წინაშე გამოეხატა, რომ დედა ღვთისამ თავისი წმინდა ხატის საშუალებით მას ისეთივე სასწაული მოუვლინა, როგორიც თავის დროზე მის ღირსახსოვარ პაპას და დიდებულ მშობელს აღუსრულა.

პეტრე I ნევის ყველა უბეს და მათ მიმდებარე მიწებს დაეუფლა და საარის მიდამოსაც მიაღწია. მან მთელი ეს ადგილები – გლეხობასთან ერთად – ეკატერინე I-ს უანდერძა, მისგან კი მემკვიდრეობით ელისაბედ პეტრეს ასულის ხელში გადავიდა. საარის მიდამოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამკაული 1716 წელს აგებული მიძინების ტაძარი იყო, სოფელ საარს ცარსკოე სელო ეწოდა. შვიდი წლის შემდეგ – 1724 წელს იმპერატორმა პეტრე I-მა და იმპერატრიცა ეკატერინე I-მა ზეიმით აღნიშნეს მეორე – ხარების ხის ეკლესიის კურთხევა, რომელიც დღევანდელი ზეციური ნიშნის ტაძრის ადგილას აშენდა. 1728 წლის 24 ივნისს ეს ეკლესია ელვამ ერთიანად გადასწვა. მის ადგილას ელისაბედ პეტრეს ასულმა ახალი ზეციური ნიშნის ტაძრის აგება ბრძანა, სწორედ იმ სახით, როგორითაც დღემდეა შემორჩენილი.

როგორც კი მშენებლობა დამთავრდა, -1747 წელს იმპერატრიცამ იჩქარა, რომ ხატი ახლადაგებულ ტაძარში, მისთვის საგანგებოდ მოწყობილ ადგილას მოეთავსებინათ. ხატს სამი დღის განმავლობაში ლიტანიით მიაბრძანებდნენ, ბევრ ადგილას ის ჩერდებოდა კიდეც და ამგვარად მიაღწია სანკტ-პეტერბურგიდან ცარსკოე სელომდე. მთელი სამღვდელოება და წარჩინებული საზოგადოება თან ახლდა ხატს. პროცესიაში თვით იმპერატრიცაც იყო და დროდარდო ხატი ხელითაც მიჰქონდა. ხატის გადაბრძანება 1747 წლის მაისის შუა რიცხვებში მოხდა. ის, იმპერატრიცას ბრძანებით, კანკელის ზემო მხარეს მოათავსეს, – აღსავლის კარზე, საიდუმლო სერობის თავზე. ელისაბედ პეტრეს ასული განსაკუთრებული სიხარულით მიდიოდა ხოლმე ზეციური ნიშნის ეკლესიაში.

იმპერატრიცა ეკატერინე II ასევე დიდ პატივს სცემდა ხატს, როგორც სასწაულთმოქმედ სიწმინდეს, მის წინაშე ლოცულობდა და საღვთო ლიტურგიას ხშირად ეკლესიაში ესწრებოდა. საზოგადოებრივი უბედურებების დროს ხატის წინაშე იმპერატრიცას თანდასწრებით პარაკლისს აღასრულებდნენ. ასევე მოხდა 1771 წელს, მოსკოვში გამძვინვარებული ჟამიანობის დროს.

თითქმის ასი წლის მანძილზე (1747 – 1831) ხატი სამეუფო კარს ზემოთ იყო მოთავსებული. მხოლოდ ერთხელ, 1820 წლის 12 მაისს ის ჩამოიღეს და გაიტანეს ეკლესიიდან, – როდესაც ცეცხლი ძველ ანუ დიდ სასახლეს მოედო და აქედან – მეზობელ შენობებს, მათ შორის ზეციური ნიშნის ეკლესიასაც ემუქრებოდა. როგორც კი ხატი ეზოში გააბრძანეს და სახით ტაძრის მხარეს მიმართეს, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მიმართა მას: ,,დედაო ღვთისავ, იხსენი ჩემი სახლი’’. იმავე წუთში ქარი, რომელიც ალს უბერავდა და ტაძრისა და სხვა შენობებისკენ მიჰქონდა, თითქოს უხილავი ძალით შებრუნდა და ხანძარი შეწყდა. ხატი ისევ თავის ადგილას დააბრუნეს.

1831 წელს, თითქმის მთელ რუსეთში პირველად გავრცელდა ქოლერა, ნოვგოროდსა და მის შემოგარენში კი განსაკუთრებით გამძვინვარდა. ცარსკოე სელოს მოსახლეობამ, როდესაც მოახლოებული განსაცდელი იხილა, შემწეობისთვის ზეციურ დედოფალს მიმართა. ხალხი მრავლად მიდიოდა ზეციური ნიშნის ეკლესიისკენ, მათ ითხოვეს, რომ ხატი ჩამოეღოთ და ეკლესიის შუაგულში დაედგათ. შემდეგ კი პარაკლისის გალობა დაიწყეს. ხალხი ტირილითა და ლოცვით დაემხო მიწაზე და დედა ღვთისას მოწალებას ევედრებოდა. პარაკლისის შემდეგ წმინდა ხატთან ერთად მთელი ქალაქი ლიტანიით, გალობითა და ლოცვით შემოიარეს, ყველას გასაოცრად ცარსკოე სელოში ქოლერა შეწყდა. ამ საოცარი მოვლენის მოსახსენებლად და შთამომავლობის სამახსოვროდ მოსახლეობამ ნებართვა აიღო, ხატი უფრო ქვემოთ მოეთავსებინათ, რათა ხალხს საშუალება ჰქონოდა არა მარტო თაყვანი ეცა მისთვის, არამედ მიმთხვეოდნენ კიდეც და მის წინაშე სანთლებიც დაენთოთ. მომდევნო წელს, ასევე საყოველთაო თხოვნის პასუხად, მოქალაქეებმა მიიღეს ნებართვა, რომ ქალაქის ირგვლივ ხატთან ერთად ყოველწლიური ლიტანია აღესრულებინათ და ამგვარივე ლიტანია კიდევ ერთხელ 5 ივლისს დაადგინეს, ის პირველად 1832 წელს შესრულდა.

პირველი ქოლერის შემდეგ წმინდა ხატი ზეციური ნიშანი კიდევ უფრო განდიდდა, ხატი 1742 წელს იმპერატრიცა ელისაბედ პეტრეს ასულის მიერ ოქროს პერანგით შეიმკო, სუფთა ჩევრონული ოქროს ეს ნაკეთობა სხვადასხვაგვარი ყვავილების თაიგულებისა და გირლიანდების ნაკრებს წარმოადგენს. ხოლო მოწნული გვირგვინი ოქროს ქერუბიმებით თავდება, რომლებიც ღვთისმშობელს თავს დაჰფარფატებენ. ამ პერანგს ალბათ უფრო მოჭედილობა შეიძლება დავარქვათ იმიტომ, რომ ის მთლიან ხატს კი არ ფარავს, არამედ მხოლოდ მის ზედა მხარეს – მხრებამდე. აქედან დაწყებული ხატის კიდეებისკენ მიემართება და ოქროს ქობით ბოლოვდება. ღვთისმშობლის შუბლი, ისევე როგორც მისი და მაცხოვრის ხატწერული შესამოსელი და წმინდანთა გამოსახულებები, ღიად არის დარჩენილი. ელისაბედ პეტრეს ასულის დროიდან მოყოლებული ხატი სწორედ ამ მდგომარეობაში იყო. ღვთისმშობლისა და ყრმა-ღმერთის სახეებმა პირველყოფილი სიმკვეთრე შეინარჩუნეს, ხოლო ხატის დარჩენილი ნაწილი მნიშვნელოვნად დაძველდა. ბევრ ადგილას საღებავი ჩამუქდა, ხოლო ზოგან მთლიანად გადაეცალა, ან შეხებაზე მტვერივით ცვიოდა. ხატს ძველი სილამაზე და ბრწყინვალება მოაკლდა. ბოლოს დადგა 1848 წელი, რომელიც ყველას დაამახსოვრდა ქოლერის მეორე, მეტად ძლიერი ეპიდემიით. თითქოს ზეციურმა დედოფალმა თავად ისურვა, რომ მისი დაძველებული გამოსახულება განახლებულიყო, ეს ღვთისთვის სათნო საქმე თვით დედოფალმა ცარსკოე სელოს ღვთისმოსავ მოსახლეს, – ქალწულ მარიამ დავიდოვას დააკისრა, რომელიც ღვთისმშობლის ზეციური ნიშნისადმი ცოცხალი სარწმუნოებით იყო აღსავსე. ერთხელ მ. ა. დავიდოვამ სიზმრად იხილა, რომ ჰაერში მის წინაშე ხატი ეკიდა და თვითონ მისი წმინდა და ბრწყინვალე შესამოსელის ქარგვას უკვე ამთავრებდა. ამ საოცარი ხილვის შესახებ დავიდოვამ ახლობლებსა ნაცნობებს უამბო.

ხილვის ამბავი ხალხში საოცარი სისწრაფით გავრცელდა და მალე სასახლის კარამდე მიაღწია. იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასული საგაზაფხულოდ ცარსკოე სელოში იმყოფებოდა, მან დიდი მთავრების ნიკოლოზ და მიხეილ ნიკოლოზის ძეთა თანხლებით ზეციური ნიშნის ეკლესია მოინახულა და როცა წმინდა ხატი ნახა, შენიშნა, რომ მის კიდეებზე საღებავი მეტად გახუნებულიყო, სახეები კი უვნებლად იყო შემონახული და ახალივით გამოიყურებოდა. ამან იმპერატრიცაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იკითხა, შეძლებდა თუ არა დავიდოვა, პერანგი შეეკერა და თუკი შეძლებდა, მას ნახაზი უნდა შეედგინა და იმპერატრიცას წინაშე წარმოედგინა.

ასეთმა კეთილმა დასაწყისმა მეტად გაახარა დავიდოვა, მაგრამ ამავე დროს დიდ სიძნელესა და გაურკვევლობაში ჩააგდო: როგორი სახე მიეცა შესამოსლისთვის და როგორ გადაეტანა ეს ნახაზზე?! მან ხატვა ნაკლებად იცოდა, არანაირი სახსარი პერანგის დასამზადებლად არ ჰქონდა და არც ის უწყოდა, ამ საქმისთვის საჭირო მასალა სად უნდა ეშოვა. ის უმწეობას გრძნობდა და დახმარებას თვით ღვთისმშობელს ევედრებოდა. მალე სიზმრად ღვთისმშობელი გამოეცხადა, ის ზუსტად იმ სახით იყო, როგორც ხატზე, მაგრამ შესანიშნავი პერანგი, გვირგვინი და ომფორი ამკობდა. აღტაცებულ დავიდოვას სურდა, ამდგარიყო და პერანგის მოხაზულობა მაშინვე დაეხატა, მაგრამ უცებ ისევ ძილმა წაიღო და ხილვა საოცარი სიცხადით კვლავ განმეორდა. გამოღვიძების შემდეგ ისწრაფა, ჩაეხატა პერანგის სახე, რომელიც მან სიზმრად ნახა და რომელიც ამჟამად ხატს ამკობს. იმპერატრიცა სრულიად დააკმაყოფილა ნახაზმა. სანამ საქმეს შეუდგებოდა, დავიდოვა ლოცვითა და სინანულით მოემზადა, აღსარება თქვა და ეზიარა. ამას მოჰყვა შემოწირულობები, როგორც სამეფო ოჯახის და მდიდრების, ასევე ღარიბი ღვთისმოსავი ადამიანების მხრიდან. შემოწირულობები თავისთავად ისეთი სიმრავლით შემოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ამაში ღვთის ნება არ ამოეცნოთ, მორწმუნეთა გულები აღსავსე იყო ღვთისთვის სათნო საქმისადმი სიყვარულით. ამ დროისთვის (1848 წ.) საშინელი ქოლერა რუსეთის თითქმის ყველა კუთხეში მძვინვარებდა, განსაკუთრებით კი სანკტ-პეტერბურგსა და მის შემოგარენში. მაგრამ ცარსკოე სელოში სნეულება მალე შეწყდა და ხალხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხსნა ღვთისგან იყო მოვლენილი, დედა ღვთისას ხატმა ზეციურმა ნიშანმა, ისევე როგორც პირველი ქოლერის დროს, იხსნა ქალაქი. ხალხი ძვირფასეულობას არ ზოგავდა, ხატს ამკობდა და ამით ზეციური მეოხის მიმართ მადლობას გამოხატავდა. ხშირად ხდებოდა, რომ შემოწირული ნივთები არ პასუხობდა ნახატის და შესამოსელის მოთხოვნებს, მაშინ დავიდოვა დახმარებას ღვთისმშობელს შესთხოვდა და მაშინვე ჩნდებოდა შემომწირველი, რომელსაც საჭირო ძვირფასეულობა მოჰქონდა. 1849 წელს პერანგი დასრულდა. ის წარმოადგენს გრძელ ფერად მანტიას, ფართო სახელოებით და ზემოდან გადმოდებული განიერი ომფორით, რომელიც მხრებიდან ეშვება და მთელს მანტიას გარს ევლება. შუბლს მარგალიტების, ბრილიატების და უძვირფასესი ქვების დიადემა ამკობს. ასეთივე მანტია და ომფორი ჰფარავს ყრმა-ღმერთს. შესამოსლის ფონი არის ოქროს კოლიტა, რომლის ბზინვა პეწს მატებს მთელ ამ სილამაზეს. მზის შუქზე ცისარტყელის ყველა ფერი მკაფიოდ მოჩანს. საღამოს განათებაზე პერანგი მრავალფეროვანი ალით ბრწყინავს და უძვირფასესი მასალით ნაქსოვს ჰგავს. აქ შეგვიძლია ვნახოთ უამრავი ალმასი, ბრილიანტი, ფირუზი, ტოპაზი, ამეთვისტო, საფირი, ზურმუხტი, აკვამარინი, ოპალი, ცირკონი. 1860 წლის ეკლესიის აღწერილობაში 32 უძვირფასესი სახეობაა მოხსენიებული, – მარგალიტი, ძოწი და სხვა ძვირფასეულობა, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელიცაა. შემოწირულობა იმდენად დიდი რაოდენობით შემოდიოდა, რომ პერანგზე ყველა არ მოთავსდა და ამიტომ ღვთისმშობლის გვირგვინი მეტად დიდი გამოვიდა. ისიც შესანიშნავი ქვებით მოირთო. კიდეებზე წმინდანთა გამოსახულებებიც ასევე პერანგებით დაიფარა. თვით ოქროს ქვედა ქობაც კი დიდი და ბრწყინვალე ქვებით შეიმკო. მათ შორის ბრწყინავს გულის მსგავსი ცეცხლოვანი ტოპაზი, რომელიც ვ. ა. პრიანიშნიკოვმა შესწირა. აქვე წარწერა: ,,1831 და 1848 წლებში ცარსკოე სელოს ქოლერისაგან ორგზის გადარჩენის აღსანიშნავად”.

ამ შემოწირულობათა დიდი და საუკეთესო ნაწილი გაღებულია იმპერატრიცების ალექსანდრა თეოდორეს ასულის და მარიამ ალექსანდრეს ასულის, დიდი მთავრინების ალექსანდრა იოსების ასულის, მარიამ და ოლგა ნიკოლოზის ასულთა მიერ. მათი ძვირფასეულობით შეიქმნა დიადემა, შეიმკო მაცხოვრის შესამოსელის მხრები, მკერდი, ზურგი და თითქმის მთელი დანარჩენი ნაწილიც. აქედან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: 1. ბრილიანტის მძივი ღვთისმშობლის ყელზე. 2. ორი დიდი ფირუზი, რომელსაც მის მკერდზე ბრილიანტები ერტყმის გარს. ყველაზე დიდი ფირუზი ალექსანდრა თეოდორეს ასულს პრუსიის დედოფლის შარლოტასაგან მემკვიდრეობით ერგო და მის საყვარელ სამკაულს წარმოადგენდა. 3. ბრილიანტები მაცხოვრის სამოსზე. 4. დიდი ზურმუხტი – მაცხოვრის გვირგვინზე, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე თეოდორეს ძემ გრაფინია ა. ა. ორლოვ-ჩესმენკოს სახელზე შესწირა. 5. ვარდისფერი ბადახში. 6. არმანტინი ღვთისმშობლის დიადემაზე. 7. მწვანე აკვამარინები მაცხოვრის სარტყელზე. 8. მინანქრის სხვადასხვაგვარი ნივთები. 9. ოქროს ნივთები ძვირფასი ქვებით. 10. მარგალიტების სამაჯური.

ძნელია ამ ძვირფასეულობის ჩამოთვლა, უფრო ძნელია მათი შეფასება. შესამოსელის ნაქარგობა დაახლოებით 28 ათას ვერცხლად შეფასდა, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ მთელი ძვირფასეულობით და ოქროს მოჭედილობით ის 50000-ის ღირებულებისაა. პერანგი სიგრძით – 1 არშინი და 9 გოჯი, სიგანით 1 არშინი და 4 გოჯია.

ხატის ქვემოთ გულის მსგავსი ოქროს ფირფიტაა, რომელიც მრავალი ოქროს პატარ-პატარა ნივთისგანაა შექმნილი; ესენია: ჯაჭვი, საყურე, გულსაბნევი, ბეჭედი, რომელიც ხატს მლოცველებმა შესწირეს. ამ დაფაზე ამოჭრილია სიტყვები: ,,ეპიდემიისაგან დახსნის ნიშნად მიიღე, დედოფალო, მფარველო ქალაქისა ცარსკოესელოსი ეს შემოწირულობანი, როგორც მადლიერების ცრემლი, რომელიც შენს წმინდა შესამოსელს რწყავს, – მონათა შენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ“. ქვემოთ ემატება წარწერა: ,,ეს შესამოსელი შეკერა ქალწულმა მარიამმა, თავის დებთან ერთად – გამოცხადების მიხედვით“. დანარჩენი შემოწირულობები დავიდოვას დებმა საბურველისათვის გამოიყენეს, ის ხავერდისაა და ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით, მძივებითა და რომაული მარგალიტებითაა მორთული. საბურველზე ლამაზადაა ამოქარგული შარავანდედი, ჯვარი, სახარება, ჭურჭელი, ორი სჯულის ფიცარი და საცეცხლური, ვაზის ფოთლები, ფუნჯი და თავთავი. ამავე პერიოდს განეკუთვნება ხალიჩა, რომელიც საკურთხეველს და ტაძრის ნახევრის იატაკს ფარავს. ეს ხალიჩა დავიდოვასთან ერთად ეკლესიის მრევლის გულმოდგინებით მოიქსოვა.

1853 წლამდე წმინდა ხატი იმყოფებოდა ან ხის კანკელზე ან დიდ კიოტში, რომელიც რამდენიმე მინით იყო დაფარული. მის წინაშე დიდი სპილენძის შანდალი იდგა და უქრობი კანდელი ენთო. მხურვალე მლოცველებმა მისთვის ახალი, უფრო შესაფერისი კიოტის გამართვა მოინდომეს და ამას ახალი შემოწირულობების მოზღვავება მოჰყვა. რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდა ხატი ახალ ბრინჯაოს მოოქროვილ კიოტში მოათავსეს. იმპერატორმა ნიკოლოზ პავლეს ძემ და მისმა მეუღლემ დაასრულეს მისი შემკობა. როდესაც კიოტისთვის მთლიანი სარკიანი მინდა შესწირეს, ამას მოჰყვა შემოწირულობები საიმპერატორო ოჯახის ცალკეულ პირთაგან და წმინდა ხატისთვის ახალი შანდალი გაკეთდა, რომელსაც 30 დიდი და 48 პატარა სასანთლე ჰქონდა, მას თავზე ღვთის ანგელოზის ვერცხლის გამოსახულება ედგა, რომელიც ზეციური დედოფლის წინაშე მუხლს იყრიდა და ზეაპყრობილი უქრობი კანდელი ეჭირა, მარჯვენა ხელში კი პატარა საცეცხლური ეპყრა.

იმავე 1853 წელს დავიდოვამ, ზეციური დედოფლისადმი მადლიერების ნიშნად, იმპერატორის თანხმობით, ზეციური ნიშნის ქრომოლითოგრაფიული მცირე ზომის ასლი გამოსცა, რომელზედაც ნიკოლოზ მღვდელმთავრის და წმიდა მოწამე დედოფალ ალექსანდრას გამოსახულებები იყო. ქრომოლითოგრაფიაზე წმინდანების გამოსახვის ნებართვა 1853 წლის 19 მაისს მიიღეს, ხოლო ამ სახეების თვით ხატზე გადატანა და ძვირფასი პერაგნებით მათი შემკობა 1859 წელს იმპერატრიცა მარიამ ალექსანდრეს ასულის ნებართვით აღსრულდა.

მადლი, რომელიც ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატს ჰმოსავს, მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენით დასტურდება. არ შეიძლება, დუმილით ავუაროთ გვერდი იმ ამბებს, რომელშიც წმინდა ხატის გამომხსნელი ძალა გამოვლინდა და ამ სიწმინდისადმი სამეფო ოჯახის ღრმა სარწმუნოება აისახა. 1863 წლის 16 ივნისს, დღის ორ საათზე, ნაშუადღევს ხანძარი დაიწყო, რომელიც პირველად იმპერატორმა ალექსანდრე II -მ შეამჩნია. ცარსკოესელოს ძველი სასახლე და მასთან ღვთის დიდებული ტაძარი საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ყოველგვარი საშუალებისა და მცდელობის მიუხედავად, რომელიც ამ დროს გამოიყენეს, ცეცხლის ალი უფრო და უფრო ვრცელდებოდა და რაც კი საკვებად გამოადგებოდა, ყველაფერს ნთქავდა. ცეცხლმა სამეფო პალატების მნიშვნელოვანი ნაწილი ფერფლად აქცია. , მეყსეულად წმინდა ეკლესიის გუმბათებსა და ჯვრებს მოედო. შენობაში შეიჭრა და ტაძარსა და მიმდებარე ნაგებობებს განადგურებით ემუქრებოდა. ჩანდა, რომ ხანძრის შეწყვეტის აღარანაირი საშუალება აღარ იყო. უცებ იმპერატორისა და მისი უავგუსტესი მეუღლის გულში გაჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ზეციური დედოფლის შუამდგომლობისთვის მიემართათ. მათი მაღალი ნებით წმინდა ხატი იმავე გზით ალმოდებული ეკლესიის ახლოს გაატარეს, მასში უკვე მხოლოდ ხანძრის ჩამქრალი კვალიღა ჩანდა. ამ საოცარ მოვლენაში შეუძლებელი იყო, ზეციური დედოფლის მეოხება არ შეეცნოთ, რომელიც მან დიდებულ მლოცველებს უბედურების ჟამს გარდამოუვლინა.

ეს სიწმინდე დღემდე მრავალ მადლმოსილ სასწაულს აღასრულებს. დრო და ქაღალდი არ იკმარებს იმისთვის, რომ ჩამოთვალოთ ყველა კურნება და შეწევნა, რომელიც დედა ღვთისამ აღასრულა იმ ტანჯულთა მიმართ, მის ძლიერებას რომ მიმართავენ. მოწყალე დედოფალი ამ სიწმინდის საშუალებით თავისი საფარველის ზეციურ ნიშანს გარდამოავლენს როგორც საყოველთაო უბედურების ჟამს, ასევე ცალკეულ პირებზე.

განსაკუთრებით საოცარია ერთ-ერთი ამგვარი სასწაულებრივი მოვლენა, ის შესანიშნავ მაგალითს აძლევს ქრისტიან დედებს, რომლებიც, შვილებისადმი ღრმა სიყვარულით აღვსილნი, შეპყრობილნი არიან სურვილით, რომ ყოველგვარი უბედურებისაგან დაიხსნან ისინი, მაგრამ განსაცდელთა სიმრავლის გამო საკუთარ უძლურებას შესანიშნავად გრძნობენ.

პეტერბურგში ჩამოვიდა სმოლენსკელი მემამულე ქალი ე. ი. დუდინსკაია, რომლის ვაჟი ფლოტის ოფიცერი იყო და თავისი სამსახურის მიხედვით შავ ზღვაზე გემ ,,ინგერმანლანდით“ უნდა გამგზავრებულიყო, მის წასვლამდე დუდინსკაია ცარსკოე სელოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რათა ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატის წინაშე თავისი ძის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღესრულებინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ დუდინსკაია ხატის წინაშე მუხლზე დაემხო და ცრემლით უთხრა: ,,ზეციურო დედოფალო! შენ განდობ ჩემს ძეს და მთელს სასოებას შენზედ ვამყარებ, შენ ძალგიძს, რომ თვით ზღვის ფსკერიდან დამიბრუნო იგი“. ცურვისას საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, გემი დაიმსხვრა, ხოლო მისი მთელი ეკიპაჟი ზღვის ტალღებმა შთანთქა. სხვა განწირულებთან ერთად ტალღამ დუდინსკაიას ვაჟიც გემბანიდან გადაისროლა. როცა იგი მიხვდა, რომ უეჭველი დაღუპვა ელოდა, მის მეხსიერებაში ცარსკოე სელოს ხატი ამოტივტივდა და გულის სიღრმიდან ამოიძახა: ,,ზეციურო დედოფალო, დედაჩემი გევედრება ჩემთვის, – მისი ლოცვით შემეწიე მე“. უცებ ტალღამ ისე ძლიერად დაჰკრა, რომ გრძნობა დაკარგა, როცა გონს მოვიდა, ნახა, რომ ზღვის სანაპიროზე იყო და გულმოწყალე დედოფალს ამ სასწაულებრივი ხსნისთვის ღვთისმოსაური მადლობა შესწირა. დედამ და შვილმა შემწედ ღვთისმშობლის გულმოწყალებას უხმეს და მათი სასოება ამაო არ ყოფილა. ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის, რომ მთელი ძალა ღმერთშია, უმწეობა და უძლურება ადამიანთა ხვედრია. როდესაც ამას გააცნობიერებს, მოყვარული დედა ისწრაფის, რომ თავისი შვილები გადასცეს დედა ღვთისას, რომელიც ადამიანთა მოდგმის ერთადერთ მხსნელზე – ჯვარცმულ უფალზე მიუთითებს. ამიტომ ვუგალობთ მას: ,,ზეციურო დედოფალო, შენ მოგანდობთ შვილთა ჩვენთა, შენ ხარ სასო ჩვენი, დედავ ღვთისავ, გვიხსენ ჩვენ , გიხაროდენ მწუხარე დედათა ნუგეშო, გიხაროდენ შვილთა მათთა მადლით დამცველო, გიხაროდენ მეოხო წინაშე ღვთისა“.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.

ზეციური ნიშანი –ნოვგოროდის

$
0
0

1170 წელს ღვთისმშობლის ხატმა დიდი სასწაული აღასრულა ნოვგოროდში. სუზდალის მთავრმა ანდრია ბოგოლუბსკიმ მოინდომა, თავისი ხელისუფლება რუსული მიწის ჩრდილოეთშიც გაევრცელებინა, მას სურდა, ნოვგოროდი ერთი დარტყმით შეემუსრა. სმოლენსკის, მურომის, პოლოცკისა და რიაზანის მთავრებიც თავისი რაზმებით მთავარ ანდრიასთან ერთად ნოვგოროდის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მთელი რუსული მიწა შეკავშირდა, სულ 72 მთავარი გაერთიანდა”. – ამბობს ძველი მატიანე. “ვაი, დამარცხებულს”, – უთქვამს სუზდალის მთავარს. ისინი დაპყრობამდე იყოფდნენ ნოვგოროდის მდიდარი მხარეების და ძველი დედაქალაქის პიურიკის განძეულობას. მაგრამ თვით მთავარი ანდრია ავად გახდა და ვლადიმირში დარჩა, ხოლო თავისი ძე მსტისლავი,- დამპყრობი კიევისა, თავის მაგიერ ჯარების წინამძღოლად გაგზავნა.

ზეციური ნიშანი - ნოვგოროდის

25 თებერვლიდან გაერთიანებული ჯარები ქალაქის გარემოცვას შეუდგნენ, დაიწყო სისხლისღვრა. ნოვგოროდელებმა მტრის სიმრავლე დაინახეს, უთანასწორო ბრძოლაში დაუძლურდნენ და მთელი სასოება უფალზე, ღვთისმშობელსა და მწყემსმთავარ იოანეზე (ბერობაში ილია) დაამყარეს. ეკლესიები ღია იყო, ყმაწვილები და მამაკაცები ქალაქის კედლებთან იხოცებოდნენ. მოხუცები, ქალები და ბავშვები მოსთქვამდნენ და ეკლესიებში ლოცულობდნენ, გადაწყვიტეს, სიკვდილამდე ებრძოლათ. მღვდელთმთავარი იოანე მტრის გამოჩენიდან სამი დღე-ღამის განმავლობაში საკათედრო ტაძრის საკურთხეველში იდგა და თავის სამწყსოს დაუცადებელი ლოცვით იცავდა.

უკანასკნელ ღამეს,როდესაც ყველამ იცოდა, რომ მომავალი დღე ბრძოლის ბედს – ნოვგოროდის მონობასა თუ თავისუფლებას გადაწყვეტდა, მღვდელმთავარს ესმა ხმა, რომელიც ავალებდა, რომ წასულიყო ილინსკის ქუჩაზე – მაცხოვრის ტაძარში, იქიდან ღვთისმშობლის ხატი გალავანზე გაეტანა და ქალაქის ხსნის მოწმე გახდებოდა. შიშითა და სიხარულით აღსავსე მღვდელმთავარი იოანე დილამდე მუხლჩაუხრელად ლოცულობდა, შემდეგ დიდი ზარის დარეკვა ბრძანა, ხალხს თავის გამოცხადების შესახებ აუწყა, პროტოდიაკონი ეკლესიის მგალობლებთან ერთად ხატის გამოსაბრძანებლად გაგზავნა, თვითონ კი პარაკლისის გალობა დაიწყო. გაგზავნილები შეშინებულები დაბრუნდნენ და აუწყეს, რომ ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს. მაშინ მღვდელმთავარი კრებულებთან ერთად თვით მივიდა მაცხოვრის ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო და ცრემლით შეჰღაღადა: “ჰოი, ყოვლადწმინდა დედოფალო, ღვთისმშობელო, შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი ქალაქისა, ყოველი ქრისტიანის საფარველი და თავშესაფარი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა და ჩვენი ცოდვების გამო ნუ ჩაგვაგდებ მტრის ხელში , არამედ ისმინე ჩვენი ლოცვა – ვედრება და შეგვიწყალენ ჩვენ, როგორც ძველი ნინევია შეიწყალა უფალმა სინანულის ძალით”. ის წამოდგა და პარაკლისის გალობა დაიწყო, დამთავრებული არ ჰქონდა კონდაკის სიტყვები, “ურცხვენელი შუამდგომელი ქრისტიანეთა”, რომ მოულოდნელად ღვთისმშობლის ხატი ადგილზე შეიძრა, ამ სასწაულის მხილველ ხალხს აღმოხდა – “უფალო, შეგვიწყალენ”. წმინდა მღვდელმთავარმა ღვთისმოსაურად აიღო ხატი და მთელი ხალხის თანხლებით გადაიტანა ქალაქის გალავანზე, სადაც სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა. ხალხმა ხატის წინაშე იგალობა: “მოხედე მორჩილებასა ჩვენსა და ნუ განგვეშორები ჩვენგან, არამედ შეიწყალე სამწყსო შენი ღვთისმშობელო“. მტერი უფრო და უფრო ძლიერად უტევდა, გალავანს ისრებს უშენდნენ. უცებ ერთი სუზდალელის ნასროლი ისარი ხატს დაესო: – მოულოდნელად წმინდა სახემ მტერს ზურგი აქცია და ქალაქისკენ მიბრუნდა. ღვთისმშობლის თვალებიდან ცრემლები გადმოიღვარა, მღვდელმთავარმა იოანემ ისინი თავისი ფილონით გაწმინდა და გულაჩუყებულმა შესძახა: ,ჰოი, სასწაული, გამშრალ ხეს ცრემლი როგორ გადმოუვიდა? ჰოი, დედოფალო, შენ გვაძლევ ზეციურ ნიშანს, რომ შენი ძისა და ჩვენი ღმერთის წინაშე ლოცულობ ქალაქის ხსნისათვის“. ღვთისმშობლის მეოხებამ ნოვგოროდელთა სასოება გააძლიერა. მათ აღარ მოინდომეს ქალაქში დარჩენა, ჭიშკარი გააღეს და მტრისკენ გაემართნენ, მოწინააღმდეგე შიშმა და წყვდიადმა მოიცვა. ღვთის რისხვა ეწია მათ და ისე გარბოდნენ, რომ თავდაცვაზეც კი აღარ ფიქრობდნენ. ყველამ აღიარა, რომ ქალაქი ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ხატმა გადაარჩინა. მღვდელმთავარმა იოანემ 27 ნოემბერს დიდ ნოვგოროდში ამ ხატის დღესასწაული დაადგინა და ქალაქის ხსნის და ერთმორწმუნეთა წინააღმდეგ აღმდგართა დასჯის დღე უწოდა. ამ დღესასწაულს, როგორც ერთ-ერთ უძველესს, მთელი რუსეთი ზეიმობს.

ამ დღესასწაულიდან 186 წლის განმავლობაში ხატი კვლავ მაცხოვრის ეკლესიაში იმყოფებოდა, ხოლო 1356 წელს ნოვგოროდელებმა საგანგებოდ მისთვის ააგეს ეკლესია, რომელსაც დღემდე ღვთისმშობლის ზეციური ნიშნის ტაძარი ეწოდება. ხატზე გამოსახულ ღვთისმშობელს ორივე ხელი სალოცავად აქვს აპყრობილი, მის მუხლებზე ყრმა-ღმერთი ზის.

1566 წელს ნოვგოროდში, სავაჭრო მოედნის ახლოს ხანძარი გაჩნდა და მალე მიმდებარე ქუჩები მოიცვა, ალი ცეცხლის ზღვასავით მძვინვარებდა და მთელ ქალაქს შთანთქმას უქადდა. მის შეჩერებას ამაოდ ცდილობდნენ. მიტროპოლიტი მაკარი ტაძარში მივიდა, სრული შესამოსელით შეიმოსა და ღვთისმსახურთა დასთან ერთად ზეციური ნიშნის ეკლესიაში ლიტანიით გაემართა. ის სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე დაემხო და ცრემლით აღმოთქვა: “ჰოი, ყოვლადწმინდაო დედოფალო ღვთისმშობელი, რად დაგვიტევებ ჩვენ ასეთი განსაცდელის ჟამს? ვიცით, რომ გამრავლდა ჩვენი ცოდვები, მაგრამ შეიწყალე ხალხი და ქალაქი შენი, სადაც შენი წმინდა ხატი განდიდდა”. ლოცვის შემდეგ მღვდელმთავარმა ხატი აიღო და მდინარე ვოლხოვის სანაპიროს დაუყვა. იოანე ნათლისმცემლის ტაძრის პირდაპირ მან პარაკლისი აღასრულა და ალმოდებული ქალაქის მხარეს ნაკურთხი წყალი აპკურა. მალე ხანძარი მინელდა, ვოლხოვზე ქარმა დაუბერა და ღვთისმშობლის მეოხებით ხანძარი შეწყდა.

1611 წელს ნოვგოროდი შვედებმა დაიპყრეს, ისინი ძარცვავდნენ, სისხლს ღვრიდნენ, არც ტაძრებს ინდობდნენ, საეკლესიო ნივთებს იტაცებდნენ, ხატებს მიწაზე ყრიდნენ და თელავდნენ. ზოგიერთი მეომარი ზეციური ნიშნის ეკლესიამდე მივიდა, როდესაც იქ ღვთისმსახურება მიდიოდა და შეეცადნენ გაღებული უკანა კარით მასში შეეღწიათ, მაგრამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, უხილავმა ძალამ უკან გამოტყორცნა. მტაცებლებმა კვლავ სცადეს შესვლა, მაგრამ ამაოდ. ამან ისე შეაშინა შვედები, რომ ტაძარში შესვლა აღარავის გაუბედავს.

ღვთის გულმოწყალებით ღვთისმშობლის ხატი დიად და მრავალ სასწაულებს აღასრულებდა.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

რა იკითხება ბზობის ხატზე?

$
0
0

ბზობა ბზობის ხატზე გამოსახულია უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც მაცხოვრის ჯვარზე ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ცენტრშია სახედარზე ჩამომჯდარი იესო ქრისტე. სახარებიდან ცნობილია, რომ როდესაც იერუსალიმში მიმავალი მაცხოვარი ბეთბაგეს და ბეთანიის მთას მიუახლოვდა, სოფელში ორი მოწაფე წარგზავნა და დაავალა, რომ მიეყვანათ სოფლის თავშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომელთა ზურგმაც არ იცოდა ადამიანი: „და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი და დაჯდა მას ზედა“ (მათე 21,7). თავდაპირველად უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამსახველ ხატზე მაცხოვარს სახედარზე გადამჯდარს გამოხატავდნენ, მოგვიანებით დაიხვეწა ბზობის შინაარსობრივი მხარე და იგი უკვე სახედარზე ჩამომჯდარი გამოისახება.

საინტერესოა, რატომ აირჩია უფალმა ეს ორი პირუტყვი – ვირი და ჩოჩორი და არა რომელიმე სხვა ცხოველი, რომელიც მის დიდებას უფრო მეტ ზეიმურობას შეჰმატებდა? როგორც არქიმანდრიტი რაფაელი განმარტავს, „იუდეაში არსებობდა ტრადიცია: მეფეები მშვიდობიანობის დროს ამ ცხოველებს სამეფო შემოვლისთვის იყენებდნენ, ხოლო ცხენებს – სამხედრო მიზნებისთვის. იესო ჩოჩორზე შეჯდა იმის ნიშნად, რომ მას მოაქვს მშვიდობა, იგი მშვიდობის მეუფეა“. ე.ი. ბზობის ხატზე მაცხოვარი ჩამომჯდარი „კიცვსა ზედა“ გამოისახება ნიშნად უფლის თავმდაბლობისა და კარაულის მორჩილებისა. კარაულის სრული მორჩილების ნიშანია აყრილი ლაგამიც. უფალი იერუსალიმში შედის არა ცხენით, ე.ი. მხედრად და დამპყრობად, არამედ როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელმაც ადამიანებს მშვიდობა და ხსნა უნდა მოუტანოს.

ბზობის ხატზე იესო ქრისტეს გვერდით გამოისახებიან მისი მოწაფეები, იქვე ჩანს „სიმრავლე ერისა“, ე.ი. იერუსალიმის ქუჩებში გამოფენილი ადამიანები, რომლებიც განადიდებენ მაცხოვარს. სცენის მოუცილებელი ნიშანია ყრმა ებრაელნი, რომლებიც სამოსელის და რტოების დაფენით ადიდებენ უფალს. „დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!“ – მოგვითხრობს მათე მახარებელი. „ოსანა“ ნიშნავს: უფალი მოდის! ხსნა უფლისგანაა! უფალო, გვაცხოვნენ ჩვენ! „ოსანა“ ნიშნავს, რომ ამ დღეს ქრისტე უხილავად გვიახლოვდება, მოდის ჩვენს გულებთან“, – განმარტავს არქიმანდრიტი რაფაელი.

როგორც აღვნიშნეთ, იერუსალიმში უფალი შედის როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელიც ნებსით უნდა ეგოს მსხვერპლად ადამის ცოდვას. უფალი ძალმომრეობით კი არ იპყრობს იერუსალიმს, რაც ზოგადად უფლის სახელს განასახიერებს – ეს სახელწოდება „მშვიდობის სავანეს“, „მშვიდობის ქალაქს“ ნიშნავს, – არამედ სიყვარულითა და მიტევებით ანგრევს ძველს და აგებს ახალ იერუსალიმს. ამდენად, შედის რა იერუსალიმში, იესო ქრისტე შედის თავის ტაძარში, რაც იერუსალიმში შესული მაცხოვრის იერუსალიმის ტაძარში შესვლით კონკრეტდება. „ჯვარი ვაზისას“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მომზადებული მასალის „ბზობის ხატის“ თანახმად: „ის, რომ იერუსალიმში და ტაძარში შესვლა მაცხოვრისა ერთი და იგივე აქტია, უფაქიზესად აისახა იკონოგრაფიულადაც, კერძოდ, ყრმანი, რომლებიც სახარების მიხედვით ტაძარში განადიდებენ იესოს, სახვითად იერუსალიმში შესვლას წინაუსწრებდნენ და იერუსალიმის წინ გამოსახული ფინიკის ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. აქედან ჩანს, რომ ბზობის სახვითი ტრადიცია გამომდინარეობს არა სიუჟეტური მდინარებიდან, არამედ შინაარსიდან.

აუცილებელია კიდევ ერთი ელემენტის განმარტება, კერძოდ, მღაღადებელ ყრმათა სიმბოლოსი. „ყრმანი უმანკონი“, „სულისაგან წმიდისა განათლებულნი და საღმრთოითა მადლითა აღვსილნი“, სიბრძნით წინასწარმეტყველებენ უფლის მოსვლას, მიეგებებიან „მხსნელსა მას სულთა ჩვენთასა“ და თუ ბზობა უფლის დიდების მიწიერი განცხადებაა, ამ დიდებაში ყრმანი ანგელოზთა სახეებია“.

სახარების თანახმად, იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი პალმის რტოებს უფენდა გზაზე. სამხრეთის ქვეყნებში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე გამოიყენება პალმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეცვალეს, გაზაფხულზე ბზა ყველა მცენარეზე ადრე ყვავის. თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება – ბზობა – ამ მცენარის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას უფენდნენ გზაზე პალმის ტოტების სახით: ხალხი ეგებებოდა იესო ქრისტეს პალმის რტოებით ხელში, ვითარცა მძლეველს… ჩვენ გვიჭირავს ბზა და ამით ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის სიკვდილის, დემონისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი. ამასთანავე, ბზის და პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოსახავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში.

მოამზადა შორენა მერკვილაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 7, 2006 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “ცოდვილთა თავმდები”

$
0
0

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (ნაწყვეტები ბალაამის მონასტრის მოსაგრე ბერის მამა ბორისის ხელნაწერიდან)

ხატის მოპოვება

კვირა დღეს, გვიან წირვაზე დიდძალი ხალხი იყო ეკლესიაში. მე მგალობელთა ჩარდახში ვიყავ, დასავლეთის კარიბჭის თავზე. ქვემოთ უკვე სეფისკვერებს არიგებდნენ. მეც ქვემოთ ჩავედი და სარკმელთან, ჩემი საკუჭნაოს მოპირდაპირე მხარეს, მაგიდაზე გაზეთში გახვეული და თოკით შეკრული სქელი დაფა დავინახე. ვიფიქრე, ალბათ, ვიღაცას დარჩა და წასაღებად მობრუნდება-მეთქი, და ყურადღება აღარ მივაქციე.

დამთავრდა ღვთისმსახურება, დავკეტე ეკლესია. დაფა ისევ უწინდელ ადგილას იდო. მე სასადილოდ წავედი.

ნასადილევს ეკლესიის დასალაგებლად მოვიდნენ. მაგიდაზე დადებულ დაფას ყურადღებას არავინ აქცევდა. მე კი მივუახლოვდი, შინაგანი ხმა მეუბნება: „აიღე და საკუჭნაოში შეინახე!“ შემოხვეული გაზეთი შემოვაცალე, ვხედავ ძალზე შავი, სქელი დაფაა. ლურსმნებით მივხვდი, რომ ეს ხატია. მასზე არაფერი ჩანდა. ჯერ მინდოდა სხვენზე ამეტანა დაფა, მაგრამ შინაგანმა ხმამ მიკარნახა: „რატომ მიგაქვს სხვენზე, გაწმინდე და დაინახავ, რაც არის ეს!“

მეც ჩვარი ავიღე, ნავთში დავასველე და წმენდა დავიწყე. ჭუჭყი თანდათანობით ჩამოსცილდა დაფას და მალე მაცხოვრის პირისახე დავინახე. მომეჩვენა, თითქოს პირდაპირ მე შემომყურებდა; მერმე ღვთის დედის სახეც დავინახე და ზედწერილიც ხატზე: „მე ვარ თავმდები ცოდვილთა ჩემი ძის წინაშე“.

კვლავ დავიწყე ხატის გაწმენდა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ჯეროვნად გამესუფთავებინა; მინდოდა ასე დამეტოვებინა იმ დღეს, მაგრამ შინაგანი ხმა კვლავ მკარნახობს: „მეორე მხარეც გაწმინდე!“ მე განვაგრძე საქმე და აი, წარწერაც გამოჩნდა: „საკვირველმოქმედი ხატი, რომელიც არის ხამოვნიკიში, წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მისი ასლი შექმნილია 1854 წელს. დღესასწაულია 7 მარტს“.

ეს ამბავი ზაფხულში ხდებოდა, ივლისის თვის ერთ საღამოს. ძმები ტაძრის ეზოში იყვნენ. მამა ვალენტინი, ეკლესიის ეკონომი, მეუბნება:

– გამოასვენე საკვირველმოქმედი ხატი, რომელიც შენ გამოგეცხადა!

მე გამოვასვენე. ყველანი შემოეხვივნენ, ათვალიერებენ, წარწერას კითხულობენ. მერმე ამბობენ:

– ეს სიწმიდე ეკლესიაში უნდა დავასვენოთ!

მაგრამ მე ჯერ არ მინდოდა ქრისტიანთა მოდგმის დამცველის, თავმდებისა და მეოხმყოფელის – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გადაცემა, და ის ჩემთან დარჩა.

მაგრამ, აი, ეჭვი გამიჩნდა – „ნამდვილად სასწაულთმოქმედია კი ეს ხატი. იქნებ ეს მხოლოდ ასლია სასწაულთმოქმედი ხატისა?.. როგორ, ნუთუ სასწაულთმოქმედი ხატია ჩემს სენაკში?!“… ამის შემდეგ მე სიზმარი ვნახე, რომელიც ორგზის განმიმეორდა:

ვნახე ღვთის დედის ხატი იმ სახატეში, რომელიც მე თვითონ ვიყიდე მისთვის; მოხუცი ბერი ღრუბლებიდან თითით მანიშნებდა ხატზე და მეუბნებოდა: „ხედავ ამ ხატს? – იგი სასწაულთმოქმედია! ხანძრის დროს იგი მრთელი გადარჩა, ცეცხლი ვერ შეეხო მას!“

ამ დროს გამომეღვიძა. ავდექი, შევხედე ხატს და კვლავ დავიძინე. სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ მეცხადება მოხუცი ბერი და ამჯერად მკაცრად, მრისხანედ მეუბნება: იხილე! შენს სენაკში საკვირველმოქმედი ხატია! გახსოვდეს ეს!“ ამის თქმაზე მოხუცი ბერი თვალს მიეფარა. ყოველივე ამის შემდეგ ჩემი ეჭვებიც განქარდა.

ღვთის დედამ გადაარჩინა თავისი ხატი ტბაზე ქარიშხლის დროს

ერთხელაც მე ბალაამის მონასტერში გავემგზავრე მოსკოვიდან. მგზავრობა გემ „კიოტოთი“ მომიწია. ხატიც თან მიმქონდა. სახატის მინა თხელი ფანერით იყო დაფარული და თოკით შეკრული. როგორ კი ტბაში შევედით, ძლიერი ქარი ამოვარდა და ვეება ტალღები აქეთ-იქით აგდებდა ხომალდს. ამასობაში ღამეც დადგა. ხატი ზემოთა თაროზე მედო, აქვე ეწყო სხვა გზავნილები და ნივთები. ძლიერი რყევისაგან ხატი ძირს ჩამოვარდა და ზემოდან საგნები დააცვივდა. სახატეს მინამ გაიწკარუნა და მე ვიფიქრე, უკვე გატყდა და ალბათ ხატიც დააზიანა, გაკაწრა-მეთქი. მინდოდა გამეხსნა და მენახა, მაგრამ ისეთი ძლიერი რყევა იყო, რომ ვერაფრით ვერ შევძელი. გამთენიისას გემი ქალაქ სერდობოლს მიადგა. ქარიც ჩამდგარიყო.

მე ხატის თვალიერებას შევუდექი. იგი იატაკზე ესვენა მინით მაღლა, ზემოდან სხვადასხვა ნივთები და ბარგი ეყარა. მაგრამ, ჰოი, საკვირველებაც: ჩავედი ბალაამის მონასტერში, შევედი სენაკში, ფრთხილად გავხსენი შეფუთული ხატი და ვხედავ, მინა მრთელია. ამის შემდეგ მღვდელმონაზონი ნიფონტეს ვაუწყე, ის კი მეუბნება:

– ეს სასწაულია! ღვთის დედამ თვითონვე გადაარჩინა თავისი ხატი!

„ძველ სტილს ადექი!“

1925 წელს ბალაამის მონასტერში გაყოფა მოხდა ახალი სტილისა და ძველი სტილის მიმდევრებზე. უფროსობა გვაიძულებდა ახალ სტილზე გადასვლას, მაგრამ მრავალმა ძმათაგან არ ისურვა ამის გაკეთება. დაიწყო ურჩთა განსჯა-გასამართლება. ჩამოვიდა საეკლესიო ხელმძღვანელობა და ჩვენი იღუმენის მამა პავლინეს მეთაურობით სამსჯავრო მოაწყეს. მაშინ ბევრნი დაითხოვეს სავანიდან. ჩემმა რიგმაც მოაწია. საეკლესიო მმართველობიდან ჩამოსულებმა მკითხეს:

– აღიარებ თუ არა იღუმენად მამა პავლინეს? თუ ივლი ტაძარში ახალი სტილის მიხედვით?

მათ შეკითხვაზე მე არ შემეძლო პასუხის გაცემა, რადგან იმ წამს რაღაც ძალამ მეტყველების უნარი წამართვა. ისინი დაეჭვდნენ და კვლავ მკითხეს:

– რაო, რატომ არაფერს გვპასუხობ?

მე კი მუნჯივით ვიდექი და ხმის გაღება არ შემეძლო.

– ჰო, კარგი! წადი, ღვთის მონაო, და მოიფიქრე! – მითხრეს მათ ბოლოს.

ჩემს სენაკში განმარტოებულმა გულში ლოცვა-ვედრება მივმართე ღვთის დედას, ჩემს თავმდებსა და მეოხმყოფელს: „მარქვი მე, ზეციურო დედოფალო, და მიჩვენე ცხოვრების გზა, – რომელ მხარეს ვიარო, ახალ სტილს დავადგე, თუ ძველზე დავრჩე? ტაძარში ვიარო, თუ სხვაგან სადმე?“ სამზარეულოში ჩემი მორჩილების აღსრულებისას ღვთის დედის წინაშე ვლოცულობდი მე, ცოდვილი. როცა დავსრულე საღამოს საქმე, ჩემს სენაკს მივაშურე და გულის სიწრფოებაში ასე გავიფიქრე: „ამდენს ვილოცავ და რატომ არაფერს მაუწყებს-მეთქი ღვთის დედა?!“ მაგრამ ღვთის წყალობამ არ მიმატოვა. ანაზდად ჩემს სენაკში ჩვენი ტაძარი მეჩვენა – ისეთივე, როგორიც სინამდვილეშია: იმავე სიმაღლის, ისეთივე სიგრძისა და სიგანის. დიდად გავოცდი ამ საკვირველი ჩვენების გამო: როგორ თავსდება-მეთქი ამოდენა ტაძარი ჩემს მომცრო სენაკში?! მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა: „ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი! მისთვის არაფერია შეუძლებელი!“ ამ დროს ზემოდან საეკლესიო კრეტსაბმელი ჩამოეშვა, ლურჯი ფერისა. კრეტსაბმელის შუაგულში ოქროს ჯვარი იყო. ტაძარი კრეტსაბმელის მიღმა დარჩა და აღარ მოჩანდა.

იდუმალი ხმა კვლავაც გავიგონე თითქოს: „ძველ სტილს დაადექი და აღარ გადაუხვიო მას!“ და ამ დროს ქალის ხმაც მესმის მაღლიდან, რომელიც მეუბნება:

– თუ გსურს გადარჩე და ცხოვნდე, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემა დაიმარხე, და არა ამ ბრძენთა!

ზუსტად იგივე ჩვენება განმიმეორდა მეორედაც, შემდეგ მესამედაც. ამ სასწაულის შემდეგ ყოველივე მიეფარა ჩემს თვალთაგან და მე მარტო დავრჩი ჩემს სენაკში. გულმა ჩემმა განიხარა, რომ უფალმა ხსნის გზა მიჩვენა ღვთისმშობლის ლოცვითი მეოხმყოფლობით. და მას უკან ამ დიდ სასწაულს ხშირად ვიხსენებ ხოლმე ადამიანთა ხსნისათვის.

საკვირველი გადარჩენა ხანძრისაგან

1931 წლის 19 ნოემბრის ღამეს (ძველი სტილით) ბალაამის ორი ღვთისმოშიში ბერი და კიდევ ერთი ღმრთივმოყვარე სული ვინმე, ჩუმად და მოწიწებით აღასრულებდნენ ღამისთევის ლოცვას თავიანთ სენაკში საეკლესიო ჩვეულებისა და წესდებულების შესაბამისად. ხოლო ილოცვიდნენ ისინი ზეციური დედოფლის საკვირველი და ღრმადპატივდებული სენაკის ხატის წინაშე, რომელიც იწოდება „ცოდვილთა თავმდებად“.

მშვიდად და გულმოდგინედ ლოცულობდნენ მონაზვნები. და აი, შუა მსახურების ჟამს, გალობის – „აქებდით ყოველნი სახელსა უფლისასა“ შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მთხვევა და ამბორისყოფა დაიწყეს წმიდა ხატისა, და როგორღაც ერთ-ერთმა მონაზონმა თავისი მოსასხამის კალთა უნებლიეთ გამოსდო შუშის დიდი ლამპის სადგამს და წააქცია. ლამპა იატაკზე დაეცა, დაიმსხვრა, ნავთი საკმაოდ დიდი რაოდენობით ხის იატაკზე დაიღვარა. ამოტრიალებული პატრუქი ზემოდან ჩაქრა და რატომღაც ქვემოთა მხრიდან დაენთო, ისე, რომ იატაკზე დაღვრილ ნავთს არ შეხებია და არ აუალებია.

ეს სამი მლოცველი ადამიანი სულაც არ შეშფოთებულა მომხდარის გამო. მართალია, ისინი კარგად ხედავდნენ იატაკზე დამდგარ ნავთის გუბეს, მის შუაგულში ამოტრიალებულ ლამპას და მეორე მხრიდან ცეცხლმოკიდებულ პატრუქს, მაგრამ სრულიად დამშვიდებულნი უყურებდნენ ამას და ისე განაგრძობდნენ ღამისთევის ლოცვის აღსრულებას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო და მათ არანაირი საშიშიროება არ ემუქრებოდათ.

ხოლო როცა ისინი უკვე ამთავრებდნენ ღამისთევის ლოცვას, ბოლომდე ჩამწვარი პატრუქი თავისით ჩაქრა. მსახურების აღსრულებისთანავე ბერმა ბორისმა ჩვრით მოწმინდა იატაკზე დაღვრილი ნავთი. იგი იმდენად ბევრი დაღვრილიყო, რომ ბერმა იატაკის ორი დიდი ჩვარი, ერთიანად გაჟღენთილი მოწმენდილი ნავთით, გარეთ გაიტანა და იქ დანთებულ ცეცხლში ჩააგდო: ისინი ხმაურით აალდნენ და დიდხანს იწვოდნენ ძალუმად მგზნებარე ვეება ალით.

ასე რომ, ეს ღვთისმოყვარე ბერები მხოლოდ ახლა მოვიდნენ გონს, როცა მსახურება დასრულდა და გარეთ დიდი კოცონი ენოთ; მიხვდნენ, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე იდგნენ, მაგრამ ზეციური დედოფლის დაცვითა და თანადგომით თავიდან აიცილეს უბედურება: წმიდა ხატის ძალით აღსრულებულმა სასწაულმა ისინი დიდი ხანძრისაგან იხსნა, რომელსაც არა მხოლოდ მათი სენაკი, არამედ მთელი მონასტერიც შეიძლებოდა გაენადგურებინა, რადგან ნაგებობათა უმრავლესობა აქ ხისა იყო.

ზეციური დედოფალი სახატედან გამოვიდა

1957 წლის 7 მარტს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის – „ცოდვილთა თავმდების“ დღესასწაულზე მე ღამისთევის ლოცვას აღვასრულებდი მამა ალექსანდრესთან ერთად (ეს უკვე ბალაამის ახალ მონასტერში ხდებოდა, საბჭოთა რუსეთის საზღვრებს გარეთ – რედ.). როცა სადიდებელის გალობა დავიწყე, ხოლო შემდეგ კანონის კითხვაც, მამა ალექსანდრე ხატზე სამთხვევად წავიდა; აიღო ზეთი კანდელიდან და თვითონაც იცხო შუბლზე ჯვარის სახით და შემდეგ მეც მცხო. მე ვუთხარი მას:

– წაიკითხე კანონი! მე წავალ, ხატს ვემთხვევი.

და აი, როცა ხატს მივუახლოვდი, ვხედავ, სახატეს კარი გაღებულია, ხოლო ზეციური დედოფალი გამოსულა სახატედან და გარეთ დგას, როგორც ცოცხალი, სიხარულით აღსავსე, ყრმა იესოსთან ერთად. მე ვემთხვიე მის ხელს და ღვთაებრივი ყრმის ფეხს, ორივე თბილი იყო! მივედი მამა ალექსანდრესთან და ვეუბნები გახარებული:

– უყურე, ღვთის დედა გამოსულა სახატედან და გარეთ დგას ცოცხალივით! წადი, შენც ეამბორე და თაყვანი ეცი!

მაგრამ როცა ის მიუახლოვდა ხატს, ზეციური დედოფალი უკვე თავის უწინდელ ადგილზე იყო.

ვინც რწმენით და წრფელი გულით ილოცავს ღვთის დედის წინაშე, მისთვის ზეციური დედოფალის გულმოდგინედ ლოცულობს თავისი ძისა და უფლის წინაშე, უფალი კი ყოველივეს მისი ვედრებისამებრ აღასრულებს და არავის არ სტოვებს თავისი საღმრთო მოწყალების გარეშე“…

დედა ღვთისმშობლის სასწაულები.
მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში. კრებული II
თბილისი, 1997 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge

Viewing all 131 articles
Browse latest View live